Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ახალი ბრალდება ცოტნე გამსახურდიას მიმართ


Recommended Posts

ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

 

ბრალდება ფარულ ვიდეოჩანაწერს ეყრდნობა. კადრში ჩანს ცოტნე გამსახურდია, მისი ხმა კი სუსტად ისმის. გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ ეს ”მორიგი პროვოკაციაა ხელისუფლების მესვეურთაგან, ვისაც აწყობს ცოტნე გამსახურდიას საპატიმროში ხანგრძლივად ყოფნა”.

 

ბექაურის თქმით, თვით გამსახურდია ქრთამის გადაცემის ფაქტს უარყოფს.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გამოძიების დეპარტამენტის თანახმად, 13 ივნისს, გამსახურდიას დავალებით, სასჯელაღსრულების თანამშრომელი მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპოდენცია გადასცა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 ლარი აიღო.

 

ამჟამად ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივრა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...