Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- სახალხო დამცველის უფლებამოსილებები იზრდება


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/tugushi-300x225.jpgსახალხო დამცველის უფლებამოსილებები იზრდება. შესაბამისი ცვლილება “სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.

 

გარდა ამისა, სახალხო დამცველს საშუალება ექნება ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოში “სასამართლოს მეგობრის“ ფუნქციით გამოვიდეს. ამავდროულად კი, უმბუდსმენს სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოთხოვნის უფლებაც ექნება.

 

ცვლილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატთან სპეციალიზებული ცენტრები შეიქმნება, რაც ომბუდსმენის ფუნქციებსა და როლს საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა სპეციალურ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ. ის დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ომბუდსმენის ანგარიშს პარლამენტის წევრები, ახალი კანონის მიხედვით, წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოისმენენ.

 

ეკა ბესელიამ სახალხო დამცველის უფლება-მოვალეობების გაზრდაც მოითხოვა. მისი თქმით, სახალხო დამცველს გამოძიების წარმოების უფლება უნდა მიეცეს.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...