Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ჰილარი კლინტონი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს საქართველოს გამო: რატომ არის რუსეთი გულგრილი?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/cristian2.gif

 

ფრედ უეირი

 

ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა რუსეთის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო და უკრაინა მოსკოვის გავლენის სფეროში შედის. ამ რეგიონის ხუთ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, მან ასევე მოაწერა ხელი პოლონეთთან ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე შეთანხმებას. რატომ არის რუსეთის რეაქცია ასეთი მშვიდი?

 

მოსკოვი – ყოფილი საბჭოთა რეგიონის ქვეყნებში ბოლოდროინდელი ბლიც-ტურნეს დროს, ჰილარი კლინტონმა თითქმის ყველა იმ ღილაკს დააჭირა ხელი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ კრემლს განარისხებდა და ბრაზისგან წონასწორობას დააკარგვინებდა.

 

მაგრამ როგორი რეაქცია აქვს დღეს რუსეთს? უცნაურად მშვიდი, მიჩუმათებულიც კი.

 

წელიწადზე მეტი დროს გავიდა მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი ორ ყოფილ ზესახელმწიფოს შორის არათანაბარი ურთიერთობების „გადატვირთვას“ შეუდგნენ. დღეს ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის ლიდერები ობამას მოსკოვისთვის საუკეთესო ამერიკელ პარტნიორად აღიქვამენ და არაფრის ისეთის თქმა არ სურთ, რაც მის პოზიციებს დააზარალებს.

 

„ჩვენ გვესმის, რომ ობამას ადმინისტრაციას (ყოფილ საბჭოთა კავშირში) რეპუტაციის გადარჩენა და ქვეყნის შიგნით მემარჯვენეების კრიტიკის მოგერიება სჭირდება“ – ამბობს სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილე ანდრეი კლიმოვი – „წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ს ისეთი პოზიციები ეკავა, რომლებთან გამიჯვნაც რთულია, მაგრამ ძირითადად ეს  უბრალოდ სიტყვებია“.

 

ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა პოლონეთში

 

პოლონეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გეგმამ კრემლი გააბრაზა და მაშინაც კი, როდესაც ობამამ ეს გეგმა შარშან თაროზე შემოინახა, რუსებს შეერთებული შტატების ზრახვებზე კვლავ ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ კლინტონმა შაბათს ხელი მოაწერა 2015 წლიდან S-3 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარის განთავსების შესახებ შეთანხმებას, რუსეთს კი ხმაც არ ამოუღია.

 

პირიქით, დამოუკიდებლობის დღეს მედვედევმა ობამას თბილი მილოცვა გაუგზავნა, რომელშიც ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა ნახსენებიც კი არ არის.

 

„რუსეთ-ამერიკის კონსტრუქციული, კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის ხალხების ჭეშმარიტ ინტერესებს პასუხობს“ – სთქვა მან – „ცალკე აღებული ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიერ მიღწეულის, ჩვენი პარტნიორული თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელობის შემცირება უპერსპექტივო და უსუსური მცდელობაა“.

 

ნატო-ს გაფართოვება?

 

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვება და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღება სულ უფრო ნაკლებსავარაუდოა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და უკრაინის ხელისუფლების მოსკოვის მიმართ მკვეთრი შებრუნების შემდეგ, თუმცა კლინტონმა მისი ვიზიტების დროს უკრაინელებსაც და ქართველებსაც ღიად განუცხადა, რომ მათთვის „ნატო-ს კარი ღია რჩება“.

 

მაგრამ კლიმოვის თქმით – „კლინტონმა იცის, რომ უკვე სხვა დროა, მსოფლიოში დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა… მის წინაშე რთული ამოცანა დგას, ამიტომ ის უფრო რატომ უნდა გავურთულოთ?“

 

საქართველოში კლინტონმა მკაცრად გააკრიტიკა მედვედევის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ყოფილი საბჭოთა კავშირი რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების ზონაა“, სადაც მას ჰეგემონიის შენარჩუნების უფლება აქვს.

 

„შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა მან – „შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს“.

 

კლინტონმა შეაქო კრემლის მოსისხლე მტერი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მხარდამჭერებმაც გასულ თვეში რეგიონალურ არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ასევე მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის მხრიდან თვითგამოცხადებული მინი-რესპუბლიკების, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის „ინტერვენცია და გახანგრძლივებული ოკუპაცია“.

 

თუმცა ამ განცხადებამ მაინც აიძულა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო მდივნისთვის მსუბუქი საყვედური ეთქვა. ორშაბათს მან ჟურნალისტებს განუცხადა – „ვიღაცისთვის ის (სამხრეთ-ოსეთი) ოკუპირებულია, ვიღაცისთვის კი გათავისუფლებული“.

 

კრემლი თავშეკავების დემონსტრირებას ახდენს

 

ექსპერტების თქმით, კრემლი ამ განცხადებების და ქმედებების ფონზე თავშეკავებულობის დემონსტრირებას ახდენს, რადგან მიაჩნია რომ ობამას ადმინისტრაცია თავისი რიტორიკითა და ჟესტებით ბუშის პერიოდის ამერიკის პოზიციებს ადასტურებს, ხოლო თავად იმავდროულად მთელი ძალით აუმჯობესებს მოსკოვთან ურთიერთობებს.

 

„ყველა დედაქალაქში, რომელსაც კლინტონი სტუმრობდა იმეორებდა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან  გადატვირთვის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“ – აცხადებს მოსკოვში წამყვანი საგარეო პოლიტიკური ჟურნალის „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ რედაქტორი თეოდორე ლუკიანოვი.

 

„კლინტონის ვიზიტი (რუსეთის შემოგარენში) მოსკოვში შეაფასეს, როგორც ერთგვარი პასუხი ამერიკელი ნეოკონსერვატორების კრიტიკაზე, როგორც იმის ჩვენების მცდელობა, რომ ობამას არა აქვს მხოლოდ რუსული პოლიტიკა“ – აცხადებს იგი – „ამიტომ კლინტონის სიტყვებს აქ გაგებით შეხვდნენ. რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ობამა საუკეთესო პარტნიორია, რომელიც ვაშინგტონში შეიძლება არსებობდეს და ისეთის არაფრის გაკეთება არ სურს, რაც მის პოზიციებს შეარყევს“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...