Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპანია “ნატახტარს” ამოწმებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/nataxtari.jpgფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპანია “ნატახტარს” ამოწმებს. როგორც “პირWელს” “ნატახტარში” განუცხადეს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას მიმდინარე წლის 7 ივნისიდან ახორციელებენ და ამ დრომდე არ დაუსრულებიათ.

 

“ნატახტარში” ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, იქნა თუ არა რაიმე სახის ფინანსური დარღვევა კომპანიაში აღმოჩენილი, ამის შესახებ შემოწმების დასრულების შემდეგ თავად შემოსავლების სამსახური სპეციალურ აქტს შეადგენს”, – განუცხადეს “პირWელს” ნატახტარში”.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით “პირWელი” კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს გიორგი ცხაკაიასაც დაუკავშირდა, რომელმაც შემოსავლების სამსახურის “ნატახტარში” “ვიზიტი” დაადასტურა, თუმცა შემოწმების მიმდინარეობაზე და კომპანიაში აღმოჩენილ შესაძლო ფინანსურ დარღვევაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზეზით, კომენტარი არ გააკეთა.

 

ცნობისთვის, “ნატახტარის” ერთ-ერთი დამაარსებელი და მეწილე, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი და ამჟამად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელია. გავრცელებული ინოფრმაციით, ჩოჩელებმა თითქმის ყველაფერი გააკეთეს კონკურენტი კომპანია “ყაზბეგის” გასაკოტრებლად და ბაზარზე საკუთარი წილის გასაზრდელად.

 

შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის კომპანია “ყაზბეგი” ფინანსთა სამინისტროს “დავების საბჭოს” განაჩენს ამ დრომდე ელის. “ყაზბეგის” ჯარიმა 7 მლნ 700 ათას ლარს შეადგენს.  კერძოდ, რუსთავის საწარმოს, რომელიც თავდაპირველად საგადასახადო სამსახურმა 3.5 მლნ ლარით დააჯარიმა, საურავები დაერიცხა და გადასახდელმა თანხამ 7 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება თბილისის საწარმოს, საურავები მასაც დაერიცხა და  300 ათასლარიანი ჯარიმა 700 ათასამდე გაიზარდა.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...