planetanews Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 დღეს იტალიაში არცერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა არ გამოსულა. სატელევიზიო და რადიო ეთერში არ გადის საინფორმაციო გადაცემები. პროტესტს საინფორმაციო სააგენტოებიც შეუერთდნენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში ჟურნალისტების საყოველთაო გაფიცვა იტალიური ბეჭდვის ნაციონალურმა ფედერაციამ მოაწყო. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანონპროექტია, რომელიც სატელეფონო საუბრების საინფორმაციო საშუალებებით გავცელების შეზღუდვას გულისხმობს. მასკომუნიკაციების წარმომადგენლების აზრით, ამ კონონით იტალიის მთავრობა სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. კანონპროექტის ინიციატივა ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, სილვიო ბერლუსკონი თვითონაც ბევრჯერ გამხდარა სატელეფონი მოსმენების ობიექტი, რის გამოც სკანდალშიც არაერთხელ იყო გახვეული. თუკი კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა, სატელეფონო საუბრების გავრცელების შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და გამომცემელებს სერიოზული სასჯელი ელით. კანონპროექტის განხილვა იტალიის პარლამენტში 29 ივლის არის დაგეგმილი. ჟურნალისტების პროტესტმა რეზონანსი საზოგადოებაშიც გამოიწვია. პროტესტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელბი შეუერთდნენ. გუშინ, საღამოს 9 საათიდან, იტალიის რკინიგზამ 24 საათით შეწყვიტა ფუნქციონირება. იტალიის მსხვილ ქალაქებში არც მეტრო და არც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts