planetanews Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/07/logo_stratfor_border2.jpg ჯორჯ ფრიდმანი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 4 ივლისის კვირის ბოლოს რამდენიმე საინტერესო ადგილს ესტუმრა. მის მარშრუტში პოლონეთი და უკრაინაც შედიოდა, დამაინტრიგებელი არჩევანია ობამა-მედვედევის ამასწინანდელი ვაშინგტონური მოლაპარაკებების ფონზე. მაგრამ ის ამავე დროს იმ რეგიონშიც ჩავიდა, რომელიც ამერიკის ყურადღების ცენტრში ბოლო ორი წელია არ ყოფილა – სახელდობრ კი, კავკასიაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ვიზიტი პოლონეთში ბალისტიკური თავდაცვითი რაკეტების ახალი შეთანხმების ხელმოწერას დაემთხვა და ის, გერმანულ-რუსული მოლაპარაკებების ფონზე, აშშ-პოლონეთის ურთიერთობათა შენარჩუნებას ისახავდა მიზნად – ეს თემა უკვე განხილული გვაქვს. უკრაინაში სტუმრობა უბრალოდ იმას ემსახურებოდა, რომ დროშა აღემართა ქვეყანაში, რომელიც სწრაფად მიექანება რუსეთის ორბისტისკენ. ორივე შემთხვევაში საქმე უფრო რუსებს ეხებოდა. როგორც არ უნდა დათბეს ატმოსფერო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ფაქტად რჩება, რომ რუსები განაგრძობენ თავისი რეგიონალური გავლენის აღდგენას, სათავისოდ იყენებენ ევროპულ დისბალანსს და იქაც ახალ ურთიერთობებს აყალიბებენ. შეერთებულ შტატებს, ისევ ერაყითა და ავღანეთით დაკავებულს, შეზღუდული აქვს სარეზერვო ძალები იმისთვის, რომ ისინი რუსების წინააღმდეგ მიმართოს. ვერაფერი ატმოსფერული ამ ფაქტს ვერ მიჩქმალავს, ყიველ შემთხვევაში უკრაინელებისა და პოლონელებისთვის. თუმცა თუ ხელშესახები არაფერი მოხდარა, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი სიმბოლური ნამდვილად იყო. მაგრამ როდესაც კონკრეტიკა ნაკლებია, სიმბოლოები დიდ მნიშვნელობას იძენს. ის, რომ გაჩერება პოლონეთსა და უკრაინაში აშკარად რუსებს უკავშირდებოდა, ვიზიტს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მით უფრო საინტერესოს ხდის. კლინტონის განცხადებები კავკასიური ვიზიტის მსვლელობისას პოზიტიური იყო, ისეთი, როგორსაც მოელოდნენ. საქართველოში მან თავისი მხარადჭერა გამოხატა, მაგარამ არ დაპირებია იმ იარაღის ტრანსპორტირებას, რომლის მეშვეობითაც რუსებისთვის, რომლებიც ამჟამად საქართველოს ჩრდილოეთით, სეპარატისტული რეგიონის ფარგლებში არიან დისლოცირებულნი, წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ. აზერბაიჯანსა და სომხეთში მან ორივე ქვეყანას აზერბაიჯანის დასაველთით, მის ტერიტორიაზე მდებარე სადავო რეგიონთან, მთიან ყარაბახთან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარება მოსთხოვა. სომხეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონზე კონტროლი ძალის გამოყენებით მოიპოვა. აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბახის დაბრუნება, გაეროს რეზოლუციის თანახმად, მისი ნაციონალური უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტრატეგიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. სომხეთისთვის უკან დახევა პოლიტიკურად შეუძლებელია. მაშასადამე კლინტონის მოწოდება მოლაპარაკებებისკენ და მისი შეთავაზება ამერიკის დახმარების შესახებ არ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მით უფრო, რომ ვაშინგტონი ამ, მოწოდების თანახმად, საერთაშორისო და არა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში დაეხმარება პროცესს. ეს განსაკუთრებით მართებულია მას შემდეგ, რაც კლინტონის მინიშნებით, თურქულ-სომხური მოლაპარაკებების კოლაფსი თურქეთის პასუხისმგებლობაა და დღეს შემდეგი ნაბიჯი სწორედ თურქეთმა უნდა გადადგას. იმის გათვალისწინებით, რომ მის ვიზიტს, როგორც ეს