Jump to content
Planeta.Ge

კლინტონის ვიზიტის მცირე შეფასება


Recommended Posts

გუშინ ერთდღიანი ვიზიტით თბილისში მყოფმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსა და მის მოსახლეობას აწუხებს.

 

პირველი და უმთავრესი ეს არის დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ამდენი წელია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. საჯარო ბიბლიოთეკაში საკუთარ გამოსვლაში მან ვარდების რევოლუცია მოიხსენია იმ წყალგამყოფად, რომელმაც საქართველო არშემდგარ სახელმწიფოთა ზღვრიდან გამოიყვანა და რომელმაც სათავე დაუდო დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ სვლას, სწრაფი ცვლილებების მეშვეობით.

 

ეს კარგი სიტყვები, მოსმენილი მაღალი რანგის სტუმრისაგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ მისი წასვლის შემდგომ მოსახლეობისათვის პრობლემები უცვლელი დარჩება. ვარდების რევოლუცია ჩვენთვის საქართველოს მოსახლეობისათვის არ აღმოჩნდა ჩვენი თავისუფლებებისა და უფლებების განხორციელების საშუალება, არც მეწარმეობის, არც აზრის თავისუფლად გავრცელების, არც ღირსეულად ცხოვრების, არც ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებისა და სხვა ჩვენი ხელშეუვალი უფლებების განსახორციელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა, ამ მაღალი რანგის ვიზიტს თავის სასარგებლოდ და სააკაშვილის ყელყელაობის წარმოსაჩენად გამოიყენებს, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გავიგოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მისახედია და დემოკრატიის განვითარება ჩვენი განსახორციელებელი.

რიტორიკული ფრაზების მიუხედავად, "ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა" და ამ ტერიტორიის ნაწილების "ოკუპაციის" შესახებ, აშშ–ს დღევანდელ ადმინისტრაციას (და არც მომავალს), შესაძლებლობა არ გააჩნია ამ პრობლემის გადაწყვეტისა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებისათვისაც კი.

 

ასე, რომ მადლობა ვუთხრათ ქ-ნ კლინტონს საქართველოში სტუმრობისათვის და ის რასაც იგი დემოკრატიის განვითარებას ეძახის, ჩვენი გასაკეთებელია, რაც თავის თავში გულისხმობს ამ პროცესის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებასა და მმართველობის დანაწილებულ, დაბალანსებულ და მრავალმხრივ გაკონტროლებულ სისტემაზე გადასვლას.

ასე, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, ჩვენ თვითონ მივხედოთ და მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტმა, მცდარი მოლოდინები არ გაგვიჩინოს, მდგომარეობის ჩვენდა სასიკეთოდ შემობრუნებისაკენ.

 

Alexander Shalamberidze

 

http://www.facebook.com/note.php?note_id=134380926584497&id=100001027298422

 

პ.ს. მთლიანად ვეთანხმები წერილის პათოსს...თუ ხელი არ გავანძრიეთ, არც არასდროს გვეშველება...და პირველ რიგში ისევ და ისევ!...პესიმიზმია დასაძლევი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იმ მომენტს ვუყურე მიშიტოს რეზიდენციაში რომ ეწვია :givi:

ისე ატვალირებდა ინტერიერს თითქოს თავის კაპიტალდაბანდებას ამოწმებდა რა :nekro:

 

სად მიდის ამერიკის ფულებიიიიი, ფიქრობდა ის ზიზღნარევი ღიმილით,

 

შუუუურთთთ, მაგათ რად უნდა ფული დახარჯვა არ იციან, ეტყობა ის ტროიკა რომ დაინახა შEუგონდა

ჟმოტი პროტესტანტული გული :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი და უმთავრესი ეს არის დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ამდენი წელია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. საჯარო ბიბლიოთეკაში საკუთარ გამოსვლაში მან ვარდების რევოლუცია მოიხსენია იმ წყალგამყოფად, რომელმაც საქართველო არშემდგარ სახელმწიფოთა ზღვრიდან გამოიყვანა და რომელმაც სათავე დაუდო დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ სვლას, სწრაფი ცვლილებების მეშვეობით.

 

ეს კარგი სიტყვები, მოსმენილი მაღალი რანგის სტუმრისაგან მადლობას იმსახურებს,

დიდი მადლობა და ამის შემდეგ მიშა წავა?

ისე კონდოლა დეიდაც ასე გვამხნევებდა და მოინელა მიშამ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმას თუ მიაქციეთ ყურადღება რას გაუსვა ხაზი? აზერბაიჯანში თქვა, რომ " იმედი გვაქვს საქართველო თავისი ინტერესების დაცვას გააგრძელებსო". ანუ ჩვენი მთავრობა , რომ რუსეთის ინტერესებს იცავს ეს მათთვის ცნობილი ფაქტია. მერე საქართველოში თქვა, "თუ საქართველოს ნატოში შესვლის სურვილი აქვს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებტო". ანუ, ეჭვი გვეპარება, რომ სურვილი აქვსო. მ... See Moreერე კიდევ თქვა თამარ მეფის დრო რატომ არ შეიზლება დადგესო. ზოგმა ეს ისე გაგო – ხელისუფლების შეცვლის დრო უნდა დადგესო. არ ვიცი, ეს ბოლო ინტერპრეტაცია შეიძლება ყურით მოთრეულია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მომეწონა ჰილარი დეიდა, ნამდვილი პოლიტიკოსია, რაც ბუშების გუნდმა ჩასვარა ობამას გუნდის გამოსასწორებელი გახდა,

მგონი რომ ასე ტუ ისე მოაგვარეს ქვეყნის შიგა პრობლემები და აქცენტები საგარეოზე გადაიტანეს. კავკასიაში მისი ტური იმედებს მისახავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...