Jump to content
Planeta.Ge

ესპანეთი გერმანია ანუ ესპანეთის წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმის ჭრილში


Recommended Posts

პირველ რიგში მოდერატორებს ვთხოვ ეს თემა სპორტის განყოფილებაში არ გადაიტანონ. ეს თემა ეხება როგორც ფეხბურთს ასევე პატრიოტიზმს და მრავალგზის ნაძაგებ ნაციონალიზმს.

 

გარდა იმისა რომ ესპანეთის ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე ტექნიკით, სისწრაფით და ინდივიდუალური ოსტატობით მრავალგზის აღემატებოდნენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს, ესპანეთის ნაკრების წარმატების მიზეზი მათ პატრიოტიზმში უნდა ვეძიოთ.

გერმანიის ნაკრების სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობდნენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის ინდივიდუალური ტიტულის მოსაპოვებლად, თორემ ბოატენგს, ხედირას და იოზილს თავად რომ არ ეთამაშათ გერმანიის ნაკრებში, ისე დააინტერესებდათ გახდებოდა თუ არა გერმანია მსოფლიო ჩემპიონი, როგორც გერმანელთა ებრაელ მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს ქართული ფეხბურთის განვითარების პრობლემები.

 

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთაგან განსხვავებით ესპანელები თამაშობდნენ და ჰოლანდიასთანაც ითამაშებენ როგორც მსოფლიო ჩემპიონის ინდივიდუალური ტიტულის მოსაპოვებლად, ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ესპანელები თამაშობდნენ ესპანეთისთვის, ესპანელი ერისთვის, ესპანელები თამაშობდნენ ესპანეთის მეფის ხუან კარლოსისთვის, რომლის ტრიბუნებზე ყოფნა უდიდესი სტიმული იყო ესპანელ ფეხბურთელთათვის.

 

ერთი რამ ცხადია, ფეხბურთელი რომელიც არ არის იმ ქვეყნის უდიდესი პატრიოტი რომლის საფეხბურთო ფორმითაც ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატზე ან სხვა სანაკრებო ტურნირზე, არასდროს ითამაშებს თავგანწირვით, არასდროს დადებს გულსა და სულს საფეხბურთო მოედანზე, არასდროს არასდროს იქნება მის თამაშში ის ეროვნული შემართება რაც ყოველთვის გამოარჩევდათ თუნდაც იგივე ჭეშმარიტად გერმანელ ფეხბურთელებს ან სხვა ეროვნულ ნაკრებთა ვარსკვლავებს საკუთარ ეროვნულ ნაკრებში თამაშისას.

 

ჩემთვის გამოცანად რჩება რატომ ფიქრობდნენ გერმანელები რომ იგივე უდაოდ ნიჭიერი თურქი წარმოშობის ფეხბურთელი მესუფ იოზილი თავგანწირვით ითამაშებდა გერმანიის ნაკრებში და არ მოერიდებოდა გერმანიისთვის ამ სატრანსფერო სეზონის წინ არანაირი ტრავმის მიღებას და კარიერული წინსვლის საგრძნობლად შეფერხებას. მესუფ იოზილი ხომ ის ადამიანია რომლის წინაშეც იყო არჩევანი, ეთამაშა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, ან ეთამაშა საკუთარ ისტორიულ სამშობლოს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში და ამ უდაოდ ნიჭიერმა ფეხბურთელმა საკუთარ ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა არჩია.

 

რატომ არ ფიქრობდნენ გერმანელები რომ გერმანიისთვის არასდროს ითამაშებს თავგანწირვით, არასდროს დადებს გულსა და სულს საფეხბურთო მოედანზე ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ისტორიულ სამშობლოზე წინ პირად ინტერესებს აყენებს და საკუთარ ისტორიულ სამშობლოს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას, თურქეთის ნაკრებზე შეუდარებლად ძლიერ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას ამჯობინებს.

 

შემთხვევითი არაა ის რომ გერმანია ინგლისისა და გერმანია არგენტინის მატჩის დროს მესუფ იოზილი და პოლონელი წარმოშობის ლუკაშ პოდოლსკი შეგნებულად არ ასრულებდნენ გერმანიის ეროვნულ ჰიმნს, ამით მათ საკუთარი არაგერმანული წარმოშობისთვის ხაზის გასმა სურდათ ( მე გერმანიის ნაკრების არაგერმანელ ფეხბურთელებში არ ვიხსენიებ ასევე წარმოშობით პოლონელ მიროსლავ კლოზეს, რომელსაც არაერთხელ გაუსვამს ხაზი რომ ის თავს გერმანელად და გერმანელი ერის ნაწილად თვლის და გერმანიის ჰიმნსაც ნამდვილად გრძნობით ასრულებდა ).

