planetanews Posted July 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 9, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/kav_telshi_aurzauri_nodar_tskhvirashvilis_photo_17_605220311-300x194.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მომდინარეობს . პროცესი სასამართლო გამოძიების ეტაპზეა და ბრალდების მოწმეები, კერძოდ პოლიციის თანამშრომლები იკითხებიან. საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. განსასჯელების ინტერესებს ადვოკატები ბესარიონ ქარცივაძე და მანანა კობახიძე იცავენ. საქმეში 8 განსასჯელია – შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი.მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, აგრეთვე, ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით, ჯამში, სასჯელის მაქსიმუმი 7 წლამდე პატიმრობაა. ”კავკასიაში” ინციდენტი 7 მაისს მოხდა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts