Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რეინა:”ჩემი და კიუიტის ჩატი”


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/2/18/1234984048184/Jos--Reina-Liverpool-004.jpg

 

პეპ რეინამ დღეს გაახმაურა რომ მან და დირკ კიუიტმა ისაუბრეს ერთმანეთთან ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

 

 

 

ლივერპულის ორი დუეტი ენფილდზე ოქროს მედლებით დაბრუნდება, ერთია რეინა და ტორესი, მეორე კიუიტი და ბაბელი. უწყინარი ხუმრობები უკვე დაიწყო ჩვენ ესპანელ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის.

 

რეინა:“მე ვესაუბრე დირკს ნახევარფინალამდე და ნახევარფინალის შემდეგაც”. “მან წარმატება მისურვა პირადად მე, და ძალიან ბედნიერი ვარ რადგანაც ლივერპულში ორი ფეხბურთელი დაბრუნდება რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო”. “ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით ამასთანავე ძალიან ამაყები რადგანაც ეს ძალიან რთულია, დირკი ჩემი მეგობარია, მაგრამ მინდა იგი თამაშის შემდეგ დამწუხრებული იყოს რადგანაც არ მინდა ესპანეთმა წააგოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ესპანეთის ისტორიაში პირველად გავედით ფინალში და დამარცხებას არ ვაპირებთ”.

 

ვინაიდან ესპანელებს ხალხის დიდი მასა უდავო ფავორიტად მიიჩნევდა ესპანელების ეს მიღწევა არც თუ ისე გასაკვირია, ესპანეთმა გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა, ჰოლანდიელებმა კი ნამდვილი სასწაული მოახდინეს ისინი არ იყვნენ აფრიკაში ჩასულები ფავორიტის სტატუსით ეხლა კი ფინალში არიან გასულები. კიუტი ფანტასტიური და სტაბილურია ნაკრებში ის ისეთივე მნიშვნელოვანია ჰოლანდიისთვის როგორც უესლი სნეიდერი და არიენ რობენი, აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ ჰოლანდია მესამედ გადის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთი კი პირველად ეს მათთვის სადებიუტო ფინალი იქნება.

 

რეინამ იცის რომ ესპანეთი იმ თამაშს ითამაშებს რაც მათ ძალიან კარგად გამოსდით, და ისინი გაბატონდებიან სტადიონზე.

 

რეინა:“ჩვენა ყველამ ვიცით დირკის თამაში”. “ის არის ფანტასტიური შრომობს და ასრულებს ძალიან დიდ სამუშაოს სტადიონზე არასდროს იღლება, ჩვენ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი ნაკრებისა თუ კლუბისთვის”. “ის არის ტოპ-კლასის ფეხბურთელი”. “კვირას მისი შეჩერება ჩვენთვის იქნება ურთულესი რადგანაც ის სულ დარბის და სირბილს არასდროს წყვეტს”.

 

“ჰოლანდია ძლიერი ნაკრებია ეს უდავოა, მათ ძალიან ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშეები ყავთ, მე ხელზე თითებიც არ მეყოფა მათ ჩამოსათვლელად”. “თუ ჰოლანდია ფინალში გავიდა კარგი ნაკრებების დამარცხების მეშვეობით, მათ შეძლეს და დაამარცხეს ურთულეს ბრძოლაში უდავო ფავორიტი ბრაზილია, ეს იმას ნიშნავს რომ მათი ფინალში ყოფნა არანაირ ეჭვს და კითხვას არ იწვევს ისინი სრულიად სამართლიანად გავიდნენ ფინალში”.

 

“ჩვენ ისტორიას ვქმით და ვწერთ ჩვენ პირველად მივაღწიეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშI, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ მეტი გვინდა და ყველაზე სასიხარულო ის არის ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ჩვენი მიზანი ფინალში გამარჯვება და ესპანეთისთვის ასე საოცნებო ტიტული დაუფლებაა”.

 

“ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვართ ყველა ფავორიტებად მიგვიჩნევს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ (2008). ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვიყავით, და ჩვენ ფავორიტები ვართ კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტორს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენ გავალთ და ვითამაშებთ და იმედი გვაქვს შევძლებთ ისეთ თამაშს რომ ეს თამაში ჩვენ ჩვენთვის სასურველ შედეგს მოგვიტანს”. “ჩვენ ზუსტად იმ ფოლოსოფიით ვითამაშებთ რა თამაშითაც ვთამაშობდით ყოველთვის, ეს ჩვენი სტილია”. “ყოველთვის რთულია მოიგო მსოდლიო ჩემპიონატის ფინალი, ამ წარმატებამდე ერთი საფეხურიღა დაგვრჩა”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...