Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) წითლების კაპიტანი რჩება! ელ ნინიო?!


Recommended Posts

http://cdn.epltalk.com/wp-content/uploads/visitbritainnordic.files.wordpress.com/2009/06/roy-hodgson.jpg

 

როი ჰოჯსონი ლივერპულში ოფიციალურად გადმოსვლის პირველივე დღეს, თავის ახალ ოფისში შეხვდა ჯერარდს, კარაგერს და კენი დაგლიშს. მათ უამრავ თემაზე იასუბრეს და მათ შორის ყველაზე მთავარზეც. ლივერპულის კაპიტნის მომავალზე ლივერპულში, რომელზეც არაერთი დიდი კლუბი აცხადებს პრეტენზიას…

 

“ძალიან მოხარული ვარ რომ პირველივე დღეს შევხვდი გუნდის ლიდერებს და უდიდეს ლეგენდას, კენის, რომელსაც აქამდეც კარგად ვიცნობდი” – განაცხადა ჰოჯსონმა ლივერპულის ყოველკვირეული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში – “სასიამოვნო იყო მათგან იმის მოსმენა, თუ როგორ მოელიან ახალი სეზონის დაწყებას და რა მონდომებულები არიან წარმატების მისაღწევად. “

 

“სტივი და ჯეიმი უდაოდ ლივერპულის სული და გული არიან და უმნიშვნელოვანესია მათი გუნდში ყოფნა. დარწმუნებული ვარ არაერთი გრანდისგან მივიღებთ შემოთავაზებას სტივენის ტრანსფერისთვის, მაგრამ მან თქვა რომ არ სურს ლივერპულიდან წასვლა. მისი გაშვება არც მე და არც კლუბის ხელმძღვანელებს არ სურთ. ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჯერარდი კვლავაც ლივერპულში გააგრძელებს თამაშს.”

 

როგორც ჩანს გასარკვევი მხოლოდ ფერნანდო ტორესის სიტუაციაღა დარჩა, რომელიც ჯერ კიდეც მუნდიალზეა და გუშინ საღამოს ფინალში გავიდა. მან უკვე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მოხარული ჰოჯსონის ლივერპულში მოსვლით და ერთი სული აქვს როდის გაესაუბრება მას პირადად. სავარაუდოდ სწორედ მათი შეხვედრისას გადაწყდება ელ ნინიოს ბედი ენფილდზე…

 

“ფერნანდო საოცარი თავდამსხმელია და მე ნამდვილად მესმის ფანების ნერვიულობის მიზეზები…” – განაცხადა როი ჰოჯსონმა – “თუმცა მუნდიალის გამო სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება მას პირადად შევხვდე კიდეც რამოდენიმე კვირა.”

 

“როცა მე მას შევხვდები, გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა დავარწმუნო რომ სწორედ ლივერპულშია მისი ადგილი, რათა დავანახო მას ჩემი სამომავლო გეგმები და დარწმუნებული ვარ, რომ თუ იგი დაინახავს შესაძლო პროგრესს გუნდისთვის, მაშინ აუცილებლად დარჩება, რადგან უყვარს გუნდიც და მთლიანად ქალაქი ლივერპული…”

 

როიმ ასევე ისაუბრა კენი დაგლიშზე და მის ახალ როლზე ლივერპულის ხელმძღვანელთა და სამწვრთნელო შტაბს შორის.

 

“ეჭვიც კი არ მეპარება რომ  კენი დაგლიში დარჩება კლუბში და სათავეში ჩაუდგება ლივერპულის ახალგაზრდულ აკადემიას. მან ალბათ ყველაზე კარგად იცის აკადემიის მდგომარეობა და იცნობს ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებსაც იგი ყოველთვის გაუწევს რეკომენდაციას მომავალში, რათა ლივერპულის ძირითად გუნდში დაიმკვიდრონ ადგილი… იგი იქნება შუამავალი აკადემიასა და პირველ გუნდს შორის, კენი შექმნის ერთგვარ ხიდს ახალგაზრდულ გუნდებსა და მთავარ შემადგენლობას შორის”

 

პ.ს. არამგონია რომელიმე მწვრთნელს ასე მალე და მხოლოდ ინტერვიუებით მოეპოვებინოს პატივისცემა გულშემატკივრებს შორის. მან უკვე მოახერხა სტივის დატოვება და ლივერის უდიდესი ლეგენდის, მეფე კენი დაგლიშისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის მინიჭება, რომლითაც იმედი მაქვს ენფილდზე ახალი ჯერარდის და კარაგერის მსგავსი ნიჭიერი და ნამდვილი “სკაუზერები” გამოჩნდებიან…

 

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01409/Roy_Hodgson_1409480c.jpg

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...