Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მესტიაში პოლიტიკური დაპატიმრებები დაიწყო


Recommended Posts

შს სამინისტროს მიერ, 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ნელი ნავერიანს, დავით, შოთა და ტარიელ ჯაფარიძეებს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 9 ივლისს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში დასდეს.

 

გაზიარება

[ნანა ფაჟავა, მესტია. 18:02 10-07-2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDh9DRghl3I/AAAAAAAAD5w/YgWLlZ6cFz0/s200/policet.gifდანაშაული, რომლის გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, “ანზორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდათა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს “ენერგოპროჯორჯიას” მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 ლარს. დაკავების დროს აღნიშნულ პირებს თან აღმოაჩნდათ უკანონოდ მითვისებული თანხა”.

ასეთია მერაბიშვილის უწყების მიერ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც თან დაკავების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერიც ერთვის. თუმცა ამ ვიდეოკადრებში არსად ჩანს მათ მიერ ნახსენები კანადელი ინვესტორი. არსად გამოჩენილა ასევე წალენჯიხელი დავით კვარაცხელია, რომელიც თითქოს მოსახლეობასა და ინვესტორს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. “პრესა.გე”-მ ამ პირის არსებობის შესახებ ინფორმაცია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიპოვა. მესტიელები ამბობენ, რომ ამ ვითომ უცხოელი ინვესტორების უკან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია დგას და ამ დაკავების ფაქტსაც სწორედ მისი მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

“პრესა.გე”-ს ინფორმაციით, დაპატიმრებების მიზეზი ის მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთები გახდა, რომელსაც ნავერიანებისა და ჯაფარიძეების ოჯახები წლების განმავლობაში სათიბად იყენებდნენ. მესტიელები იმასაც იხსენებენ, რომ მიწის ეს ფართობები საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა და ეკონომიკის სამინისტრომ იგი სამი წლის წინ ამერიკელ ინვესტორზე გაყიდა, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს, თუმცა მათთვის დღემდე უცნობია როგორ აღმოჩნდა შემდეგ ეს საკუთრება კანადელის მფლობელობაში.

ლეიბორისტული პარტიის მესტიელი ლიდერი, ალექსანდრე ხერგიანი ნელი ნავერიანის დაკავებას პროვოკაციად აფასებს და მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ნავერიანი მესტიის საკრებულოში “ალიანსი საქართველოსთვის” პარტიული სიით მოხვდა.

ალექსანდრე ხერგიანი: “ეს არის იმ სპეცოპერაციის გაგრძელება, რომელიც გუბერნატორმა გოროზიამ და მისმა კლანმა 3 მაისს მესტიაში ჩაატარა.გოროზიას სურს გაყიდოს მთელი სვანეთი, წაართვას სარჩო-საბადებელი და არსებობის საშუალება მოუსპოს სვანებს. ის ამ ქმედებით იმ განზრახვას ადასტურებს, რაც ცოტა ხნის წინ წაიტრაბახა “ერთ მშვენიერ დღეს სვანებს კალოშებით გავატარებო”.

ჩვენ კი ვპირდებით გოროზიას, რომ ღირსების აყრას და ქალებზე ხელის აღმართვას არ შევარჩენთ, მურვან-ყრუებს ჩვენ სვანეთში ვერ ავიტანთ. ეს მიწები მათი კანონიერი საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ 1903 წლით დათარიღებული დოკუმენტები გააჩნიათ. ეს არის ეგზეკუცია, რომელიც ხელისუფლებამ ჯერჯერობით წარმატებულად ჩაატარა. კორუფციის ჭაობშია დღეს ჩაფლული მთავრობა და ნელის ჩამოშორებაც სწორედ მათ მხილებას უკავშირდება. ნელი ნავერიანი საკრებულოში იმ საქმეების შესწავლით დაინტერესდა, რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდა”.

მესტიელები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება დაკავებამდე მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს ცდილობდა და მისი დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციას სთავაზობდა. მესტიაში იმასაც იხსენებენ, დაკავებამდე სამი დღით ადრე, ვითომ ტურისტი პოლიციის თანამშრომლები თუ როგორ ზვერავდნენ ტერიტორიებს და როგორ უთვალთვალებდნენ სამიზნეებს.

ადგილობრივი მოსახლეობა იმ ძალადობაზეც საუბრობს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და მესტიის სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებულებისა და თვითმხილველების წინააღმდეგ განახორციელეს. არიან დაშავებულებიც, რომელთა წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ალექსანდრე ხერგიანი: “მას შემდეგ, რაც ნელი ნავერიანი “მოლაპარაკებად” წოდებულ შეხვედრაზე არ წავიდა, მისი ნათესავები ერთ-ერთ სასტუმროში შეიტყუეს. იქ არის გადაღებული ის ფარული ჩანაწერიც. ძალადობაც იქ დაიწყო. იქვე სცემეს და სასტიკად გაუსწორდნენ თვითმხილველებსა და დაკავებულებს, რომელიც შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. ნელი ნავერიანს კი სპეცრაზმი სახლში მიუვარდა და მეორე სართულიდან ძალადობით ჩამოიყვანა.

პოლიციასთან შეკრებილმა მოსახლეობამ შენობას ალყა შემოარტყა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ძალოვანებმა, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობის უკანა გასასვლელიდან ჯაფარიძეების გაპარება მოახერხეს. ისინი ზუგდიდში გადაიყვანეს. ნელის გაყვანა კი ვერ შეძლეს. მოსახლეობამ ზუგდიდის მიმართულებით გზა ჩახერგა. მორიგი ძალადობა შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა. პოლიციამ ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინა და ხელკეტები ურტყა. მზიური ჯაფარიძეს თავი გაუტეხეს, გელა ჯაფარიძესა და ინგა მარგიანს ხელები გადაუმტვრიეს. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მუცელში დაჭრეს.

შსს იძულებული გახდა ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ვერტმფრენი გამოეყენებინა. ორი მიკროავტობუსით სავსე სპეცრაზმი, 5 სამხედრო და 4 პოლიციის "პიკაპი", ათეულობით კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი-ასეთი იყო ის ძალა, რომელიც შს სამინისტრომ 7 ივლისს სვანების წინააღმდეგ გამოიყენა”.

ოთხივე დაკავებული ამჟამად ზუგდიდის N4 საპყრობილეშია გადაყვანილი.

presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6773340093136268845?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...