Jump to content
Planeta.Ge

ესპანეთი გერმანია ანუ ესპანეთის წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმის ჭრილში


Recommended Posts

 

რატომ არ ფიქრობდნენ გერმანელები რომ გერმანიისთვის არასდროს ითამაშებს თავგანწირვით, არასდროს დადებს გულსა და სულს საფეხბურთო მოედანზე ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ისტორიულ სამშობლოზე წინ პირად ინტერესებს აყენებს და საკუთარ ისტორიულ სამშობლოს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას, თურქეთის ნაკრებზე შეუდარებლად ძლიერ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას ამჯობინებს.

საფრამგეთი ჩემპიონი რომ გახადა ზანგებმა და ალჟირელებმა 1998 წელს ეს როგორ მოხდა აბა? :D

 

მე თუ მკითხავ აზრზე არ ხარ ფეხბურთის :)) რა შუაშია პატრიოტიზმი ფეხბურთთან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

shamili

პირველ რიგში მოდერატორებს ვთხოვ ეს თემა სპორტის განყოფილებაში არ გადაიტანონ. ეს თემა ეხება როგორც ფეხბურთს ასევე პატრიოტიზმს და მრავალგზის ნაძაგებ ნაციონალიზმს.   გარდა იმისა რომ ესპანეთის ნაკრების თი

analgin

ისე კითხე იოზილს აბა თურქი ხარ თუ გერმანელი თქო და სიცრუის დეტექტორზეც შეაერთე მერე თუ გინდა. იოზილის მშობლებიც კი გერმანიაში არიან დაბადებულები. საერთოდ შეურაცხყოფად და ნაციზმად მიმაჩნია ეგეთი დამოკი

ძუკუ

ბატონი შამილის მორიგი უცნაური და წინააღმდეგობრივი პოსტი. სულ იმას მიმტკიცებდა,რომ ასიმეტრიული რეგიონალიზმი ესპანეთს დაშლის(ამ დროს სწორედ მან გადაარჩინა ის).მე გამიჭირდება იმის თქმა ვინაა ესპანეთის ნა

shamili

ნარკომანი ჯეკ ლონდონიც იყო მაგრამ ამერიკის ისტორიაში ერთ ერთი უდიდესი მწერალი იყო, რა შუაშია ნარკომანობა.

მწერლის და სპორტსმენის ნარკომანობას შორის დიდი განსხვავებაა.

ღმერთის ხელი მოკვეთესო,იმის შეხსენება იყო,მარადონამ ხელით გატანილ ბურთზე გამოაცხადა ღმერთის ხელი იყოო.მსოფლიო ფეხბურთის მეფობაზე რომ გაქვს პრეტენზია,ასეთ რაღაცეებს არ უნდა აკეთებდე.არც ხელით არ უნდა გაგქონდეს ბურთი და მითუმეტეს ამაში ღმერთის ხელს არ უნდა ხედავდე.ეს უბრალოდ მკრეხელობაა.

დავიწყოთ იმით რომ კატალონიელები თითქმის იგივე ესპანელები არიან, უბრალოდ ენობრივი სხვაობაა,

არ არიან ესპანელები კატალონიელები არიან.თანაც რაც მთავარია ადრე ჩვენი კამათი ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე იმით დაიწყო,აცხადებდით კატალონიაში რეფერენდუმს აწყობენ ესპანეთიდან გამოსვლის შესახებ და იშლებაო ესპანეთი.სწორედ ესპანურმა მოდელმა იხსნა ისინი დაშლისაგან(თუმცა ეს არ ნიშნავსრომ პრობლემები სრულად მოიხსნა)განსაკუთრებით ბასკეთში.

მაგრამ ვიღაცამ რომ სამეგრელოსთვის და სვანეთისთვის ფედერაციის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს იმას ერის მტრად მივიჩნევ.

