planetanews Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 http://watchfulham.com/wp-content/uploads/2009/11/a04fa34e1fon-001.jpg.jpg ჰოჯსონი თვლის რომ ლივერპულმა ის საფეხბურთო იდეოლოგია უნდა დაიბრუნოს, რომელიც გუნდში ბობ პისლიმ და ბილ შენკლიმ ჩამოაყალიბეს: ერთიანობა და მებრძოლი სული… “ნამდვილად სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ გუნდში ერთიანობა არაა ყველაზე მთავარი” – განაცხადა რომ ლივერპულის ყოველკვირეულ ჟურნალში – “სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში ლივერპულის უზარმაზარი წარმატებების მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთელებს საერთო ღირებულებები ჰქონდათ და საოცარი ურთიერთობა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ… სწორედ გუნდური ერთობა და ფეხბურთელებს შორის პატივისცემის გრძნობა არის ყველაზე დიდი ძალა და უმნიშვნელოვანესი ასპექტი ფეხბურთში” “ლივერპულის ლეგენდარული მწვრთნელი, ბილ შენკლი ბუნებით სოციალისტი იყო და თვლიდა, რომ გუნდში ინდივიდუალიზმით ვერაფერს ვერ მიაღწევ და წარმატება მხოლოდ გუნდურად მუშაობას მოაქვს. მე ნამდვილად არ ვადარებ თავს შენკლის და ვფიქრობ რომ ეს არც არავის შეუძლია, მაგრამ მე მთლიანად ვიზიარებ მის საფეხბურთო ხედვას და ფილოსოფიას.” “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფეხბურთელი გუნდში საერთო მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოდეს, ჩემი მოვალეობა კი ფეხბურთელთა სწორი კომბინაციის გაკეთებაა, რომელიც საბოლოოდ წარმატებულ სახელს დაუბრუნებს ლივერპულს. მინდა რომ მელვუდი გახდეს ადგილი, სადაც ფეხბურთელები სიამოვნებით ივლიან და ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯებიან…” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts