Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილმა აღიარა და მოინანია ის, რის გამოც მე მისი დაუძინებელი ოპონენტი ვიყავი


Recommended Posts

"2009 წლის სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩეჩნეთი ახსენა. მედვედევის გამოსვლის საპასუხოდ, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ერთი წლის წინანდელი შეჭრა სავალდებულო ზომად მოიხსენია, სააკაშვილმა დამსწრეებს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებსა და ავღანეთში განხორციელებული სხვა ამგვარი სავალდებულო ინვაზიები შეახსენა, მერე კი მან თქვა: "როგორც ჩანს, ისინი იძულებულები იყვნენ, მიწასთან გაესწორებინათ 400- ათასიანი ქალაქი გროზნო, რათა გაენადგურებინათ ამაყი ჩეჩენი ხალხი, მოეკლათ ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანი - ქალები და ბავშვები".

 

გამოსვლამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღიარა, რომ მმართველობის პირველ წლებში ვლადიმირ პუტინს "ჩეჩნურ სეპარატიზმთან" ბრძოლაში დახმარებას უწევდა, მაგრამ ახლა წუხს ამის გამო და ძველ გადაწყვეტილებებს თავის "მძიმე შეცდომად" მიიჩნევს. ერთი წლით ადრე, საქართველო-რუსეთის ომის დროს გაერო-ს ტრიბუნიდანვე ჩეჩნეთის საკითხი საქართველოს მაშინდელმა წარმომადგენელმა, ირაკლი ალასიანიამაც წამოსწია.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ჩეჩნეთის ტრაგედია, თხუთმეტწლიანი, არსებითად ჯერაც დაუსრულებელი, უპრეცედენტო სისასტიკით გამოწვეული ომი რომ გახსენებოდა, მსოფლიოსგან ღვთის ანაბარა მიტოვებული ამ ხალხის მიმართ მცირე სოლიდარობის გრძნობა მაინც გასჩენოდა, საქართველოს ხელისუფლებას თოთხმეტი წელიწადი და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში გადატანილი რამდენიმედღიანი ომი დასჭირდა.

 

რა თქმა უნდა, "მძიმე შეცდომისთვის" პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეც ნაწილდება. ვიდრე ჩეჩნეთში ათობით ათასი ბავშვი იღუპებოდა, და თითოეულ არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის სპეცსამსახურები სიკვდილს ადევნებდნენ, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ვცხოვრობდით საქართველოში - ჩვენს მღვრიე, მაგრამ ასე თუ ისე დაცულ ყოფაში მეტისმეტად საშინელი ჩანდა ის, რაც მეზობლად, რამდენიმე ასეულ კილომეტრში ხდებოდა, სიკვდილის ყოველდღიურობა მეტისმეტად დამთრგუნველი იყო, რომ ჩვენს რეალობაში შემოგვეშვა. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი კვალი აფხაზეთის ომში რამდენიმე ასეული ჩეჩენი მოხალისეს მონაწილეობამაც დატოვა. ასეა თუ ისე, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენი გულგრილობით, ჩვენც შევუწყვეთ ხელი იმას, რომ ჩეჩნების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ცნობიერების იმგვარ ფორმაში გადაზრდილიყო, რომლის წყალობით, ადამიანებს "სიკვდილი უფრო უყვართ, ვიდრე სიცოცხლე." ეს ფრაზა "ნორდ-ოსტის" მაყურებლების მძევლად ამყვან ერთ-ერთ ტერორისტს ეკუთვნის, რომელიც მან თავის აუდიომიმართვაში წარმოთქვა. მახსოვს, როგორ შეაშფოთა ფრაზამ დანარჩენი, "სტაბილური" სამყარო, რომელსაც სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე ცხოვრების გამოცდილება არ აქვს.

