Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპულში ახალი ერა იწყება!!!


Recommended Posts

http://s004.radikal.ru/i208/1007/d4/75b92232b1ed.jpg

 

ამბობენ, თუ გინდა ცხოვრება ახლიდან დაიწყო, ყველაფერი ძველი წარსულში უნდა დატოვო და მხოლოდ მომავალზე იფიქროო… “ქარიშხლის ბოლოს, ხომ ოქროსფერი ცა გამოჩნდება!”

 

დღეს თითოეული გულშემატკივარის იმედი, ლივერპულის ჰიმნის სწორედ ამ ერთ ფრაზაზეა დაფუძნებული.  იმედია იმისა, რომ სირცხვილი ენფილდზე – სიამაყით შეიცვლება, რომ კრიზისი – აღმავლობით, რომ უბრალო მერსესაიდელის ოცნება – რეალობად იქცევა და ლივერპულის ფეხბურთელები კლავ თავაწეულები ივლიან მოედანზე…

 

http://fc07.deviantart.net/fs70/f/2010/067/7/d/Fernando_Torres___F9T_by_OldChili.png

 

ლივერპულში ახალი ერა იწყება – ახალი მწვრთნელით, ახალი მთავარი სპონსორით, ახალი მფლობელებით (სექტემბრიდან!), ახალი იდეოლოგიით და ახალი ინგლისელი ფეხბურთელებით (!). ვნახოთ როგორ ახდება მთელს მსოფლიოში გაბნეული, ლივერპულის მილიონობით გულშემატკივრის ოცნებები…

 

რაფა ბენიტესმა კლუბში ზუსტად 6 წელი გაატარა. მე პირადად ვფიქრობ რომ მისი ეპოქა საკმაოდ წარმატებული იყო ენფილდზე. ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი და ერთი დაუვიწყარი გამარჯვება. უეფას თასი, ინგლისის FA-ს თასი და მრავალი საოცარი თამაში. გავიხსენოთ თუნდაც ოლიმპიაკოსთან 3-2, მილანთან 3-3, რეალის დამარცხება ბერნაბეუზე და შემდეგ 4-0 ენფილდზე. მანჩესტერის განადგურება 1-4 ოლდ ტრაფორდზე და სხვა მრავალი ფაქტი, რომელიც მან ლივერპულს უსახსოვრა. ფაქტიურად დღევანდელი შემადგენლობის აბსოლიტურად ყველა ფებურთელი, გარდა ჯერარდისა და კარაგერისა, სწორედ ბენისის მოყვანილია გუნდში. სწორედ მან გადმოიბირა ტორესი, კიუიტი, რეინა, გლენ ჯონსონი, აგერი, შკრტელი და მრავალი ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი. მართალია, შეცდომების ყველას მოსდის და ხშირად ეს ძვირად გვიჯდება, მაგრამ მე ვფიქრობ ბენიტეს დამშვიდობებათან ერთად, მადლობას უნდა გადავუხადოთ…

 

http://fc07.deviantart.net/fs70/f/2010/145/a/8/Liverpool_FC___Five_Years_On_by_thaatrobb.png

 

ფანების ახალი იმედი, როი ჰოჯსონი კი დღითიდღე ახერხებს გულშემატკივრების გულის მოგებას. ყოველი ინტერვიუს შემდეგ მისადმი პატივისცემა ერთი ორად იზრდება . მათ შორის ჩემიც. ნამდვილად უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. შესაძლოა ამის მიზეზი კენი დაგლიშის დანიშვნის სურვილიც იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც როი ოფიციალურად წარადგინეს და მან სამომავალო გეგმებზე, კლუბზე და ზოგადად საკუთარ შეხედულებებზე ისაუბარა, ძალიან დიდი სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ. მომწონს რომ გუნდში ინგლისელი ფეხბურთელების მოყვანა სურს და ვფიქრობ, რომ ეს უკვე იქნება წარმატების გარანტი. ასევე მომწონს რომ კარგად აანალიზებს როგორც საკუთარ ღირსებას, იყოს ლივერპულის მწვრთნელი, ასევე პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს. მომწონს რომ ცდილობს პირველივე დღიდან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს სამწვრთნელო შტაბთან და გუნდის ფეხბურთელებთან. განსაკუთრებით კი ლიდერებთან. ჩემი აზრით როის ნამდვილად შეუძლია ლივერპულის დიდების მწვერვალზე თუ არა, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გაიყვანოს.

 

სახლის დანგრევა 1 დღეში შეიძლება. მაგრამ ძალიან რთულია სასახლის აშენება თუნდაც 1 წელიწადში მოასწრო!

