planetanews Posted July 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2010 ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში 7-9 ივლისს სამდღიანი ტრეინინგი თემაზე “შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მართვის სისტემები. რისკის შეფასება საწარმოთა დონეზე” ჩატარდება. აღნიშნულ ტრეინინგს ჩაატარებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაეწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პროფ-კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები საწარმოებიდან და კომპანიებიდან. საქართველოს დამსაქმებლთა ასოციაცია მთავრობასთან და პროფკავშირებთან ერთად აქტიურად მუშაობს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მხრივ. ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა, შრომის უსაფრთხოების საკითხები საწარმოთა დონეზე, მათი დანერგვა კომპანიებში რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა უბედური შემთხვევები. ტრეინინგის ფარგლებში მეორე დღეს დაგეგმილია მონაწილეების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მივლინება კომპანია “მითანაში” საწარმოს პროცესების გაცნობის და რისკების შეფასების მიზნით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts