Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კლინტონის დაბალანსების აქტი რუსეთის მეზობლებთან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg

 

ტომ ესლემონტი

 

 

ჰილარი კლინტონის ელვისებურ ტურს უკრაინაში, პოლონეთსა და კავკასიაში ბევრი მიზანი ჰქონდა, თუმცა მათგან ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

 

ერთი მხრივ, მოგზაურობის მიზანი იმ კრიტიკოსების გამოწვევა იყო, რომლებიც აცხადებენ, რომ ობამას მთავრობა საკმარის ყურადღებას არ უთმობს დემოკრატიის პრობლემებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთ დროს მოსკოვის გავლენის სფეროში შედიოდნენ, მეორე მხრივ კი მოგზაურობა მიზნად ისახავდა ამ ქვეყნების მთავრობების იმაში დარწმუნებას, რომ მათ ძველებურად აქვთ ამერიკის მხარდაჭერა.  

 

მისი მოგზაურობა იმ დროს დაემთხვა, როდესაც ვაშინგტონი აახლებს და აფართოვებს მოსკოვთან თანამშრომლობას – პოლიტიკა, რომელიც „გადატვირთვის“ სახელითაა ცნობილი.

 

პირველ რიგში მოგზაურობა წარმოდგენილი იყო, როგორც დემოკრატიის ტური, აშშ–ს ინტერების წარმოჩენა, რომ მათ  უფრო ძლიერი და თავისუფალი საზოგადოებების ხილვა სურთ.

 

მისი ყოვლისმომცველი გზავნილი ჩადებული იყო მის სიტყვაში, რომელიც პოლონეთში წარმოთქვა. მაღალი რანგის ჩინოვნიკების აუდიტორიის წინაშე, ქალბატონმა კლინტონმა 65 წლის წინ ვინსტონ ჩერჩილის მიერ წარმოთქმული გაფრთხილება გაიხსენა, რომ ევროპაში რკინის ფარდა ეშვებოდა.        

 

„ჩვენ უნდა ვუფრთხოდეთ იმ რკინის მარწუხებს, რომელთა დახმარებით ბევრი მთავრობა ნელ-ნელა ანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანურ სულს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

ის გულისხმობდა ზიმბაბვეს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ეთიოპიას, კუბას, ეგვიპტეს, ირანს, ვენესუელას, ჩინეთს და განსაკუთრებით რუსეთს.

 

თუმცა მის მიერ შერჩეული სიტყვების თანმიმდევრობა იმაზე მიანიშნებდა, რომ მის მოგზაურობაში შემდეგი პუნქტი აზერბაიჯანი იყო – ადგილი, რომელსაც ევროპის უფლებადამცველთა ჯგუფები ჟურნალისტებისა და ბლოგერების დაპატიმრების გამო აკრიტიკებენ.

 

„გადატვირთვაზე“ წუხილი

 

იქ მან დემოკრატიის საკითხებზე ფრთხილი მიდგომა გამოავლინა და ნეგატიურის ნაცვლად, პოზიტიური მომენტების ხაზგასმა არჩია.  

 

მან განაცხადა, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორი ბლოგერის საკითხი დააყენა, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს, თუმცა ღია ბრალდებებისგან თავი შეიკავა.   

 

„ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა კლინტონმა.

 

აზერბაიჯანში დელიკატური დაბალანსების აქტი არა იმდენად რუსეთს უკავშირდებოდა, რამდენადაც ავღანეთს. იგი ბაქოს, ამ საკვანძო სატრანზიტო ქვეყანასთან გაუარესებული ურთიერთობების გამოსწორებისთვის ეწვია.    

 

2001 წლის შემდეგ აზერბაიჯანი ავღანეთისკენ მიმავალმა აშშ–ს ათასობით თვითმფრინავმა გადაკვეთა, რომლებსაც იქ სამხედროები და აღჭურვილობა გადაჰქონდათ.

 

საქართველოში, რომელმაც ავღანეთში 700 სამხედროზე მეტი გააგზავნა, სახელმწიფო მდივანი ასევე ფრთხილად მოქმედებდა. მან მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეაქო.

 

„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში რეალურ პროგრესს მიაღწია… ცხოვრების დონის გაუმჯობესებით, კორუფციის შემცირებით და ეკონომიკური სისტემის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი გარდაქმნით მსოფლიოში“, – განაცხადა მან პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.  

 

თუმცა, ერთ–ერთი ანალიტიკოსის თქმით ამერიკამ დემორატიის საკითხების იგნორირება არ უნდა მოახდინოს.

 

ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ამერიკაში შეიქმნა მითი, რომლებიც ისეთ ქვეყნებში არსებულ შიშებს ეფუძნებოდა, როგორიც საქართველოა: რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკა მათ იგნორირებას გულისხმობდა.

 

„ეს მითი პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, რაც ხელს უშლის აშშ–ს ისეთ პრობლემებზე საუბარს, როგორიცაა საქართველოს არათანმიმდევრული ნაბიჯები დემოკრატიის გზაზე“, – განაცხადა მან.   

 

„ოკუპაცია“

ვიდრე ქალბატონმა კლინტონმა გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჯერა გავლენის სფეროების, ის აშკარად ცდილობდა ბალანსის დაცვას, რომ ერთი მხრივ საქართველოს და უკრაინის პრო–დასავლური ძალებისთვის ესიამოვნებინა და  მეორე მხრივ მოსკოვი არ გაენაწყენებინა.  

 

უკრაინაში, ქალბატონმა კლინტონმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს უთხრა, რომ ნატოს პოტენციური წევრობისთვის მათთვის კარი ღიაა.

 

თბილისში, ქალბატონი კლინტონი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების საქართველოს აჯანყებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) ყოფნა „ოკუპაციაა“ – სიტყვა, რომელიც მუსიკასავით ჩაესმა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომლებიც აქტიურად ლობირებენ იმას, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ეს სიტყვა გამოიყენონ.

 

ქალბატონმა კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მუშაობდა რუსეთის დარწმუნებაზე, რომ მას არმიის ომამდელ  პოზიციაზე გაყვანის შეთანხმება დაეცვა, როგორც ამას დათანხმდა 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

 

ზოგიერთ წრეებში ეს შეერთებული შტატების მხრიდან ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, როგორც საქართველოა, გზის გამარტივებად აღიქმება.   

 

„თუკი შეერთებული შტატები მართლაც დაინტერესებულია ამ ქვეყნებით, მაშინ ის არ უნდა უფრთხოდეს საქართველოს მთავრობის კრიტიკას“, – ამბობს მიტჩელი.      

 

„შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს მის სტრატეგიაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მიმართ, და არ უნდა აარიდოს ამას თავი მხოლოდ იმის გამო, რომ თბილისში ვიღაცის გაღიზიანება არ სურს“, – უთხრა მან BBC–ს.

 

ქალბატონი კლინტონის ვიზიტი რომ დელიკატური დაბალანსების აქტი იქნებოდა, მოსალოდნელი იყო: რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დაკმაყოფილება, მოსკოვის განაწყენების გარეშე.

 

და ბოლოს, ქვეყნებმა, რომლებსაც ის ესტუმრა, მხარდაჭერა მიიღეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რომ ყველა ბედნიერი ვერ დარჩება შეერთებულმა შტატებმა ეს იცის.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...