ამაშია სწორედ თქვენი ურაპატრიოტიზმი.ჯერ ერთი რომ ასჯერ გითხარით რომ ასიმეტრიული რეგიონალიზმი და ფედერალური მოწყობა სხვადასხვა რამეა. თანაც ეს კარგი ცხოვრებისგან არ მოდის,რა ესპანელებს და საერთოდ ყველა სახელმწიფოს არ ურჩევნიათ უნიტარული სახელმწიფო იყვნენ, მაგრამ რეალობას თვალს უსწორებენ ჩვენი ურაპატრიოტებისგან განსხვავებით.თავის დროზე ჩვენი ეროვნული მოძრაობის უდიდესი ნაწილის მიერ ასეთმა მიდგომებმა მიგვიყვანა იქ სადაც ვართ. ეს თქვენ არ გეხებათ, მაშინ ალბათ რამდენიმე წლის იქნებოდით.უბრალოდ მათ ხართ აყოლილი.თანაც ურაპატრიოტიზმი მხოლოდ იმას ნიშნავს,რომ ქვეყნის სიყვარულის იქით რაღაცეებს ვერ ხედავს ადამიანი.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

მწერლის და სპორტსმენის ნარკომანობას შორის დიდი განსხვავებაა.

ღმერთის ხელი მოკვეთესო,იმის შეხსენება იყო,მარადონამ ხელით გატანილ ბურთზე გამოაცხადა ღმერთის ხელი იყოო.მსოფლიო ფეხბურთის მეფობაზე რომ გაქვს პრეტენზია,ასეთ რაღაცეებს არ უნდა აკეთებდე.არც ხელით არ უნდა გაგქონდეს ბურთი და მითუმეტეს ამაში ღმერთის ხელს არ უნდა ხედავდე.ეს უბრალოდ მკრეხელობაა.

არ არიან ესპანელები კატალონიელები არიან.თანაც რაც მთავარია ადრე ჩვენი კამათი ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე იმით დაიწყო,აცხადებდით კატალონიაში რეფერენდუმს აწყობენ ესპანეთიდან გამოსვლის შესახებ და იშლებაო ესპანეთი.სწორედ ესპანურმა მოდელმა იხსნა ისინი დაშლისაგან(თუმცა ეს არ ნიშნავსრომ პრობლემები სრულად მოიხსნა)განსაკუთრებით ბასკეთში.

 

ამაშია სწორედ თქვენი ურაპატრიოტიზმი.ჯერ ერთი რომ ასჯერ გითხარით რომ ასიმეტრიული რეგიონალიზმი და ფედერალური მოწყობა სხვადასხვა რამეა. თანაც ეს კარგი ცხოვრებისგან არ მოდის,რა ესპანელებს და საერთოდ ყველა სახელმწიფოს არ ურჩევნიათ უნიტარული სახელმწიფო იყვნენ, მაგრამ რეალობას თვალს უსწორებენ ჩვენი ურაპატრიოტებისგან განსხვავებით.თავის დროზე ჩვენი ეროვნული მოძრაობის უდიდესი ნაწილის მიერ ასეთმა მიდგომებმა მიგვიყვანა იქ სადაც ვართ. ეს თქვენ არ გეხებათ, მაშინ ალბათ რამდენიმე წლის იქნებოდით.უბრალოდ მათ ხართ აყოლილი.თანაც ურაპატრიოტიზმი მხოლოდ იმას ნიშნავს,რომ ქვეყნის სიყვარულის იქით რაღაცეებს ვერ ხედავს ადამიანი.

მე ესპანეთი დაიშლება მეთქი არ მითქვამს, მე ის ვთქვი რომ მართალია ესპანეთი არ დაიშლება, მაგრამ მსგავსი ტერიტორიული მოწყობა პრობლემებს უქმნის ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი როგორიც ესპანეთია და რომელსაც კეთილგანწყობილი და ცივილიზებული სამეზობლო გააჩნია და ადვილი წარმოსადგენია მსგავსი ტერიტორიული მოწყობის შემთხვევაში რამხელა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ესპანეთზე შეუდარებლად უფრო სუსტი, პატარა, განუვითარებელი და მტრულად განწყობილი ქვეყნების ალყაში ( რუსეთი, სომხეთი, თურქეთი ). განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.

