Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპულმა “სერბი გველი” იყიდა…


Recommended Posts

http://www.7sur7.be/static/FOTO/pe/14/13/5/media_xl_870005.jpg

 

სწორედ ასეთი უცნაური მეტსახელი აქვს ლივერპულის ახალ ფორვარდს, მილან ივანოვიჩს, რომელსაც ბავშვობაში იუვენტუსში ან ლივერპულში თამაში სურდა და როგორც ჩანს მას ეს ოცნება აუხდა.

 

მილანის ნატვრა პირველ რიგში მაღალ დონეზე და რომელიმე გრანდში თამაში იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც 06-07 წლებში იგი ბელგიის საუკეთესო ბომბარდირი და შემდეგ საუკეთესო სერბი ფეხბურთელი გახდა, მილანმა უამრავ დიდ კლუბს უთხრა შემოთავაზებაზე უარი. მოდით ჩამოგითვლით ამ კლუბებს: მარსელი, შტუტგარტი, პსჟ, ვალენსია, პანათინაიკოსი, სევილია, მილანი, ბირმინგემი, იუვენტუსი და თვით მადრიდის რეალიც კი, რომელში გადასვლაც ივანოვიჩმა თავად არ ისურვა, მიუხედავად ოფიციალური წინადადებისა, მან ამის მიზეზად საკუთარი ხასიათი დაასახელა და განაცხადა, რომ არ სურს იყოს სათადარიგო ფეხბურთელი, თუნდაც მადრიდის რეალში…

 

დღეს იგი ინგლისშია და მისი ხასიათიდან გამომდინარე გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თავი დაამახსოვროს ენფილდის აუდიტორიას. მისთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია თამაში, მით უფრო მოტივირებულად და მაღალ დონეზე თამაშობს. ამიტომ თქვა მან უარი იტალიაში ან ესპანეთში გადასვლაზე, სადაც მთელი წლის განმავლობაში სულ რამოდენიმე საინტერესო მატჩი თუ იმართება მხოლოდ. ინგლისში კი მას ნამდვილად არ მოაკლდება დაძაბული შეხვედრები…

 

რაც შეეხება თავად ფეხბურთელის დადებით თვისებებს, მისი კოზირი მარცხენა ფეხით კარგი თამაში, დრიბლინგის საოცარი უნარი და რაც მთავარია შესანიშნავი სისწრაფეა, რომლითაც მას ყოველთვის გამოარჩევენ. თუ გადავხედავთ მის გოლებს ბელგიის ლიგაში, რომელშიც ბომბარდირიც კი გახდა, დავრწმუნდებით, რომ ამ თავდამსხმელს შეტევის დაგვირგვინება ნამდვილად კარგად ეხერხება…

 

ასევე საინტერესოა ალბათ ის ფაქტიც, რომ მილანი ძალიან კარგად მღერის, და მისი მეგობრები ყოველთვის ხუმრობენ მასზე, რომ შეეძლო პოპულარული მომღერალი გამხდარიყო, თუმცა არც მას შემდეგ იქნება გვიან რაც ფეხბურთს თავს დაანებებს…

 

და ბოლოს, მილანმა რამოდენიმე წლის წინ ლივერპულის უპირველეს მტერს, მერსესაიდულ ევერტონს, სატრანსფერო შემოთავაზებაზე უარით უპასუხა და შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ევერტონი არ არის დიდი კლუბი, ის კლუბი,, რომელიც მე ახლახანს უარით გავისტუმრე”, ამ სიტყვებით მან ჯერ კიდეც ლივერპულში გადმოსვლამდე მოიპოვა ფანების პატივისცემა… ვნახოთ როგორ დაგვამახსოვრებს თავს ლივერპულის ახალი “სერბი გველი”… (იმედი მაქვს “გველი” კარგი დრიბლინგის გამო შეარქვეს http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif )

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...