Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- გიორგი დემეტრაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/sport_demetradze.jpgთბილისის შს მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში სამი პიროვნება, მათ შორის ხნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან ქურდული ტრადიციების მატარებლები: დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი, დაკავების დროს მათგან ამოღებულია ერთ-ერთი მოქალაქისგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ ”მაზით” 140 000 აშშ დოლარი მოგებული ჰქონდა დავით ფეიქრიშვილს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ამოსაღებად უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით ჩაერთო წარსულში ნასამართლევი ვატო ყიფიანი, რომელიც დაუკავშირდა თბილისში მყოფ დავით გაგნიძეს, გიორგი დემეტრაძეს და კახა მისირელს და მათი საშუალებით, ქურდული გარჩევებით ცდილობდა აღნიშნული თანხის ამოღებას და ნაწილის ე.წ. ქურდულ ობშიაკში” გადარიცხვას. ვატო ყიფიანს მოგებული თანხის 30 000 აშშ დოლარი ამოღებული ჰქონდა უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 აშშ დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება. საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  მოსამართლემ დემეტრაძის ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...