Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) 22 ფეხბურთელი, რომელსაც ლივერპული უმიზნებს…


Recommended Posts

http://image.geotorrents.com/images/pahkjbvvz6qqamhce1g.jpg

 

როი ჰოჯსონი კლუბში გასულ კვირას მოვიდა, მაგრამ პრესაში უკვე ვრცელდება იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც შესაძლოა ”ენფილდზე” ვიხილოთ…

 

რათქმაუნდა, მხოლოდ როიმ და მისმა შტაბმა იცის თუ ვინ მოვა კლუბში საბოლოოდ, მაგრამ Liverpoolfc.tv – იმ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა დოსიე, რომლებიც შესაძლოა”ენფილდზე” ვიხილოთ.

 

მაინორ ფიგუეროა.

 

”უიგანის” მარცხენა მცველი, მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე თამაში ჩაატარა ჰონდურასის რიგებში, იგი ინგლისში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 60 იარდიდან ”სტოკ” სიტის კარში გოლი გაიტანა.

 

შონ რაით-ფილიფსი.

 

რაით ფილიფსი პირველად არ არის დაკავშირებული ”ლივერპულთან”, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქ პრემიერ ლიგაში.

 

პიტერ კრაუჩი.

 

მისი შესაძლო დაბრუნება ”ენიფლდზე” აღქმული გახდა, როგორც სენსაცია. ჰოჯსონს მისი შეძენა ”ფულემში” ყოფნის დროსაც სურდა. იგი ტოტენჰემში გასულ ზაფხულში მოვიდა და 42 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

 

რენე კრხინი.

 

მოთამაშე, რომელიც ითვლება უნიჭიერეს ფეხბურთელად ევროპაში. შესაძლოა გადავიდეს ”მანჩესტერ იუნაიტედში”, ”ჩელსიში”, ან ”მან სიტიში.” 20 წლის სლოვაკი მისი ნაციონალური ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

 

დემიენ დაფი.

 

ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი და ასევე ”ფულემის” ერთ-ერთი ლიდერი. ჯერარდ ულიეს დროსაც შესაძლებელი იყო მისი გადასვლა ”ლივერპულში”.

 

ბრაიან რუიზი.

 

როგორც იუწყებიან, ჰოჯსონი მას ”ფულემში” ყოფნის დროსაც უყურებდა. 24 წლის კოსტარიკელი მეორე ბომბარდირი გახდა ”ერედივიზიონის” წინა სეზონში.

 

პოლ შარნერი.

 

”უიგანის” უნივერსალური ფეხბურთელი, რომელიც პირველი იყო მის კლუბში, რომელმაც პრემიერ ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა. ამ პრიოდის განმავლობაში შარნერმა მრავალ პოზიციაზე ითამაშა.

 

ეშლი იანგი და ჯეიმს მილნერი.

 

”ასტონ  ვილას” ეს ორი ფეხბურთელი დაკავშირებულნი იყვნენ ”ენფილდზე” გადასვლის ამ ზაფხულს. მილნერი და იანგი პრემიერ ლიგაში განიხილებიან, როგორც ორი უნიჭიერესი ფეხბურთელი ინგლისში.

 

ჯო კოული.

 

ინგლისის ნაკრების და ”ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი, ჯერ ჯერობით უკანტრაქტოდ იმყოფება, მას ძალიან დიდი გამოოცდილება აქ ევროპაში.

 

სივენ ტეილორი.

 

”ნიუკალსის” ფეხბურთელმა კარგი სეზონი ჩაატარა ჩემპიონშიპში და მისი გუნდი გადავიდა პრემიერ ლიგაში. ახლა კი ტეილორმა, რომელმაც 6 წელიი გაატარა ”ნიუკასლში” შესაძლოა დატოვოს კლუბი.

 

იასუხიტო ენდო.

 

30 წლის ენდო იყო ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებში. ”გამბა ოსაკას” ნახევარმცველმა ნაკრებში 100 მატჩზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

 

ჟულიო ბაპტისტა.

 

ფეხბურთელი, რომლის მეტსახელიც ”ცხოველია”, რომაში ირიცხება, მაგრამ როგორც იუწყებიან ის არ შედის მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის გეგმებში ამიტომაც შესაძლოა კლუბი დატოვოს.

 

სტეფანო ოკაკა.

 

იტალიის 21 წლამდე ნაკრების წევრი, წინა სეზონი ”არენდით” ფულემში გაატარა. მისი სირვილია ჰოჯსონთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობა.

 

ჟერვინიუ.

 

კოტ – დივუარის მოთამაშემ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ”ლილი” მის გაყიდვას არც ისე დაბალ ფასში აპირებს.

 

როისტონ დრენტე.

 

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ”რეალთან;; კონტრაქტი 2007 წელს მოაწერა, მაგრამ არასდროს მიუღია ზირითად შემადგენლობაში გარანტია. 2007 წელს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატში ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

 

რეტო ზიგლერი.

 

24 წლის ფეხბურთელმა უკვე ითამაშა ინგლისში ”ტოტენჰემის” შემადგენლობაში, მაგრამ 2007 წელს ”სამპდორიაში” წავიდა. ის თავის კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო წინა სეზონში.

 

დავიდ ტრეზეგე.

 

გასულ სეზონში ტრეზეგემ ტრავმის გამო, მხოლოდ 19 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

 

დენი მერფი.

 

”ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა დაბრუნდეს, ამი ერთ-ერთი ფაქტია ჰოჯსონის დანიშვნა ”ლივერპულის” მწვრთნელად.

 

ბრედ ჰანგელანდი.

 

მცველი ”ფულემში” 2008 წელს ”კოპენჰაგენიდან” გადავიდა, მისით ძალიან არის დაინტერესებული ”ლივერპული”.

 

რაფაელ ვან დერ ვაარტი.

 

ჰოლანდიელი ვარსკვლავი შესაძლოა ამ ზაფხულ ”ლივერპულში” გადმოვიდეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ  ვანდერ ვაარტს ”რეალის” შემადგენლობაში ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

 

ჟილბერტო სილვა.

 

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს. 33 წლის ”პანათინაიკოსის” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...