 

http://fc02.deviantart.net/fs48/f/2009/225/f/6/Dirk_Kuyt_by_shamaz.jpg

 

ალბათ პირველი, რაც ყველას აინტერესებს, როის სათამაშო სტილი და ტაქტიაა. მან უკვე განაცხადა რომ ლივერპულის ახლანდელი თაობა ითამაშებს ისე, როგორც სამოციან და ოთხმოციან წლებში თამაშობდნენ კლუბის ლეგენდები. სწორედ იმ წლებში, როცა ლივერპული მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. ეს იყო ლამაზი და ამავდროულად შედეგიანი ფეხბურთი, რომლითაც ლივერპულის ძველი და ხანდაზმული გულშემატკივრები დღესაც ამაყობენ. ერთადერთი ფაქტი, კი რაც დაზუსტებით ვიცით, ისაა, რომ ლივერპულის შემადგენლობა 4 ფეხბურთელზე უნდა აეწყოს: რეინა, კარაგერი, ჯერარდი, ტორესი. მოედნის ცენტრზე, რომელთაც გარშემო როიმ უნდა დაუყენოს ის ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ ტრიუმფამდე მიიყვანონ სკაუზრები. ასევე ნათელია, რომ მარჯვენა ფლანგზე გლენ ჯონსონი, საუკეთესო ინგლისელი მარჯვენა მცველი ითამაშებს. ცენტრში კი კვლავ აგერის და შკრტელის დუელს ვნახავთ. თუმცა ასევე შესაძლოა ფულჰემელმა ჰანელანგმა დაიკავოს მათი ადგილი. ასევე გარანტირებული აქვს გუნდში ადგილი ალბერტო აკვილანის, რომელიც სავარაუდოდ ჯერარდს შეუწყვილდება ცენტრში. თავდასხმაში კი ალბათ ყველაზე დიდი პრობლემები აქვს ლივერპულს. დროა დასრულდეს ტორესზე დამოკიდებული ტაქტიკა. უბრალოდ არასწორია დაეყრდნო მხოლოდ იმ ფეხბურთელს, რომელიც სეზონის 60-70%-ს ტრამვირებული ატარებს და მეორე მთავარ თავდამსხმელად გამოუცდელი ნგოგი გყავდეს. მალე გუნდს მილან ივანოვიჩი შეუერთდება. სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ დირკ კიუიტიც დაუბრუნდეს საკუთარ პირვანდელ პოზიციას და მეორე თავდამსხმელად ითამაშოს. ან ტორესთან წყვილში, ან მილან ივანოვიჩთან მაშინ, როცა ელ ნინიო კვლავ ტრიბუნებიდან ყავარჯნებით დაუწყებს თამაშებს ყურებას…

 

http://fc01.deviantart.net/fs71/f/2010/116/1/0/Liverpool_Sign_by_Lucca23.png

 

ინგლისური პრესა ლივერპულს ეშლი იანგთან და ჯეიმს მილნერთან აკავშირებს. ეს ორი “ინგლისელი” განაპირა ნახევარმცველი ძალიან დიდი შენაძენი იქნება ლივერპულისთვის. ორივე, ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და ასტონ ვილას საუკეთესო მოთამაშეები არიან. რაც მთავარია ისინი შეავსებენ ძალიან დიდ ვაკუუმს ლივერპულის ფლანგებზე. რიერა მალე დატოვებს მერსესაიდს და ფაქტიურად ერთადერთი ნომინალური ფლანგის ნახევარმველი გუნდში მაქსი როდრიგესი რჩება. ჯეიმს მილნერი, მაქსი, ეშლი იანგი და ბაბელი კი საკმაოდ დიდი ძალა იქნება “წითლებისთვის”.

 

ჩემდა სამწუხაროდ საერთოდ აღარაფერი არ ისმის ევერ ბანეგას შესახებ. ხავიერ მასკერანო მალე დატოვებს ენფილდს. თუმცა არამგონია მისი წასვლით რამე დაშავდეს. ცენტრში სტივი, ლუკასი და აკვილანი რჩებიან. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ წელს ძირითად გუნდში იქნებიან ჯონჯო შელვი და ჯეი სპირინგი. შესაძლოა როი არდა თურანიც გადმოიბიროს. რომლის შეძენასაც მხოლოდ კლუბისთვის შესათავაზებელი თანხა სჭირდება, რადგან თავად ფეხბურთელმა გამოთქვა ენფილდზე თამაშის სურვილი… ასევე საკმაოდ კარგი შენაძენი იქნება ნიუკასლელი სტივენ ტეილორი. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი და რაც მთავარია ინგლისელი…

 

რაფა ბენიტესმა ერთხელ უკვე ცადა ბოლო წლებში რომ გუნდი 4-4-2 ტაქტიკაზე აეწყო, როცა ტორესს რობი კინი შუეწყვილა, თუმცა რა გამოვიდა აქედან ყველამ კარგად ვნახეთ. ახლა კი ტორესს უფრო დიდი არჩევანი აქვს – ივანოვიჩის, კიუიტის და ბაბელის სახით, თუმცა არაა გამორიცხული ენფილდზე კიდევ ერთი ახალი თავდამსხმელი ვიხილოთ… რაც მთავარია იმედი მაქვს რომ 4-5-1 სტილი ბენიტესის ქარს გაჰყვა და ლივერპულის ახალი ცხოვრება ყველაზე სტანდარტული განლაგებით დაიწყება…

 

ლივერპულში რაფას წასვლასთან ერთად ესპანური ეპოქა დასრულდა. ეპოქა, როცა ინგლისურ კლუბში მხოლოდ 2 ინგლისელი და ერთდროულად 5 ესპანელი თამაშობდა (ალონსო, არბელოა, ტორესი, რეინა, რიერა). ახლა კი ლივერპული პრემიერლიგის მოგებას ინგლისელებით შეეცდება და იმედი მაქვს ეს ახალი იდეოლოგია კლუბს წარმატებას მოუტანს… გილოცავთ სკაუზერებო, ლივერპულში ახალი ერა დაიწყო… !

 

http://fc01.deviantart.net/fs49/f/2009/153/3/9/Liverpool_FC_signature_by_shamaz.jpg

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...