Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- გერმანია – ესპანეთი (პრევიუ)


Recommended Posts

მსოფლიო საფეხბურთო თემი ელოდება მიმდინარე "მუნდიალის" მეორე ფინალისტს, რომელიც 11 ივლისს ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მეორე ფინალისტი კი დღეს გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. შეხვედრა მართლაც, რომ უდიდეს ინტერესს იჩენს და იმედი დავიტოვოთ, რომ ისეთი მატჩი იქნება, როგორიც შეეფერება ამ ორი გუნდის დაპირისპირებას. გერმანელები და ესპანელები ერთმანეც 20–ჯერ გადაეყარნენ, 8 გერმანიამ, ხოლო 6 ესპანეთმა მოიგო, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა. გერმანიის ნაკრებს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, გუნდს ვერ დაეხმარება მათი ბომბარდირი მიულერი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, რაც შეეხებათ "პირინეელებს" მათ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ აწუხებთ. შეხვედრა დურბანის Durban Stadium–ზე გაიმართება და მატჩს უნგრელი ვიქტორ კასაი განსჯის.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...