planetanews Posted July 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2010 მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ურუგვაი – ჰოლანდია მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა და "ნარინჯისფერელებმა" შეძლეს ურუგვაელთა დამარცხება ანგარიშით 3:2. ამ გამარჯვებით კი ჰოლანდია პირველად 32 წლის შემდეგ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და უდიდესი შანსი მიეცა ოქროს მედლების დაუფლების. მატჩის პირველ ტაიმში თანაბარი თამაში ვიხილეთ და ორივე გუნდის ფეხბურთელები მეტოქეთა კართან ხიფათს ქმნიდნენ. შეხვედრის პირველი გოლი მე–18 წუთზე გუნდის კაპიტანმა ვან ბრონხოშტმა გაიტანა, რომელმაც შორეული დისტანციიდან ულამაზესი გოლი გაუტანა მეკარე მუსლერას. სამხრეთ ამერიკელებმა წონასწორობის აღდგენა ტაიმის მიწურულს 41–ე წუთზე შეძლეს, როდესაც დიეგო ფორლანმა შორიდან დაარტყა და მეკარე სტეკელენბურგის კარში ბურთი გაეხვა 1:1. სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ურუგვაელებს ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ევროპელთა კართან თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგად ჰოლანდიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სნეიდერმა გუნდი დააწინაურა 2:1. გოლის გაშვების შემდეგ ურუგვაის ნაკრები აშკარად გატყდა, რასაც სამ წუთში რობენის თავით გატანილი გოლი მოჰყვა და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. ბუნებრივია ორ ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ურუგვაელთათვის საკმაოდ რთული გახლდათ, თუმცა მატჩის მიწურულს მაინც შეძლეს კიდევ ერთი ბურთის გატანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე პერეირამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 2:3. დარჩენილ დროში კი არაფერი შეცვლილა და მატჩის დასრულების შემდეგ ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა ჰოლანდიელთა სასარგებლოდ. მაშ ასე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები "მუნდიალის" ფინალშია და იგი დღეს გასამართ გერმანია - ესპანეთის გამარჯვებულს შეხვდება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts