planetanews Posted July 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/still_polish-150x150.jpgპოლონური ოჯახები კახეთში. დავიწყებული მშობლიური ენა, რომელსაც მეხუთე თაობა ლაგოდეხში დღეს თავიდან სწავლობს. საუკუნის წინ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი სამხედრო პირების შთამომავლები, რომლებიც არასდროს ყოფილან ისტორიულ სამშობლოში. და მაინც პოლონელები. ზვიად რუაძის ფილმი, ლაგოდეხი, კახეთი, საქართველო, ივლისი 2010itv გთავაზობთ სტუდია „თვითმხილველის” მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების სერიას, რომელიც საქართველოს რეგიონების ცხოვრებას ასახავს. რეპორტაჟებისა და სიუჟეტების ავტორები თავად ამ რეგიონების მაცხოვრებლები არიან. სტუდია „თვითმხილველი” ჟურნალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელ „მოქალაქე-რეპორტიორთა” ქსელია, რომელიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიიური პროდუქციის საშულებით აშუქებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო მედია ორგანიზაცია “გოუ ჯგუფი”-ს (Go Group Media) მიერ, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა ჯგუფმა 2009 წელს დააფუძნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/still.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts