planetanews Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 http://football-talk.co.uk/wp-content/uploads/2010/07/fernandotorres1.jpg ელ ნინიომ აღიარა რომ ბავშვობაში, როცა მადრიდის ქუჩებში თამაშობდა ფეხბურთს, მისი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა იყო. ახლა ფერნანდოსთვის ეს ოცნება შესაძლოა რეალობად იქცეს… ტორესმა ევროპის ფინალში უკვე გაიტანა გამარჯვების გოლი. ახლა კი მუნდიალის ფინალში ძირითად შემდგენლობაში თამაშის იმედი აქვს… “გული მიგრძნობს ამ მუნდიალზე კიდევ შემიძლია დიდი როლის თამაში…” – განაცხადა ფერნანდომ, რომელსც ჯერ სამწუხაროდ არცერთი გოლი არ გაუტანია სამხრეთ აფრიკაში “ვიქნები თუ არა ძირითადში, ეს დელ ბოსკეს გადასაწყვეტია, მაგრამ მე სრულიად მზად ვარ. მართალია მუნდიალის განმავლობაში არც ისე კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ეს ახლახანს გადატანილი ტრამვის და ჩემი ფიზიკურად არც ისე კარგი ფორმის ბრალია. მაგრამ დღითიდღე ვგრძნობ გაუმჯობესებას და ვფიქრობ შემიძლია მატჩი პირველივე წუთებიდან დავიწყო…” “ყოველთვის როცა ბავშვობაში ეზოში გოლს გავიტანდი, წარმოვიდგენდი თითქოს ეს ფინალის გადამწყვეტი გოლი ყოფილიყოს. კვირას კი შანსი მაქვს ეს უდიდესი ოცნება რეალობად ვაქციო. დამარცხებაზე უბრალოდ არც კი ვფიქრობთ” ვისენტე დელ ბოსკემ გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ფინალში ითამაშებს თუ არა ტორესი საწყისი წუთებიდანვე. მან აღნიშნა რომ მიუხედავად ელ ნინიოს შეუმჩნევლობისა მოედანზე იგი მაინც ძალიან დიდი სამუშაოს ასრულებს მინდორზე, თუმცა იქნება თუ არა ფერნანდო ძირითადში, ამას სავარაუდოდ ესპანელი მწვრთნელი მატჩამდე რამოდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts