Jump to content
Planeta.Ge

რადა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების საკითხს განიხილავს


Recommended Posts

რადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს განიხილავს

 

2 სექტემბერს უმაღლესი რადას საშემოდგომო სესია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს განიხილავენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე დასასწრებად მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი იულია ტიმოშენკო და ძალოვანი სრუქტურების ხელმძღვანელებიც მივიდნენ.

 

უკრაინელი დეპუტატები მუშაობის პირველ დღეს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ სამხედრო კონფლიქტს და რუსეთის მიერ ქართული რეგიონების აღიარების საკითხს განიხილავენ.

 

ქვეყნის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს, აცხადებს, რომ პარლამენტარებისგან "კონსოლიდირებულ პოზიციას" ელოდება.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიერ ქართული რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით რადაში უკრაინის კომუნისტურმა პარტიამ პროექტი დაარეგისტრირა. აქამდე ამ ინიციატივით რეგიონების პარტიის ლიდერი, ვიქტორ იანუკოვიჩიც გამოვიდა. იანუკოვიჩის მომხრე ძალა რუსეთის პოზიციას იზიარებს.

 

ამ დროისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რადა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...