Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კრაუჩისა და ბელამის “რეტრანსფერი” ?!


Recommended Posts

http://img.metro.co.uk/i/pix/2009/04/crouchceleR_450x350.jpgროი ამკობს კლუბს ინგლისელი ფეხბურთელებით. ექს “ლივერპულელები” პიტერ კრაუჩი და კრეიგ ბელამი მის სამიზნედ იქცნენ.

 

ალბათ ეს ინფორმაცია ყველა “ლივერპულის” გულშემატკივარს ძალიან აგახარებს, რადგან ისინი არც ისე შორეულ წარსულში “წითლების” რიგებში ირიცხებოდნენ, სანამ რაფამ არ დაითხოვა.

 

როი ეძებს იაფიან ინგლისელებს. მის გეგმაში კი ბელამი და კრაუჩი შესანიშნავად ჯდებიან.

 

30 წლის ბელამი ახლა “მანჩესტერ სიტის” ფორვარდია. ის ახალ კლუბში 2009 წელს გადავიდა და რამდენად დათანხმდება როის წინადადებას ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

 

29 წლის ინგლისელი კრაუჩი 2008 წელს რაფაელ ბენიტესმა დაითხოვა, ის ჯერ “პორთსმუტში” გადავიდა, შემდეგ კი “ტოტენჰემში” განაგრძო კარიერა.

 

მათი გაშვება რაფას უდიდეს შეცდომად ითვლება, რადგან კლუბში თავდამსხმელების დეფიციტი სწორედ ამ ტრანსფერებმა განაპირობა. როი კი ცდილობს, წინამორბედი მწვრთნელის შეცდომების გამოსწორებას.

 

ის თანხები, რაც როის გააჩნია, დაემატება ბაბელის გაყიდული თანხა, რომელიც სავარაუდოდ 10 მილიონი იქნება. ეს თანხა კი ბელამისაც და კრაუჩსაც “ლივერპულში” გადმოიყვანს.

 

ბოლო ინფორმაციების თანახმად Daily Post -იტყობინება, რომ სტივი ჯისა და ფერნანდო ტორესის მოავალი თითქმის აგრკვეულია, ისინი ენფილდზე რჩებიან.

 

წყარო: Dailypost.co.uk

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...