Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალპოლარულ სამყაროში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/huffington-post-logo1.jpg

 

ლეონ ადარი

 

ახლახანს Newsweekში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტრადიციულად პრო–დასავლური საქართველო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირებს აძლიერებს. სტატიაში „ვაშინგტონის მოსკოვთან დამეგობრებას ერთი მკაფიო მსხვერპლი ჰყავს: საქართველო“, ავტორი „თბილისი–თეირანის ფლირტში“ ობამას ადმინისტრაციის მოსკოვთან  „გადატვირთვის“ პოლიტიკას ადანაშაულებს.

 

მაშ, როგორ მოხდა ეს? პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა მისი წინამორბედის კამპანიაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში პრო–დასავლური რეჟიმების მხარდაჭერას და საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებას გულისხმობდა. ობამას ეს ნაბიჯი რუსეთთან ბირთვულ საკითხებზე, ირანის სანქციებსა და ანტისარაკეტო თავდაცვაზე თანამშრომლობის გაუმჯობესების სტრატეგიის ნაწილი იყო, რამაც 24 ივნისს ვირჯინიაში ობამა–მედვედევის „ჰამბურგერების სამიტით“ პიკს მიაღწია.

 

მაგრამ შეერთებული შტატების ურთიერთობების განმუხტვა  მოსკოვთან, საქართველოს და მის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში, იმ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაება, რაც მოსკოვის მხრიდან საქართველოს ორი რესპუბლიკის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით დასრულდა. ამიტომ, როგორც Newsweekი ასკვნის, არ არის გასაკვირი, რომ თბილისი „თავს იზღვევს, როდესაც რეგიონში ახალ მეგობრებს იძენს“, მათ შორის ირანს და ახლო აღმოსავლეთის მეორე ძლიერ სახელმწიფო თურქეთს, რომლის პოლიტიკაც თეირანის მიმართ ვაშინგტონისთვის ცალკე გაკვირვების საგანია.   

 

ანუ, როგორც ჩანს ჟურნალი იმას გულისხმობს, რომ თუკი ვაშინტონი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკას განაგრძობდა, რასაც ენთუზიაზმით ემხრობოდა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ („დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“) მაკკეინი და მისი ნეოკონსერვატორი მრჩევლები, საქართველო ექსკლუზიურად ვაშინგტონთან ალიანსის ერთგული დარჩებოდა და თავს აარიდებდა თეირანთან და ანკარასთან ფლირტს.

 

სინამდვილეში, მაკკეინის პოსტ–ცივიომისეული რიტორიკის მიუხედავად, შეერთებული შტატების მთავრობას სამხედრო ძალის გამოყენების არც ძალა და არც ნება არ გააჩნია, რომ  დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში. ეს გეოსტრატეგიული რეალობა პრეზიდენტ ბუშმაც კი აღიარა, რომლის ძალისხმევაც იმით დასრულდა, რომ საქართველოს (და უკრაინის) ნატოში გაწევრიანება მოლოდინის რეჟიმში დარჩა.

 

ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებით გადაღლილ და ფინანსური კრიზისის შედეგებთან მებრძოლ ამერიკელ ხალხს და მათ რჩეულებს სულაც არ აქვთ იმის განწყობა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ და სამხედრო კონფრნტაციაში ჩაებან მოსკოვის საქართველოსთან ტერიტორიული დავის გამო – საკითხი, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის არ აქვს.

 

მეტიც, იმ საერთაშორისო სისტემის განვითარების კონტექსტში, სადაც ამერიკა კარგავს მის პოსტ–ცივიომისეულ ერთპოლარულ სტატუსს, ცდილობს რა შეერთებული შტატების რუსეთთან გადატვირთვას იმ პოლიტიკის ფარგლებში, რასაც მსოფლიოში მზარდ გლობალურ მოთამაშეებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან და თურქეთთან კავშირების გაუმჯობესება ჰქვია, ძალიან გონივრული ნაბიჯია.

 

ეს რენტაბელური სტრატეგია შეიძლება დაეხმაროს ვაშინგტონს მოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რომელიც მართლაც გააძლიერებს შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ინტერესებს. იმავდროულად, ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც ასევე აუმჯობესებს მის კავშირებს ირანთან და თურქეთთან (და რუსეთთანაც) ვაშინგტონს არ „დაუკარგავს“. ირანთან და თურქეთთან ახლო ეკონომიკური კავშირების დამყარებით, საქართველო ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკურ თანამშრომლობას, რასაც კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური თანამშრომლობისა და სტაბილურობის მოტანა შეუძლია.                     