 

რაც შეეხება კატალონიელებს, მე არ მითქვამს კატალონიელები ესპანელები არიან მეთქი, უბრალოდ ერთი წარმოშობის ერებია როგორც ვთქვათ ჩეჩნები, ქისტები და ინგუშები არიან ვაინახები და როგორც ადიღელები, ყაბარდოელები და ჩერქეზები არიან ერთი წარმოშობისა და სისხლის ადიღური ტომები. არც ერთი კატალონიელი ჭეშმარიტი პატრიოტი აზრად არ გაივლებს ესპანეთისგან გამოყოფას, ისევე როგორც ყველა ნაციონალისტ და შეგნებულ ჩეჩენსა და ინგუშს სურს ჩეჩნეთ ინგუშეთის გაერთიანება და ადიღელს, ყაბარდოელსა და ჩერქეზს სურს გაერთიანება და გააჩნიათ "დიდი ჩერქეზეთის" შექმნის იდეა.

 

არც ერთი კატალონიელი ჭეშმარიტი პატრიოტი და კატალონიელთა წარმოშობის მცოდნე აზრად არ გაივლებს ესპანეთისგან გამოყოფას, რადგან ესპანელები და კატალონიელები ერთი სისხლის და წარმოშობის ერებია და მათი განცალკევება მხოლოდ მსოფლიო ბოროტების საიდუმლო ორგანიზაციებს აწყობთ. რადგან ისინი ებრძვიან უძველესი კულტურის ერებს.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქედან გავედი და პირველივე გახსნილ ვებგვერდზე აი ეს დამხვდა:

"Сегодня, 7:22 AM БОЛЕЕ МИЛЛИОНА ЖИТЕЛЕЙ БАРСЕЛОНЫ ВЫШЛИ НА УЛИЦЫ ТРЕБОВАТЬ АВТОНОМИЮ

В марше за расширение автономии Каталонии (Испания), который прошел в Барселоне в субботу, приняли участие более миллиона человек, сообщает "Би-би-си"."

ნნნნდა.... :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Сегодня, 7:22 AM БОЛЕЕ МИЛЛИОНА ЖИТЕЛЕЙ БАРСЕЛОНЫ ВЫШЛИ НА УЛИЦЫ ТРЕБОВАТЬ АВТОНОМИЮ

ავტონომია ისედაც აქვთ. უბრალოდ ნაციის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ როგორც BBC - ზე წერია.

 

ისე რა წესია. საფეხბურთო ნაკრები პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს თამაშობს, იცი რომ ნაკრებში ესპანელები და კატალონიელები ერთად თამაშობენ და ასეთ რამეს აკეთებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მაგრამ მსგავსი ტერიტორიული მოწყობა პრობლემებს უქმნის ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი როგორიც ესპანეთია და რომელსაც კეთილგანწყობილი და ცივილიზებული სამეზობლო გააჩნია და ადვილი წარმოსადგენია მსგავსი ტერიტორიული მოწყობის შემთხვევაში რამხელა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ესპანეთზე შეუდარებლად უფრო სუსტი, პატარა, განუვითარებელი და მტრულად განწყობილი ქვეყნების ალყაში ( რუსეთი, სომხეთი, თურქეთი ). განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.

რატომ გიყვართ ბატონო შამილ ყველაფრის ყირამალა დაყენება.ეს ტერიტორიალური მოწყობა სწორედ იმიტომ მიიღეს რომ ესპანეთი დაშლისაგან გადაერჩინათ. აბა ფრანკოს დროს ქე იყო ესპანეთი უნიტარული სახელმწიფო და არმიის და პოლიციის წყალობით ხდებოდა მისი შენარჩუნება.მოკვდა ფრანკო და ტოტალიტარიზმიც დამთავრდა.მხოლოდ ურთიერთ დათმობის საფუძველზე მოხდა ერთობის შენარჩუნება.თუმცა პრობლემები რჩება და ბოლო მილიონიანი დემონსტრაცია ამის მაგალითია.აგერ რაღაც მასალები ვიპოვე კატალონიაზე.

http://common.regnum.ru/documents/spain-catalonia.pdf

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ავტონომია ისედაც აქვთ. უბრალოდ ნაციის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ როგორც BBC - ზე წერია.

ესეა ნამდვილად.ჩემს მიერ დადებულ მასალებში სწორედ მაგაზეა საუბარი,კატალონელების როგორც ნაციის აღიარებაზე.

იმედია დღევანდელ მატჩზე ეს არ იმოქმედებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...