planetanews Posted July 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 რადიო “კომერსანტის” და ფონდი “ხელოვანები თანადგომისთვის” ორგანიზებით დღეს, 20:30 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” საქველმოქმედო საღამო გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების სურვილია, ქართველმა ბიზნესმენებმა და საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა მასში მონაწილეობით ქველმოქმედება კიდევ ერთხელ გასწიონ. აქციის ფარგლებში საგანგებოდ ქართული ბიზნესისთვის ფოტოგამოფენა “იპოვე შენი ბრენდი ქართველი ფოტოგრაფების ობიექტივში” მოეწყობა. ამ ფოტოებს ცნობილი ფოტოხელოვანის იური მეჩითოვის სკოლის წარმომადგენლები ქმნიან. ყველა, ვინც შეიძენს ბიზნესზე გადაღებულ ფოტოს, ხელს შეუწყობს დევნილი ბავშვების დახმარებას. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული მთელი თანხა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასვენებას მოხმარდება.ღონისძიებაში ქართული ბინზესის და შოუ-ბიზნესის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მხარდამჭერი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. მუსიკალურ გაფორმებას კი უზრუნველყოფს ნიკა მემანიშვილის ბენდი. საკუთარი პროდუქციით სტუმრებს კომპანია „ბაგრატიონი“ გაუმასპინძლდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts