Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) მასკერანო კლუბს 48 საათში დატოვებს


Recommended Posts

http://cdn.wn.com/ph/img/2b/15/04c8742bf8f3b22da2b4a33ca5e3-grande.jpg

 

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა განუცხადა ჰოჯსონს თავის სურვილი, რომ უახლოეს 48 საათში კლუბი დატოვოს…

”ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, როი ჰოჯსონის მთავარი მიზანი იყო, დაერწმუნებინა ფეხბურთელები იმაში, რომ დარჩენოდნენ ”ენფილდზე”, დიალოგი ჯერარდთან და კარაგერთან უკვე შედგა, ახლა ”ფულემის” ყოფილი მწვრთნელი ტორესთან შეხვედრას ელის.

 

რაც შეეხება ამ სამეულს ჰოჯსონი თვლის, რომ ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ხოლო მასკერანოს პერსპექტივები გუნდში ბუნდოვნად გამოიყურება. ასევე ცნობილია, რომ 26 წლის ნახევარმცველის ძალიან დიდი სურვილია, რაფაელ ბენიტესის გუნდში წასვლა.

 

”ხავიერი ნამდვილად დატოვებს ”ლივერპულს”, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, მან თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება” – განაცხადა ამ ვითარებასთან ახლო წყარომ ESPN-სთან ინტერვიუში.

 

დავამატოთ, რომ ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მასკერანოს ”ენფილდის” დატოვების ეს არის მისი მაღალი სატრანსფერო ფასი

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...