ზედაპირზე ჩანს, მცირე შედეგები მოყვა და როგორც ჩანს, განზრახულიც მცირედი იყო, ნამდვილად ღირს იმის გარკვევა, პირველ რიგში, თუ რატომ წავიდა ის იქ და რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონს. კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა კავკასია ის ადგილია, სადაც ერთმანეთს რუსეთი, ირანი და თურქეთი ხვდებიან. თითქმის მთელი მე-19 საუკუნე ეს სამი სახელმწიფო რეგიონში დომინირებისთვის ერთმანეთს ეპაექრებოდა. დავა საბჭოთა პერიოდში შეჩერდა, მაგრამ ახლა დანამდვილებით ის ისევ ამოძრავდა. იმის გამო, რომ არც ერთი ამ მთავარი სახელმწიფოებიდან რეგიონს პირდაპირ არ აკონტროლებს, აქ მეორე რიგის პაექრობაც გაჩნდა, რომელში სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო არიან ჩართულნი და ისინი ჩართულნი არიან, როგორც ერთმანეთთან ასევე იმ მთავარ სახელმწიფოებთან დაპირისპირებაში. იმის გათავლისწინებით, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებში რუსები, სპარსები და თურქები მონაწილეობენ, გლობალური მნიშვნელობის ქვეყანასაც აუცილებლად გაუჩნდებოდა ინტერესი, შესაბამისად ჰილარი კლინტონის ვიზიტიც შედგა. მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონს შორის ეს ყველაზე ფეთქებადსაშიშებს მიეკუთვნება. ძალიან სავარაუდოა, რომ პროცესი დიდ სახელმწიფოებსაც ჩაითრევს და ისიც ძალიან სავარაუდოა, რომ ჩაერთვება შეერთებულ შტატებიც. ახლა აქ სიმშვიდეა, მაგრამ 1990-იანი წლების ბალკანეთის მსგავსად, სიმშვიდე აუცილებლად როდი ანიჭებს გარანტიებს რომელიმეს ამ მოთამაშეთაგან. მაშ ასე, ამ ძალიან პატარა სივრცეში 7 მოთამაშეა. წარმოიდგინეთ, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მიერ შექმნილი მოთუხთუხე ქვაბი, რომელშიც ხანდახან ვაშინგტონიც გაურევს თავისას. ვაშინგტონს კი სამივე დანარჩენი ქვეყნა სხვადასხვა დონის განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. კავკასიის რეგიონი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობს. აქ უკავშირდებიან ერთმანეთს, სამხრეთით ირანი და თურქეთი, ხოლო ჩრდილოეთით – რუსეთიც. რეგიონი ორ მთიან მასივს შორისაა გაყოფილი, დიდი კავკასია ჩრდილოეთითაა, ხოლო მცირე კავკასია – სამხრეთით. აქვეა ერთმანეთისგან დაშორებული ორი დაბლობი: ერთი – დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსთან და მეორე უფრო დიდი დაბლობი აღმოსავლეთით, აზერბაიჯანში, მდინარე მტკვრის გასწვრივ. ვიწრო ხეობა, რომელიც საქართველოს კვეთს, ამ ორ დაბლობს ერთმანეთთან აკავშირებს. დიდი კავკასიური ქედი რუსეთთან ჩრდილო საზღვრის როლს ასრულებს. ამ ქედის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ცენტრია განლაგებული, დაბლობი, რომელსაც ბუნებრივი ჯებირები არ გააჩნია. ამიტომაც დაწყებული მე-19 საუკუნიდან რუსეთი კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის იბრძოდა, რათა გზა გადაეღობა თურქეთის ან ირანის ნებისმიერი ამბიციური განზრახვისთვის. კავკასიის მთები დიდი სამხედრო შენაერთსთვის იმდენად რთული გადასასვლელია, რომ სანამ რუსეთი ინარჩუნებს პოზიციას სადმე კავკასიაში, მისი სამხრეთ საზღვრები დაცულია. მე-19 საუკუნის ბოლოს და საბჭოთა კავშირის არსებობისას (გარდა ამ ეპოქის დასაწყისის მცირე ეტაპისა) საბჭოთა კავშირის საზღვარი თურქეთთან და სპარსეთთან გადიოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, რაც საბჭოელებს კავკასიაში ღმად შემოჭრის საშუალებას აძლევდა და უსაფრთხოებითაც უზრუნველყოფდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიის სამი რესპუბლიკა მოსკოვს გამოეყო და რუსეთის საზღვრებმა ჩრდილოეთისკენ, დაახლოებით 160-დან 320 კილომეტრამდე გადაიწია. რუსები ინარჩუნებდნენ პოზიციებს კავკასიაში, მაგრამ მათი პოზიცია უსაფრთხო აღარ იყო. კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში და კიდევ სხვებში სერიოზული ისლამური ამბოხი გაჩაღდა. თუ რუსები ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიას დატოვებდნენ, მათი პოზიცია ჩამოიშლებოდა, მაგრამ თუ დარჩებოდნენ, მათ დაუსრულებელი ბრძოლა ელოდათ. საქართველო რუსეთის საზღვრის უდიდეს ნაწილზეა განლაგებული. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს წარმოქმნილ ქაოსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებმა რუსეთის წახალისებით საქართველოსგან ჩამოშორება სცადეს. ქართული თვალთახედვით, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ რუსეთის აზრით, საქართველო მისთვის ორმაგი საფრთხეა. პირველი, რუსები ეჭვობდნენ, რომ 1990-იანებში ქართველები ჩეჩენ მეამბოხეებს უჭერდნენ მხარს, თუმცა ამ ბრალდებას ქართველები უარყოფენ. უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე კი ის იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო რეგიონში თავის მთავარ პარტნიორად აირჩია. ამ არჩევანს იმ შემთხვევაში ჰქონდა აზრი, თუ შეერთებული შტატები რუსეთის ალყაში მოქცევის სტრატეგიას განახორციელებდა, რასაც აკეთებდა კიდეც ვაშინგტონი 1990-იანებში (თუმცა 2001 წლის შემდეგ მან ამ სტრატეგიიდან ყურადღება რამდენადმე სხვაგან გადაიტანა). იმისთვის, რომ რეგიონში აშშ-ს უძლურება ეჩვენებინა, იმას, რასაც თავის პერიფერიაზე აშშ-ს ზეწოლად აღიქვამდა, რუსები საქართველოში დაუპირისპირდნენ. რუსებმა შეინარჩუნეს ახლო ურთიერთობები სომხეთთან, სადაც კვლავინდებურად 3,000-ზე მეტი სამხედრო ყავთ დისლოცირებული. სომხები ძალიან მტრულად არიან განწყობილნი თურქეთისადმი და მოითხოვენ იმის აღიარებას, რომ 1915-1916 წ.წ. თურქებმა უამრავი სომხის მასობრივი მკვლელობა მოაწყეს. სომხები და თურქები ამ ბოლო დროს ურთიერთობათა ნორმალიზაციისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩვენის აზრით, რუსეთის ჩარევის გამო. პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მარტში აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც თურქები გენოციდის გამო დაგმო, რამაც თურქები აღაშფოთა. არსებობს კიდევ ერთი ბრალდება, ახლა უკვე სომხების წინააღმდეგ იმაში, რომ მათ თვითონ მასობრივად დახოცეს აზერბაიჯანელები. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის სომხეთს აზერბაიჯანთან ომი ჰქონდა. მაშინ მან რეგიონში, რომელიც მთიანი ყარაბახის სახელით არის ცნობილი და დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარეობს, ასობით ათას აზერბაიჯანელს ეთნიკური წმენდები მოუწყო და ამით აზერბაიჯანს ლტოლვილებთან დაკავშირებით უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა. გაეროს უშიშროების საბჭომ სომეხთა ინტერვენცია დაგმო, ხოლო, თუ დიპოლამტთა ენას მივმართავთ, ამასობაში კონფლიქტიც გაიყინა. აზერბაიჯანის მნიშვნელოვნება თავის მხრივ, აზერბაიჯანი ვერ მისცემს თავს უფლებას სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარის წინააღმდეგ ომი დაიწყოს იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთით თავად აქვს საზღვარი რუსეთთან. აზერბაიჯანიც დგას მნიშვნელოვანი ირანული საფრთხის პირისპირ. ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე აზერბაიჯანში, ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალ ხამეინი ცნობილი ირანელ-აზერბაიჯანელია. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი აზერბაიჯანი დაიპყრო, მაგრამ ომის შემდეგ ბრიტანეთისა და ამერიკის ზეწოლით, აზერბაიჯანის უმეტესი ნაწილი ირანში დატოვა. დარჩა ის, რაც ჯერ საბჭოთა რესბუბლიკა იყო და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა. აზერბაიჯანი ძალიან შფოთავს ირანის გამო. ის უკიდურესად განსხვავდება ირანისგან: მუსლიმური ქვეყანაა, მაგრამ ძალიან სეკულარული; ინარჩუნებს ახლო და ოფიციალურ ურთიერთობებს ისრაელთან; მხარს უჭერს ომს ავღანეთდან და ლოჯისტიკურ რესურსებს შეერთებულ შტატებსთვის ხელმისაწვდომს ხდის. აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ ირანი ჩრდილოეთით კლერიკალებს აგზავნის, რათა შიიტური სკოლები ჩამოაყალიბოს და რეჟიმს საფრთხე შეუქმნას. ცხადია, აქ ირანის სადაზვერვო ქსელიც ოპერირებს. ვითარებას დამატებით ისიც ართულებს, რომ აზერბაიჯანი კარგა ხანია ნავთობის დიდი მწარმოებელია, ამ ბოლო დროს ბუნებრივი აირის ექსპორტიორადაც იქცა და დედაქალაქის, ბაქოს მახლობლად განლაგებული მილსადენის მეშვეობით, რომელიც საქართველოზე გადის, თურქეთს აირს აწვდის. თურქეთს მიაჩნია, რომ ეს ირანისა და რუსეთის ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსია, რაც შეერთებული შტატებისთავის ძალიან სასიამოვნო რამაა. ესაა ის ცხადი მიზეზი, რის გამოც რუსეთი, როგორც რეგიონის დომინანტური ენერგეტიკული ექსპორტიორი, აზერბაიჯანს მისი პოზიციის ძირგამომთხრელად აღიქვამს. რუსეთს ერთი ინტერესი აქვს, რომელიც 2008 წელს დადასტურდა, სამხრეთით, საქართველოსკენ დაიძრას. ცხადია, თუ ისინი ამას შეძლებენ და სასურველია ეს თბილისის მთავრობისა და პოლიტკის შეცვლის მეშვეობით მოახერხონ, ისინი ამას სომხეთში არსებულ თავის პოზიციას დაუკავშირებდნენ, შექმნიდნენ ძალას თურქეთის საზღვართან და აზერბაიჯანის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. რუსეთი ისურვებდა აზერბაიჯანის ექსპორტი თავის უფრო დიდ ენერგეტიკულ პოლიტიკაში ჩაერთო, რაც მის ხელში ძალაუფლების კონცენტრირებას მოახდენდა და განამტკიცებდა რუსეთის გავლენას მისსავე პერიფერიაზე. ეს პოზიცია ცხადი გახდა ამ ბოლო დროს, როდესაც რუსეთმა აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის შესყიდვა ევროპული ფასებით შესთავაზა. თურქები ამ ფაქტს, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც რუსეთი მას ესწრაფვის, ცხადია წინააღმდეგობას გაუწევდნენ. შესაბამისად თურქეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს. ირანს, რომელიც ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც აზერბაიჯანიული და ასევე სპარსული ქვეყანა, ორი მიზეზი აქვს, რის გამოც აზერბაიჯანში დომინირება სურს. პირველი, ეს თეირანს ბაქოს ნავთობს ჩაუგდებდა ხელში, რაც მას რუსეთთან ძალაუფლებაზე სტარეტიგიული ვაჭრობის საშუალებას მისცემდა, ანუ იმას, რაც მას ახლა არა აქვს. გარდა ამისა, მიუხედავად ირანში დღეს არსებული არეულობისა, ირანის ერთადერთი და ყველაზე მტკივნეული პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში, იქ მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან, რომელთაც შესაძლოა მოუნდეთ დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ სახელმწიფოსთან მიერთება. ეს ჯერ კიდევ ხილული პერსპექტივა არაა, მაგრამ თუ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი მოწყვლადობა ირანის პოლიტიკაში, სწორდ ესაა. განვიხილოთ ეს ყველაფერი ამერიკის პოზიციიდან. როდესაც რუკას დავხედავთ, შევნიშნავთ, რომ აზერბაიჯანი ირანსაც ესაზღვრება და რუსეთსაც. თუნდაც მხოლოდ სტრატეგიული მდებარეობა აქცევს მას შეერთებული შტატებისთვის მთავარ ფასეულობად. დაამატეთ ამას აირი ბაქოში, ამერიკული კომპანიების ინვესტიციები და აზერბაიჯანი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ამას ისიც დაამატეთ, რომ მისი აირის