 

შემთხვევითი არ არის ის რომ მატჩის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც საშინლად განიცადა დამარცხება და ემოციისგან მინდორზე დაეცა იყო გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერი ( უცნაური ნათქვამია არა გერმანიის ნაკრების გერმანელი ფეხბურთელი ? ). გერმანიის ნაკრების დანარჩენი ფეხბურთელები უკვე გასახდელში იყვნენ გასულნი და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გადატვირთვისგან დასვენებაზე ფიქრობდნენ.

 

მოკლედ ესპანელი ფეხბურთელები შეუდარებლად მაღლა იდგნენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებზე როგორც სისწრაფით, ტექნიკითა და ინდივიდუალური ოსტატობით, ასევე პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულითა და ინდივიდუალური გამარჯვებისა და საკუთარი სამშობლოს გამარჯვების წყურვილით.

 

 

Viva espania !

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

shamili

პირველ რიგში მოდერატორებს ვთხოვ ეს თემა სპორტის განყოფილებაში არ გადაიტანონ. ეს თემა ეხება როგორც ფეხბურთს ასევე პატრიოტიზმს და მრავალგზის ნაძაგებ ნაციონალიზმს.   გარდა იმისა რომ ესპანეთის ნაკრების თი

analgin

ისე კითხე იოზილს აბა თურქი ხარ თუ გერმანელი თქო და სიცრუის დეტექტორზეც შეაერთე მერე თუ გინდა. იოზილის მშობლებიც კი გერმანიაში არიან დაბადებულები. საერთოდ შეურაცხყოფად და ნაციზმად მიმაჩნია ეგეთი დამოკი

ძუკუ

ბატონი შამილის მორიგი უცნაური და წინააღმდეგობრივი პოსტი. სულ იმას მიმტკიცებდა,რომ ასიმეტრიული რეგიონალიზმი ესპანეთს დაშლის(ამ დროს სწორედ მან გადაარჩინა ის).მე გამიჭირდება იმის თქმა ვინაა ესპანეთის ნა

ისე ვერ დაგეთანხმები რომ ესპანეთი იმიტომ თამაშობს კარგად რადგან ყველა ესპანელი ფეხბურთელი ხუან კარლოსისთვის და მთლიანად ესპანეთისთვის თამაშობენ..მაგრა ახატიათ კატალონიელებს ერთიანი ესპანეთი,ისევე როგორც ბასკებს..

პროსტო ძალიან კარგი თაობა გაიზარდა,ეს არის და ეს..თორემ სენი ლოგიკით საფრანგეთს ვერ უნდა მოეგო მუნდიალი და ევროპა ზედი ზედ..გასტრობაიტერის შვილებითაა სავსე ნაკრები..

 

ისე თემას რა შეხება აქვს პოლიტიკასთან ვერ გავიგე..მასე ყველაფერს შეიზლება პოლიტიკური ელფერი შესძინო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წაასხეს რა გერმანელებმა და მორჩა... მართლა უსასრულო და ამოუწურავი კი არ იყო მათი შესაძლებლობები!!! :018:

 

ესპანელები აშკარად ჯობდნენ! :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანელები თამაშობდნენ ესპანეთის მეფის ხუან კარლოსისთვის

 

 

ინგლისელები კი დედოფლისთვის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გერმანიის ნაკრების სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობდნენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის ინდივიდუალური ტიტულის მოსაპოვებლად, თორემ ბოატენგს,

საწყლად ერთი ზანგი და ერთი პოდოლსკი ყავთ უცხოელი... სხვა რომელი ყავთ არაგერმანელი??? ყველა წამყვანი ფეხბურთელი გერმანელია, 5 მაინც...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყლად ერთი ზანგი და ერთი პოდოლსკი ყავთ უცხოელი... სხვა რომელი ყავთ არაგერმანელი???

ვეფხვი

 

ბოატენგი,ოზილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყლად ერთი ზანგი და ერთი პოდოლსკი ყავთ უცხოელი... სხვა რომელი ყავთ არაგერმანელი??? ყველა წამყვანი ფეხბურთელი გერმანელია, 5 მაინც...

:D

კლოზე, კედირა, ბოატენგი(მისი ნახევარძმა განაში თამაშობს პრინც ბოატენგი ქვია),პოდოლსკი,ოზილი,კაკუ,აოგო, მარინი, ტასკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კატალონიული გუნდი ( 7 მოთამაშე 11 დან ) თამაშობდა ხუან კარლოსისთვის... :givi: სასწაულ.

უკვე მეორედ... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა უუუმარტივესი მიზეზი აქვს ესპანელთა წარმატებას: დღეს მაგალითად 7 ფეხბურთელი ბარსელონადან და 3 რეალიდან თამაშობდა დამწყებ 11 კაცში ანუ წლებია ისინი ერთად თამაშობენ. სულ მწვრთნელი არ ყოლოდათ და მითუმეტეს გენიალური და უუუგამოცდილესი დელ ბოსკე ყავთ დამრიგებლად, მაინც მაგრად ითამაშებდნენ + ხავი, ინიესტა, პუიოლი, ბუსკეტსი, პიკე და პედრო კანტერადოები არიან (კანტერა - ბარსას ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა). გასისხლხორცებული აქვთ ერთი სათამაშო სტილი, თვალდახუჭულები ბურთაობენ ისე ესმით ერთმანეთის. წარმატების საიდუმლო პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკაში კი არა სწორ მენეჯმენტშია. ადრე აიაქსის ინკუბატორი ჩეკდა სუპერვარსკვლავებს და ეხლა ბარსელონას საფეხბურთო სკოლა. ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს მხოლოდ მოქმედი მოთამაშეებიდან მესის, ვიქტორ ვალდესს, ბოიან კრკიჩს და დოს სანტოსს თუ დავუმატებთ ყველაფერი ცხადი გახდება...მე ის მიხარია, რომ ჩვენებური გიორგი ჭანტურიაა დღესდღეობით მათი ლიდერი და ვარსკვლავი. :)

 

პატრიოტიზმს არ ვაკნინებ. ყოველთვის და ყველგან ერთერთი უდიდესი როლი ენიჭება, მაგრამ ცარიელი პატრიოტიზმით რომ საქმე კეთდებოდეს ამერიკელებზე და ჩეჩნებზე მაგარი გუნდი არავის უნდა ჰყავდეს. :D თან სწორად შენიშნა აკაიმ ინგლისელებთან დაკავშირებით.

 

ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ ცოტა ძნელია ესპანელების პატრიოტიზმზე საუბარი. მაგალიტად ბასკები და კატალონიელები როგორი პატრიოტებიც არიან ესპანეთის აგერ ასესინოს ვკითხოთ და გვეტყვის. :) იქ კიდევ ანდალუზიელებიც (თუ სწორად მახსოვს) მთალდ 100%-ით არ ესპანელობენ და ა.შ.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილ , ბასკებმა და კატალონიელებმა არტა გაგიგონ რასაც ჩვენთან წერ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანელებმა იმიტომ მოიგეს, რომ ეგრეა დაგეგმილი :) არცერთი ყვითელი ბარათი, უეჭველი პენალტების არ დანიშვნა, მაგრამ არანაირი აღშფოთება გერმანელებისგან, არანაირი ჟIლკა, არანაირი უხეშობა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ალასანია რომ გავიდა არჩევნებზე, წინასწარ დაგეგმილი ყველფრით, მერე მიულოცა და ვსიო :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კითხე იოზილს აბა თურქი ხარ თუ გერმანელი თქო და სიცრუის დეტექტორზეც შეაერთე მერე თუ გინდა. იოზილის მშობლებიც კი გერმანიაში არიან დაბადებულები. საერთოდ შეურაცხყოფად და ნაციზმად მიმაჩნია ეგეთი დამოკიდებულება. თუ კაცი შენს ენაზე საუბრობს, შენს ჰიმნს მღერის, შენს არმიაში მსახურობს, რატომ არაა შენი თანასწორი და რატომ გგონია, რომ რომელიმე აბორიგენზე ნაკლებად უყვარს და ემსახურება შენს ქვეყანას? აბა არც ნიკო მარი ყოფილა ქართველი მაშინ და არც მაგალიტად ვოვა გუცაევი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონი შამილის მორიგი უცნაური და წინააღმდეგობრივი პოსტი. სულ იმას მიმტკიცებდა,რომ ასიმეტრიული რეგიონალიზმი ესპანეთს დაშლის(ამ დროს სწორედ მან გადაარჩინა ის).მე გამიჭირდება იმის თქმა ვინაა ესპანეთის ნაკრებში ესპანელი,ვინ კატალონიელი,ვინ ბასკი და ა.შ. მაგრამ ძირითადში რომ შვიდი ბარსელონელი თამაშობს ეს ვიცი.

ჩვენი თანაფორუმელი ასესინო ბასკეთში ცხოვრობს და გუშინდელი თამაშის შემდეგ დაპოსტა, რომ ყურები წაიღეს ღამით ბასკებმა ესპანიას ძახილითო.

მე ეჭვი მაქვს რომ ასეთ მიდგომას ჩვენი ურა პატრიოტი შამილი ვერ გაიგებს.

დიდი თხოვნა მექნება ბატონ asesino_141-სთან დაგვიწეროს ესპანეთის ფეხბურთელები რომელ მხარეებს წარმოადგენენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...