lasha_alo Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 აბა მედიცინის მცოდნეებოო ვისაუბროთ ამ შავ ჭირზე .რატომ ვერ ახერხებს კაცობრიობა მოერიოს ? საერთოდ რა შეიძლება გაკეთდეს რომ ავიცილოთ? რა სიმპტომებია რომ ადამიანი მიხვცდეს ონკოლოგს აუცილებლად უნდა გაესინჯოს? კი მესმის ყოველწლიური შემოწმება ,მაგრამ ისეთი მდგომარეობააა რომ 99პრ ექიმს გამარჯობას არ ეუბნება ,სანამ ძალიან არ გაუჭირდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
linus Posted July 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 11, 2010 lasha_aloძალიან ზოგადი საკითხი წამოაყენე. დაკონკრეტდი, აჯობებს.რა შეიძლება გაკეთდეს რომ ავიცილოთ? მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფების, კონკრეტული მიმართულებიტ სკრინინგი არის საუკეთესო საშუალება, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილ იქნას სიმსივნური პროცესი, ანუ ჯერ კიდევ ისეთ სტადიაზე, როდესაც მოხდება მისი "სრული" (მკრურნალობიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა 5< ) განკურნება.99პრუნდა აკეთებდეს ამას. სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანიები, სხვადასხვა ფონდები, რომლებიც გრანტებს ჭამენ და ვერ ძღებიან, უნდა აკეთებდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted July 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 14, 2010 რატომ ვერ ახერხებს კაცობრიობა მოერიოს ? პირველ რიგში ეტიოლოგიაა უცნობიარავინ იცის ზუსტად რა იწვევს სიმსივნესდა საქმეს ის ართულებს რომ სავარაუდოდ სხვადასხვა სიმსივნეს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვთ ასევე ძალიან ართულებს საქმეს ის ფაქტი რომ სანამ მე3 და მე4 სტადიაში არ გადავა აბსოლუტურად უსიმპტომოამე ეხლა ამ ტექსტს ვწერ, საერთოდ არაფერი მაწუხებს და შეიძლება სიმსივნე მაქვს ექიმთან პაციენტი მხოლოდ მაშინ მიდის როცა რაღაცა აწუხებსსიმსივნის საწყის სტადიაზე საერთოდ არაფერი გაწუხებს არც ექიმთან მიდიხარ და შესაბამისად დიაგნოზს დროულად ვერ დასვავენ როცა სიმსივნის სიმპტომატიკა გამოჩნდება (ანუ პაციენტს ჩივილები უჩნდება) როგორც წესი უკვე ძალიან გვიანია და მკურნალობა უეფექტო მეტასტაზირება კიდევ ერთი ცუდი მომენტია, ანუ სიმსივნური უჯრედები ლიმფური სადინრების საშუალებით "მოგზაურობენ" სხეულის სხვა ნაწილებში და მეორეული სიმსივნეები ჩნდება შორეულ ორგანოებში და ლიმფურ კვანძებში ფაქტიურად საწყის, უსიმპტომო სტადიაზე რომ აღმოაჩინონ ნებისმიერი სიმსივნე მკურნალობის შედეგი 90%-ზე მეტი იქნებოდა ერთადერთი გამსოავალი ამ ეტაპზე პროფილაქტიკაა სხვა ეფექტური ბრძოლის საშუალება არ არსებობსპროფილაქტიკა გულისხმობს რეგულარულ გამოკვლევებს ამას ყველფერს საზღვარგარეთ სადაზღვეო კომპანიები უზრუნველყოფენჩვენთან სანამ ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურა არ გაჩნდება მაგ მხრივ წინვლა გამორიცხულიაპრინციპში ჯანმრთელობის დაზღვევა ძალიან ბევრ ასპექტშია აუცილებელი მარტო სიმსივნე არა და მარტო პაციენტისთვის არაექიმისთვისაც ძალიან მომგებიანია პლუს მაგას პროფილაქტიკა მაინც არ არის გარანტი იმისა რომ ყველა სიმსივნის დიაგნოსტირება მოხდება დროულადმაინც იქნება ხშირი შემთხვევები როცა სიმსივნეს ვერ დავიჭერთ საწყის სტადიაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 17, 2010 utilizatoriდა თუ არ ჩავთვლით კატრექსობანას, საერთოდ რაიმეწ პროგრესს მიაღწია მედიცინამ .......საწყისი და კეთილთვისებიანი გასაგებია......მოკლედ ის ჭირია ...შეიძლება რომ გკლავს და ვერ ამჩნევ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 utilizatoriდა თუ არ ჩავთვლით კატრექსობანას, საერთოდ რაიმეწ პროგრესს მიაღწია მედიცინამ .......საწყისი და კეთილთვისებიანი გასაგებია......