ექსპორტი ეხმარება თურქეთს, ასუსტებს რუსეთის გავლენას და მისი ღირებულება ისევ ზევით იწევს. და ბოლოს, დაამატეთ ამას ისიც, რომ თურქეთმა განარისხა აზერბაიჯანი, როდესაც სომხეთთან მოლაპარაკებებში შევიდა და თურქულ-სომხური ურთიერთობის მოწესრიგების რომელიმე საკითხი არც კი დაუკავშირა მთიანი ყარაბახის პრობლემას. ყველაფერი ეს შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანთან მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობასა და თურქეთის აირის ერთ-ერთი რესურსის ხელში ჩაგდების საშუალებას აძლევს. დღეს, როდესაც თურქეთი აღიარებს შეერთებულ შტატებზე შემცირებულ დამოკიდებულებას, ყველაფერი, რაც ამ დამოკიდებულებას განამტკიცებს, ვაშინგტონს ეხმარება. გარდა ამისა, აზერბაიჯანი ის პლატფორმაა, რომლიდანაც ვაშინგტონს შეუძლია ირანელებს დისკომფორტი შეუქმნას ან საიდანაც ირანთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ამერიკულ სტრატეგიაშიც საქართველოც უნდა ჩაერთოს, მაგრამ საქართველო ყოველთვის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე რუსეთი და თუ შეერთებული შტატები არ ემზადება აქ დიდი ძალის გაღემისთვის, რუსეთს შეუძლია ღიად და ფარულად თავისუფლად იმოქმედოს. ქართული სტრატეგია მოითხოვს ძლიერ დასაყრდენს ზურგში, რასაც აზერბაიჯანი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სტრატეგიულად, არამედ, როგორც კაპიტალის წყარო საქართველოსთვის. ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კარგია და საბოლოო ჯამში ასეთივეა თურქეთის ურთიერთობა ორივე ქვეყანასთან. .აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბახის საკითხი აქტუალურია. შეერთებული შტატებისთვის ის აქტუალური არ არის, მაგრამ რეგიონში სტაბილური პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანი ნამდვილადაა. სომხეთი, ეკონომიკურად ყველაზე სუსტი ქვეყანა, რუსეთის მოკავშირეა და რუსეთს მის ტერიტორიაზე ჯარები ყავს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეერთებული შტატებისთვის სულ ერთია ვინ მართავს მთიან ყარაბახს და არსებობს გაეროს რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანელებს ემხრობა და რომელიც საფარის როლს ასრულებს, რთული გასაგებია, რატომაა შეერთებული შტატები რეალურად ნეიტრალური. თუ შეერთებული საქართველოს ერთგულია, რაც მისი ოფიციალური პოლიტიკაა, აქედან გამომდინარე აზერბაიჯანის დაკმაყოფილება და შეერთებულ შტატებთან მისი დაახლოება მომგებიანი იქნებოდა ვაშინგტონისთვის, რადგან რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან ურთიერთობების მართვას შეაძლებინებდა. აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი აზერბაიჯანში ერთი თვის წინ იყო, კლინტონი ამ კვირის ბოლოს. რაც არ უნდა კომპლექსური იყოს ამ რეგიონის პოლიტიკა გარეშე თვალსითვის, აშკარაა, რომ მისი მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის იზრდება. ჩვენ შეგვიძლია ეს ასე განვიხილოთ: ბოსნია და კოსოვო მსოფლიოსთვის ბუნდოვანი კონცეპტი იყო, სანამ არ აფეთქდა. მთიანი ყარაბახი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ასეთივე ამოუცნობია დღეს. ისინი არ დარჩებიან ასეთად, თუ სტრატეგიული ზომები იქნება მიღებული. ჩვენ არ ვიცით, კლინტონმა უბრალოდ თავაზიანობის ჟესტებს მიმართა, თუ მას უკვე აქვს აზრად სტრატეგია. მაგრამ ამერიკული პოზიციის ლოგიკა იმაშია, რომ მან კავკასიაზე სტრატეგიულად უნდა იაზროვნოს და პროცესში, ლოგიკა და პოლიტიკა და რეგიონალური დინამიკა აზერბაიჯანთან მტკიცე ურთიერთობებზე მიგვანიშნებს. ორიგინალი <p style="text-align: justify;"> ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts