planetanews Posted July 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/ika05-285x300.jpgგაზეთი “კვირის პალიტრა” პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას სასამართლოში უჩივის. ”კვირის პალიტრის” ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, 2 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ირაკლი ლომაიამ “კვირის პალიტრისა” და მისი ჟურნალისტის ხათუნა პაიჭაძის შესახებ ცილისწამებლური განცხადებები გააკეთა, კერძოდ, აღნიშნა, რომ პაიჭაძე გაზეთში ლომაიას საწინააღმდეგო მასალების გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდა. “ყველა აღნიშნული ცნობა ყალბია. ჩვენ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. მოვითხოვთ ლომაიას მიერ ამ ინფორმაციის საჯარო უარყოფასა და გაზეთ “კვირის პალიტრისა” და ხათუნა პაიჭაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეულისთვის 50 000 ლარის გადახდას,” – აღნიშნა კორძაძემ და დასძინა, რომ ლომაიას საწინააღმდეგო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურასაც გადაეცა. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ პროკურატურას გაუგზავნეს ხათუნა პაიჭაძის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ირაკლი ლომაიას საქმიანობის შესახებ, ასევე დაზარალებული მოქალაქეების ჩვენებები. რაც შეეხება 100 000 ათას ლარს, რომელსაც გაზეთი პარაფსიქოლოგისგან ითხოვს, “მედიაპალიტრის” კრეატიული დირექტორის მარიკა დარჩიას თქმით, ეს თანხა საქველმოქმედო სახლ “კათარზისს” გადაეცემა. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts