FIORENTINO Posted September 2, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2008 მოსკოვი ევროკავშირის სამიტის შედეგებით უკმაყოფილოა მოსკოვთან "დიდი მოლაპარაკებების" გაგრძელების გადადების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ რუსეთის ფედერაციის გაბრაზება გამოიწვია. თუმცა, ევროკავშირის "კავკასიური" სამიტის შედეგებით, რომელზეც რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების მიღების საკითხი არ განიხილეს, რუსეთში პოზიტიურად შეაფასეს. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი". ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, დიმიტრი როგოზინის, თქმით ევროგაერთიანების რიგგარეშე სამიტზე ვაშინგტონის კურსის გამტარებლებმა "წააგეს". "ერთი რამის თქმა შემიძლია. რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობამ გაიმარჯვა. ის კაპიტალი, რაც გასულ წლებში ჩვენს ურთიერთობებში ჩაიდო, პოლიტიკურ სპეკულიანტებს რაიმე სახის სანქციების ან შეზღუდვის დაწესების საშუალებას არ მისცემს. მოცემულ სიტუაციაში წაგებულიც არსებობს. ვინ წააგო-გასაგებია. წააგო პოლონეთის პრეზიდენტის და მისი პრიბალტიკური თანამოაზრეების პოლიტიკამ. ვიმედოვნებ, ნატო-ს ელჩების დონეზე დაგეგმილი 2 სექტემბრის სხდომა ისევე ჩაივლის, როგორც ევოკავშირის სამიტი", - განაცხადა როგოზინმა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთო ევროპული კონსენსუნსის დარღვევას ვერ შეძლებს. "დროა გავიგოთ, რომ ამერიკელები მაინც კუნძულელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ევროპის ტერიტორიაზე თავისი ბაზები, ჯარები, პოლიტიკოსები და მარიონეტები ჰყავთ, ევროპა მაინც ევროკავშირისა და რუსეთის "საერთო სახლად" რჩება და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს საერთო საქმეებში", - აღნიშნა როგოზინმა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.