 

ჩეჩნებს საქართველოსგან ავიც ახსოვთ და კარგიც. ახსოვთ პანკისიცა და ისიც, რომ 2004 წლიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არათუ რიგით ჩეჩენს, ნატალია ესტემიროვასნაირ ადამიანებსაც არ შეეძლოთ; ახსოვთ, რა შეუთვალა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ მასხადოვს მეგობრობის წინადადებაზე, ახსოვთ რიგითი მოქალაქეების მიერ გაწვდილი დახმარების ხელიც და ჩეჩენი პატიმრების რუსეთისათვის გადაცემის ფაქტებიც, მათ შორის შევარდნაძის დროიდან, როცა 2002 წლის ოქტომბერში 5 ჩეჩენი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, უკანონოდ გადასცეს რუსეთის მხარეს. ირონია (უფრო სიმწარე) იმაში მდგომარეობდა, რომ ევროსასამართლოს რეკომენდაციას ამ პირთა ექსტრადიციისაგან თავის შეკავების შესახებ სულ რაღაც საათ-ნახევრით დააგვიანდა, რამაც დანარჩენი რვა ჩეჩენი იხსნა, მაგრამ ექსტრადირებულთა შემდგომი ბედი ძალზე დამაფიქრებელი იქნებოდა, რომ არა ადვოკატ ლია მუხაშავრიას თავდადებული მცდელობები. და მაინც, არსებობს რაღაც ძაფები, რომლებიც, მართალია, საქართველოს კავკასიურ პოლიტიკაში აღარ ჩანდა, მაგრამ ჩრდილოეთმა კავკასიამ მაინც გადაარჩინა. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ხალხები მოთმინებით, აუხსნელი კეთილგანწყობით, ქართული მხარის გამოღვიძებას ელოდებოდნენ. საქართველო მათთვის ყოველთვის კავკასიის გული იყო, და დღემდე ასე თვლიან.

 

აშკარაა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთი კავკასიის მიმართ პოლიტიკის მცირე "გადატვირთვა" მაინც მოახდინა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ერთი თვის წინ, 19-21 მარტს თბილისში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაც იყო, სახელწოდებით "უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის". კონფერენციის ორგანიზება ჯეიმსთაუნის საერთაშორისო ფონდმა და ილიას სახელობის უნივერსიტეტმა ითავა. ჩრდილოკავკასიელი ხალხების სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოლიტიკასთან დაახლოებული წრეების (ძირითადად ევროპული დიასპორებიდან) წარმომადგენლებთან ერთად მის მონაწილეთა შორის რამდენიმე მსოფლიო დონის მეცნიერი და ცნობილი ჟურნალისტიც იყო. კონფერენციის ბოლო დღემ, რომელსაც დავესწარი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ორგანიზების საუცხოო დონე სულაც არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, მონაწილეების უდიდეს ნაწილს თბილისური კონფერენციიდან საუცხოო შთაბეჭდილება დარჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში, რომელსაც "მძიმე შეცდომების" მიუხედავად ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი კვლავაც "დედა-საქართველოდ" მიიჩნევს, კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლები ერთმანეთს საერთო მომავალზე სასაუბროდ შეხვდნენ."

 

 

 

 

სრული ტექსტი იხილეთ ამ ლინკზე : http://shokoladi.ge/node/4060

 

 

მოკლედ სააკაშვილმა მოინანია ის, რის გამოც მე მისი დაუძინებელი ოპონენტი ვიყავი, ანუ მოინანია ის რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელი გაუწოდა პუტინს ჩრდილოკავკასიელ პარტიზანებთან ბრძოლაში დასახმარებლად. დღეს მოსწონს ეს ვინმეს თუ არა სააკაშვილი გვევლინება როგორც საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის ერთ ერთი ლიდერი. მე რაღა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ამ წინააღმდეგობის ფრონტს ჰყოლოდა გაცილებით შეუპოვარი, პრინციპული და უშიშარი ლიდერი, ისეთები როგორებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი. მაგრამ ასეა თუ ისე დღეს სააკაშვილი გვევლინება როგორც საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის ერთ ერთი ლიდერი.

