planetanews Posted July 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpgმოსკოვი – მოსკოვი გაბრაზდა ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტზე. ვლადიმერ პუტინმა დამრიგებლური ტონით ურჩია საქართველოს თავად ეძებოს დიალოგის გზები აფხაზებთან და ოსებთან, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ არც მოსკოვს და არც აჯანყებულ ქართულ პროვინციებს მიხეილ სააკავილის შეთავაზებებზე რეაქცია არ ექნებათ. პუტინმა გააფრთხილა საქართველო ნუ ეძებს დახმარებას „მესამე ძალისგან“, რომელშიც აშშ იგულისხმა. ის ფაქტი, რომ რუსული არმია სამხრეთ ოსეთში დგას და მოსკოვი სამხედრო ბაზებს აშენებს აფხაზეთში, მოსკოვს კრიტიკაში ხელს არ უშლის. თბილისში ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“ აღუთქვა. იმავდროულად, მან საქართველოს ავტორიტარულად მოქმედ პრეზიდენტს დემოკრატიზაციის გაძლიერება მოსთხოვა. ეკონომიკური და სოციალური რეფორმები აჯანყებული რეგიონების დაბრუნების საუკეთესო გზაა, განაცხადა კლინტონმა. იმავდროულად, მან დაგმო მოსკოვის ოკუპაციის პოლიტიკა და საქართველოს რეგიონებში სამხედრო ბაზების მშენებლობის გეგმები. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts