Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: მოსკოვი კლინტონს პასუხობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg

 

სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  დაგმო  ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის „უსაფუძვლო“ განცხადებები, რომელიც მან ამ კვირაში თბილისში ვიზიტის დროს წარმოთქვა და რუსეთი  საქართველოს ტერიტორიის ნაწილის „ოკუპაციაში“ დაადანაშაულა. „სიტყვა „ოკუპაცია“, რომელიც ქალბატონმა კლინტონმა ამ კონტექსტში გამოიყენა, სრულიად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია სამინისტრო კომუნიკეში.

 

ორშაბათს, საქართველოში სტუმრობის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაგმო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპაცია“,  რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად  აღიარა და იქ საკუთარი სამხედრო ძალები განათავსა.

 

სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს „ერთი ჯარისკაციც კი“ არ ჰყავს საქართველოს ტერიტორიაზე და რომ რუსული არმია იმყოფება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართველოს აგრესიის შემდეგ გამოეყვნენ,  რომელიც იქ (საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის) რეჟიმმა გააჩაღა. სამხედრო კონტიგენტი და რუსული ბაზები ორივე რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზეა განლაგებული, რაც მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

 

რუსეთის გარდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა ნაურუმ აღიარა.

 

AFP

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...