 

რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ვაშინგტონი ისეთ პროცესს, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა მოაქვს და რეგიონში ძალთა სტაბილურ ბალანსს უზრუნველყოფს? საქართველომ შეიძლება შეძლოს, ან ვერ შეძლოს თავის დაკარგულ ტერიტორებზე კონტროლის აღდგენა, როგორც ეს მაგალითად გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთის, სერბეთის და სხვათა შემთხვევაში მოხდა, რომლებიც თითქოს გაუმკლავდნენ  საკუთარ ტერიტორიულ დანაკარგებს. მაგრამ აშშ–ს არ გააჩნია ახალი სტატუს–ქვოს შეცვლის არც სტრატეგიული ინტერესი და არც მორალური ვალდებულება, ან საქართველოს ნატოში დაპატიჟების მოტივაცია და ამერიკის სამხედრო მხარდაჭერით ამ ქვეყნისთვის მეზობლებთან კარგი ურთიერთობების დამყარების გზაზე დაბრკოლების შექმნა.

 

გარკვეულწილად, ამერიკის კონტროლირებადი ერთპოლარული სისტემის კრახმა (და მანამდე ცივი ომის ბიპოლარული სისტემის დასრულებამ) უნდა გვაღიარებინოს,  რომ საერთაშორისო ურთიერთობები აღარ არის „თამაში ნულოვანი საწყისით“, რომლის დროსაც სხვა გლობალური სახელმწიფოები ამერიკის წაგების ხარჯზე იგებენ და პირიქით. გარდაუვალი იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, როგორებიც არიან უკრაინა, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შეეცდებოდნენ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების სტაბილიზაციას და იმავდროულად, ძლიერი რუსეთის შეკავების მიზნით ითანამშრომლებდნენ სხვა მოთამაშეებთან: პოლონეთი – უკრაინასთან და გერმანიასთან; აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – თურქეთთან და ირანთან, და ყველა ეს ქვეყანა – შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

 

ანალოგიურად, ვაშინგტონი უნდა იწონებდეს (და არა ეწინააღმდეგებოდეს) იმ დიპლომატიური და ეკონომიკური როლის ზრდას, რომელსაც თურქეთი ახლო აღმოსავლეთში თამაშობს, რაც ერაყში სტაბილურობის მიღწევას დაეხმარება (და აშშ–სთან სამხედრო კონფლიქტის პრევენციას მოახდენს), წაახალისებს მოლაპარაკებებს ისრაელს და სირიას შორის, და საბოლოო ჯამში უფრო სტაბილური ახლო აღმოსავლეთის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, სადაც თურქეთი, არაბთა სახელმწიფო და ისრაელი უფრო დაცულები და განვითარებულები იქნებიან.

 

არ არის გასაკვირი, რომ ვაშინგტონში ეკონომიკური და ბიორაკრატიული ინტერესების წარმომადგენლები და ამერიკის ზოგიერთი კლიენტი ქვეყანა, რომლებიც ამერიკის ინტერვენციონისტული პოლიტიკით სარგებლობენ, შემდეგი აქსიომით მოქმედებენ: აშშ ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ „რაღაც იღონოს“ ამა თუ იმ კონფლიქტის „გადასაწყვეტად“ აქ, იქ, თუ ნებისმიერ ადგილას. ამ ტიპის დაუსრულებელი ამერიკული ინტერვენციონიზმი მხოლოდ ხელს უშლის რეგიონალურ ძალებს, რომლებსაც მუდმივად იმაზე აქვთ გათვლა, რომ ამერიკა მათ დაეხმარება და თავად არ დგამენ ნაბიჯებს იმ კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებშიც საბოლოოდ სხვა რეგიონალური და გლობალური მოთამაშეები არიან ჩათრეულები, დარწმუნებულები არიან რა, რომ ამერიკა არასდროს დატოვებს იაპონიას და კორეას (ჩინეთის პირისპირ), ერაყს (ირანისგან დასაცავად), ავღანეთს (პაკისტანთან შეთანხმებისთვის). და ეს არის ის, რაც ვაშინგტონის პრო–ინტერვენციონისტებს სურთ, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ამერიკა „შეუცვლელი სახელმწიფოა“.                                                

 

ყველა შემთხვევაში, ის მოსაზრება, რომ ამერიკული ჰეგემონია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა და რომ ამიტომ ვაშინგტონმა უნდა გააფართოვოს მისი სამხედრო ვალდებულებები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, აღმოსავლეთ აზიაში და ზოგადად ყველგან, ძალიან არაპრაქტიკული (ამერიკას არ აქვს რესურსები იმისთვის, რომ ეს ამბიციური როლი შეასრულოს) და უსარგებლოა, თუკი ახლო აღმოსავლეთში აშშ–ს ბოლოდროინდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ. შეერთებული შტატები მსოფლიოს არ უნდა დაშორდეს, მაგრამ მის ზოგიერთ ნაწილთან  „კონსტრუქციული გამიჯვნის“ პოლიტიკით ამერიკა შეძლებდა როგორც საკუთარი თავის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს დახმარებას.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...