 

ეხლა როდესაც სააკაშვილმა აღიარა თავისი უღირსი საქციელი ჩრდილოკავკასიასთან მიმართებაში და დაიწყო ამ დანაშაულის გამოსწორება, მე როგორც ამ ქვეყნის და კავკასიის ერთ ერთი შვილი და როგორც იბერო კავკასიური მოდგმის ერთ ერთი შთამომავალი მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, რომ მან აღიაროს შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილეობის დროინდელი საკუთარი უღირსი და მუხანათური საქციელი, როდესაც მან რუსეთს გადასცა მოძმე საქართველოს შეფარებული თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩეჩენი ლტოლვილები. ამით მან დაარღვია კავკასიური სტუმარ მასპინძლობის ადათი და გადალახა მორალის ყველანაირი ზღვარი.

მე როგორც ამ ქვეყნის და კავკასიის ერთ ერთი შვილი და როგორც იბერო კავკასიური მოდგმის ერთ ერთი შთამომავალი მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, რომ მან აღიაროს საკუთარი უღირსი საქციელი და დარჩენილი ცხოვრება მოახმაროს კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩაიწერება გრიგოლ ორბელიანის, მუსა შანიბოვის, ლაბაზანოვის და სხვა კავკასიის მოღალატეების სიაში.

 

 

 

გაუმარჯოს თავისუფალ და ერთიან კავკასიას.

 

დიდება იბერო კავკასიური მოდგმის ერთა ბრძოლას თავისუფლებისთვის

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ასეა თუ ისე დღეს სააკაშვილი გვევლინება როგორც საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის ერთ ერთი ლიდერი.

შამილ, მეტ ნაკლებად ვიცნობ ვაინახებს და დაღესტნელებს, ჩერქეზებსაც, ნუ,

ეხლა ადამიანი ადამიანია, ყველა ინდივიდია, მაგრამ ამ ჩრდილო კავკასიელებს თავისი გენეტიკური თავისებურებებისა და მენტალიტეტის გამო უზომოდ სძულთ ლაჩარი ადამიანი :yes:

ამ ხალხებს შერჩათ ის რაც დაკარგა ბევრმა ჩემმა თანამემამულემ ანუ ღირსება, ხოლო ღირსეული ადამიანისთვის ასეთი პედერასტი ლიდერი როგორიც სააკაშვილია-მიუღებელია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილ, მეტ ნაკლებად ვიცნობ ვაინახებს და დაღესტნელებს, ჩერქეზებსაც, ნუ,

ეხლა ადამიანი ადამიანია, ყველა ინდივიდია, მაგრამ ამ ჩრდილო კავკასიელებს თავისი გენეტიკური თავისებურებებისა და მენტალიტეტის გამო უზომოდ სძულთ ლაჩარი ადამიანი :yes:

ამ ხალხებს შერჩათ ის რაც დაკარგა ბევრმა ჩემმა თანამემამულემ ანუ ღირსება, ხოლო ღირსეული ადამიანისთვის ასეთი პედერასტი ლიდერი როგორიც სააკაშვილია-მიუღებელია

მე ძალიან კარგად ვიცნობ ვაინახებს, კონკრეტულად ქისტებს და მეც ვიცი რომ ისინი სააკაშვიულს სერიოზულად არ აღიქვამენ და ისიც ვიცი რომ ჩეცნები და ინგუშები აღიქვამენ მაინცდამაინც სერიოზულად, მაგიტომ მიწერია ეს ფრაზა "მე რაღა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ამ წინააღმდეგობის ფრონტს ჰყოლოდა გაცილებით შეუპოვარი, პრინციპული და უშიშარი ლიდერი, ისეთები როგორებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი", მაგრამ ასეა თუ ისე მაინც იმედის თვალით უყურებს ბევრი. მაგალითად ხიზრი ალდამოვი. იმედი ვიქონიოთ რომ საქართველოში მალე გამოჩნდება მასზე მეტად ეროვნული, ანტირუსული კურსის ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგება საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტს.

 

ისე ჩერქეზებს საიდან იცნობ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

იმედი ვიქონიოთ რომ საქართველოში მალე გამოჩნდება მასზე მეტად ეროვნული,

იქნებ ერთი ფაქტი მოგეყვანა მისი ოდნავ მაინც ეროვნული(ქართული) საქმისა.

ანტირუსული კურსის ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგება საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტს.

ანტირუსული მარტო შეიძლება განცხადება გაუკეთებია,საქმით კი პრორუსულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...