Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ჰილარი კლინტონი ცენტრალურ ევროპასა და კავკასიასთან ურთიერთობებს აგვარებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

სარედაქციო წერილი  

 

სახელმწიფო მდივან ჰილარი როდჰემ კლინტონს გასულ შაბათ კვირას ისეთი ვიზიტები ჰქონდა, რომლებსაც შეიძლება „კომპენსაციის ტურნე“ უწოდო. ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში იგი იმ ქვეყნებს ესტუმრა, რომლებიც ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან „გადატვირთვის“ სასარგებლოდ მათი მეგობრობის იგნორირებაში ადანაშაულებდნენ. ამ ტურნეს დროს კლინტონი სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიის გავრცელებაზე ისაუბრა, რომელსაც ადმინისტრაცია და თავად კლინტონიც, აშკარად ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

ასეთი დამამშვიდებელი დიპლომატია თანმიმდევრული პოლიტიკის ღირსეული შემცვლელი ვერ გახდება, მაგრამ მაინც ძალიან სასარგებლოა. თბილისში სახელმწიფო მდივანმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის ფავორიტის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა, რომელიც ობამასთან შეხვედრას ჯერ ვერ ეღირსა, იგი დაარწმუნა: „ჩვენ საქართველოს პარტნიორები ვართ. მხარს ვუჭერთ საქართველოს სიტყვით და საქმითაც“. კლინტონმა დასძინა, რომ ადმინისტრაცია ღიად გამოხატავს იმას, რომ არ ეთანხმება რუსეთს საქართველოს ტერიტორიების გახანგრძლივებული ოკუპაციის გამო, ასევე უარყოფს მოსკოვის პრეტენზიებს გავლენის სფეროზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, როგორიც საქართველოა.

 

პოლონეთში, სადაც ობამას ადმინისტრაციამ აურზაური გამოიწვია მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების შესახებ შეთანხმებაზე, კლინტონმა ხელი მოაწერა შეთანხმების შეცვლილ ვარიანტს საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ სიკორსკისთან ერთად, რომელმაც განაცხადა, რომ მის მთავრობას „ახალი კონფიგურაცია უფრო მოსწონს“. ასეთმა განცხადებამ შეიძლება შეასუსტოს რესპუბლიკელების კრიტიკა ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმების ცვლილებაზე. უკრაინაში სახელმწიფო მდივანმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ახალ მთავრობასთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობის კრემლისკენ იხრება.

 

კრაკოვში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიების თანამეგობრობის“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა სამოქალაქო საზოგადოებას აბსოლუტურად სამართლიანად უწოდა „თავისუფალის ქვეყნის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ყურადღება გაამახვილა „კრიზისზე“: „სახელმწიფოები მთელ მსოფლიოში ნელ-ნელა ანგრევენ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანურ სულს“. მან მაგალითებად მოიყვანა რეპრესიები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კუბა, ეგვიპტე და ჩინეთი, ასევე რამდენიმე მოკრძალებული, თუმცა სასარგებლო ანტი–ზომების ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის ფონდის შექმნით „ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის მხარდასაჭერად, რომლებსაც დევნიან“.

 

კლინტონის ღირსებისთვის უნდა ითქვას, რომ ის საკუთარი განცხადებების განწყობის თანახმად მოქმედებდა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც, ქვეყანაში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგორესურსების მწარმოებელია და სადაც ავტოკრატიული რეჟიმი მოქმედებს. სახელმწიფო მდივანი იქ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს შეხვდა და საჯაროდ დააყენა ორი ბლოგერის პატიმრობის საკითხი. მაგრამ როდესაც პრესკონფერენციის დროს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ჰკითხეს, მან ილჰამ ალიევის რეჟიმს დაუმსახურებლად მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანში უზარმაზარი პროგრესი სახეზეა“.

 

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა უმალ შეახსენა მას, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებები მისი მოსაზრების საწინააღმდეგოა. ასეთი წამოცდენა, ალბათ, გასაგებია: კლინტონი ხომ აზერბაიჯანში მეგობრული რეჟიმის მოსაფერებლად ჩავიდა. მაგრამ როგორი გამართლებულიც არ უნდა იყოს ასეთი მაღალი შეფასებები, ის გულწრფელობის ფასად არ უნდა ჯდებოდეს.  

 

ორიგინალი         

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...