მოკლედ ის ჭირია ...შეიძლება რომ გკლავს და ვერ ამჩნევ და კატრექსი მუშაობს? კონკრეტულ სიმსივნეებში რაღაც მომენტებში გარკვეული მიღწევები არისმაგრამ ზოგადად ძალიან შორს ვართ მიღწევებში სიმსივნის მხრივმაგ მხრივ AIV ინფქციასთან ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებებია ნაპოვნირემისიულ ფაზაში გადაყავთ და ფაქტიურად გართულებები აღარ ვითარდება სიმსივნის სიმუხთლე ზუსტად ეგ არის რომ გკლავს და არ იციდა რომ გაიგებ უკვე ძალიან გვიანიაგააჩნია მდებარეობასაც მაგალითად ფილტვის სიმსივნე თუ ცენტრალურია სასუნთქ გზებს კეტავს და ადრეულ სტადიებში იწვევს სუნთქვის უკმარისობის ნიშნებს (ელემენტარულად მექანიკურად კეტავს ბრონქებს და გაწუხებს) და შესაბამისად ადრეულ სტადიაში ხდება დიაგნოსტირება მაშინ როცა იგივე ფილტვის პრეიფერიული სიმსივნე აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიდის არაფერს არ კეტავს არაფერი არ გაწუხებს და სანამ შორეული მეტასტაზები არ განვითარდება ან ფილტვის ქსოვილი დაშლას არ დაიწყებს არაფერი გაწუხებს... ხომ გეუბნებით ძალიან ბევრი ტიპის სიმსივნე არსებობს ყველა ორგანოსი ცალკე და იქაც დაყოფილია შენების მხრივ პლუს გამომწვევი მიზეზიც დაუდგენელია და არის მოსაზრება რომ ყველა სიმსივნეს ცალკე მიზეზი აქვს მოკლედ ერთადერთი სწორი მიმართულება პროფილაქტიკაა ანუ სავალდებულო, რეგულარული გამოკვლევები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2010 მოკლედ ერთადერთი სწორი მიმართულება პროფილაქტიკაა ანუ სავალდებულო, რეგულარული გამოკვლევებიროგორც მივხდი ეს ერთადერთი გზაა. ისე დაზღვევის მომენტი სხვა ქვეყნებში როგორაა ამ კუთხით ანუ კვლევები სადმე სახელმწიფოს ან დაზღვევის მხრიდან სადმე ფინანსდება. წესით ხომ ყოველ წელს უნდა მივიდეთ. მტელი ორგანიზმის კვლევა ნახევარი ოჯახის ბიუჯეტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted September 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2010 ხომ გეუბნებით ძალიან ბევრი ტიპის სიმსივნე არსებობს ყველა ორგანოსი ცალკე და იქაც დაყოფილია შენების მხრივ პლუს გამომწვევი მიზეზიც დაუდგენელია და არის მოსაზრება რომ ყველა სიმსივნეს ცალკე მიზეზი აქვს მოკლედ ერთადერთი სწორი მიმართულება პროფილაქტიკაა ანუ სავალდებულო, რეგულარული გამოკვლევებიმე მაქვს კითხვა... შეიძლება, რომ ადამიანს არაფერი აწუხებდეს და სიკვდილიდან 3-4 დღის წინ დაეწყოს ტკივილები? ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს მამაჩემს... სულ 2-3 დღე ჰქონდა ძლიერი ტკივილები... და თუ არ შეწუხდებით, კიდევ ერთი კითხვა... შეიძლება თუ არა მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 მე მაქვს კითხვა... შეიძლება, რომ ადამიანს არაფერი აწუხებდეს და სიკვდილიდან 3-4 დღის წინ დაეწყოს ტკივილები? ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს მამაჩემს... სულ 2-3 დღე ჰქონდა ძლიერი ტკივილები... და თუ არ შეწუხდებით, კიდევ ერთი კითხვა... შეიძლება თუ არა მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმა? სიმსივნის ყველაზე ცუდი თვისება ის არის რომ სიმპტომები (ძირითადად ტკივილი) ბოლო სტადიამდე ხშირად არ გამოვლინდება ანუ სანამ ბოლო სტადია კიბო არ ჩამოყალიბდება არაფერი აწუხებს ადამიანს და შემდეგ უცბად იკლებს წონაშიდა ეწყება ტკივილები როგორც წესი ამგ ეტაპზე განკურნება შეუძლებელია მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება ნახო რა მოცულობისაა წარმონაქმნი და რა ორგანოებშია ჩაზრდილი თუ გვერდით ორგანოებშია ჩაზრდილი ინოპერაბელურად ითვლება შემთხვევა თუმცა წესით ნებისმიერ სიმსივნეზე აუცილებელია სიმსივნის მარკერებზე სისხლის ანალიზი და ასევე ბიოფსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.