Jump to content
Planeta.Ge

მაკრომიკოლოგია ანუ მეცნიერება საჭმელი არასაჭმელი და შხამიანი სოკოების შესახებ


Recommended Posts

შემოდგომა ახლოვდება. ვისაც უყვარს უთოფო ნადირობა ალბათ დაინტერესდება ამ თემით. სოკო ბევრს გამორჩეულად უყვარს მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანებიც ვისაც ეშინიათ.( მიზეზი გასაგებია, მოწამლვა)ისინი გამოსავალს ხელოვნურად მოყვანილი სოკოს ყიდვაში ნახულობენ მაგრამ ბევრი დამეთანხმება იმაში თუ რა განსხვავებაა ბუნებაში მოკრეფილ თუნდაც იმ ჯიშის სოკოთა შორის რომელიც ხელოვნურად მოყავთ.(ლაპარაკი აღარ მაქვს სხვა სოკოებზე) სოკოთი მოწამლვა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შხამიან სოკოს მიირთმევთ.( სხვა შემთხვევა როგორიცაა ბოტულიზმი ან ძველი საკვებით მოწამლვა, იგივე წარმატებით შეიძლება მოიწამლოთ ბადრიჯნით წიწაკით და სხვა ისეთი დაკონსერვებული ბოსტნეულით რომელიც მიწასთან ახლოს იმყოფებოდა,( ისიც იმ შემთხვევაში თუ კარგად არ გარეცხეთ )საქართველოში მიკოტოქსიკოლოგია ცუდათ არის განვითარებული.ამ თემის წამოჭრა ჩემი აზრით დააინტერესებს მათ ვისაც ნამდვილი სოკოს გემო იციან. თემების დიფერენციაცია შესაძლებელია. გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. შევეკითხოთ ერთმანეთს ის რაც არ ვიცით და გვაინტერესებს.(არავინ მოგატყუოთ რომ რაიმე ხერხი არსებობს შხამიანი სოკოს გამოსავლენად) ვისწავლოთ ერთმანეთისგან სოკოს ცნობა და დავიზღვიოთ თავი მოწამლვისაგან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი და საინტერესო თემაა აბა რა ჯობია ბუნებაში გასვლას და სოკოს შეგროვებას

სამწუხაროდ მხოლოდ ქამა სოკოსი ანუ შამპინიონის ცნობა ვიცი

http://i059.radikal.ru/0907/af/48151d3ebc4b.jpg

 

არავინ მოგატყუოთ რომ რაიმე ხერხი არსებობს შხამიანი სოკოს გამოსავლენად

 

როგორც ვიცი ხარშვის დროს ხახვი უნდა ჩააგდო და თუ გამწვანდა შხამიანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი და საინტერესო თემაა აბა რა ჯობია ბუნებაში გასვლას და სოკოს შეგროვებას

სამწუხაროდ მხოლოდ ქამა სოკოსი ანუ შამპინიონის ცნობა ვიცი

http://i059.radikal.ru/0907/af/48151d3ebc4b.jpg

 

 

 

როგორც ვიცი ხარშვის დროს ხახვი უნდა ჩააგდო და თუ გამწვანდა შხამიანია

მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეგ ტყუილია. ეგ არის პეპსინზე რეაქცია და არა რომელიმე შხამზე. არიან შხამიანი სოკოები რომლებსაც ეგ ფწრმენტი ნაკლები აქვს. მე იმ ფრაზას კიდევ გავიმეორებ. არ არსებობს რაიმე საერთო ხერხი შხამიანი სოკოს გამოსავლენად. ერთადერთი ხერხია მისი ზუსტად ცნობა. ამას ჩვენს დისკუსიებში ვისწავლით და შემდეგ პრაქტიკაში განვახორციელებთ. ეხლა კი გთავაზობთ ერთ მეტად ლამაზ და ზადმიწევნით გემრიელ სოკოს. macrolepiota prossera ანუ წერეწო. ამ სოკოს ევროპაში ყველაზე მეტად ენდობიან.

Edited by amanita cesarea
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://ciuperci.org/pics/014-Macrolepiota-Procera.JPG http://bartcentral.dommel.be/Fungi/Macrolepiota%20Procera.jpg http://www.floralimages.co.uk/images/macrolepiota_rhacodes_11e3.jpg წერეწო რუსულად гриб зоитик
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

amanita cesarea

კარგი და უმჯობესი იქნებოდა ყოველ საკვებად ვარგის სოკოსთან ერთად მისი მსგავსი შხამიანი სოკოების სურათების განხილვა, რომ სხვაობა დავამუღამოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლახანს წავიკითხე, რომ თუ არ ვცდები ფინეთში გაყიდვაში იყო რეცეპტების წიგნი სადაც ჩეცდომა იყო თარგმნისას გაპარული და რეცეპტში შხამიანი სოკო იყო მითითებული.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ძალიან მაინტერესებს ეს თემა, განსაკუთრებით მიქლიო და დათვა სოკო. საქართველოს რომელ კუთხეშია გავრცელებული და წლის რა

პერიოდში შეიძება მათი შეგროვება??

 

წინასწარ მადლობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

სოკოზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სტატია მომხვდა ხელში, ასევე გადმოცემები.

ძალიან გასაოცარი ორგანიზმია.

სოკო არც ფლორას და არც ფაუნას მიეკუთვნება, არამედ ბუნების "მესამე" ნაწილია

 

 

 

 

 

 

პარაზიტ სოკოზე პატარა სტატია

 

http://samyaro.org/nature/soko.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანადიროთ როცა ვარ ხოლმე ღვინოში შემწვარ ირემას და ქამას ვჭამ ხოლმე ვგიჟდები

ქინძი პიმპილი ნიორი მარილი ხახვი შეიძლება ტომატიც მოასხა წოტა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოკოს იმ ნაწილს რასაც საკვებად გამოვიყენებთ, არის მისი სასქესო ორგანო :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოკოს იმ ნაწილს რასაც საკვებად გამოვიყენებთ, არის მისი სასქესო ორგანო :)

დიდი სასქესო ორგანო ქონია ტანთან შედარებით :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი სასქესო ორგანო ქონია ტანთან შედარებით :D :D

პირიქით :)

უბრალოდ ეგ ორგანო მხოლოდ ზედაპირზე ამოდის, რათა სპორები მაქსიმალურად გაფანტოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...