Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აშშ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის გამო საქართველოს დამშვიდებას ცდილობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

მერი ბეტ შერიდანი  

 

თბილისი, საქართველო – სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდჰემ კლინტონმა ორშაბათს მისი მოგზაურობა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში საქართველოს პრო–ამერიკელი ლიდერების იმაში დარწმუნებით დაასრულა, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების გამო, ისინი არავის მიუტოვებია.

 

ურთიერთობების „გადატვირთვამ“ ეს პატარა ქვეყანა ააღელვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია მყარად დამკვიდრდა ორ გამოყოფილ რეგიონში, სადაც 2008 წელს ხანმოკლე ომი გაჩაღდა.

 

საქართველოში მისი ექვს-საათიანი გაჩერების დროს, კლინტონი ადმინისტრაციის პოლიტიკას იცავდა, აცხადებდა რა, რომ რუსეთთან პარტნიორობას ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს, როგორიცაა ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ შეთანხმება. მაგრამ მან საქართველოსადმი დიდი ხნის მხარდაჭერაც დაადასტურა.   

 

„ჩვენ განვაგრძობთ პროტესტს და კრიტიკას რუსეთის ქმედებების მიმართ, რომლებიც ჩვენი აზრით არასწორია.  საქართველოში ინტერვენციის და ოკუპაციის საკითხი სიის სათავეშია“, – განაცხადა მან.     

 

ამ განცხადებას რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის რეაქცია მოჰყვა, რომელმაც რუსეთის ქმედება შეაფასა არა როგორც ოკუპაცია, არამედ გათავისუფლება, იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო.  

 

ეს 4.5 მილიონიანი მშფოთვარე ერი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ფავორიტი იყო, რომელიც 2003 წლის ცნობილი „ვარდების რევოლუციისთვის“ მას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა. ბუში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხუთჯერ შეხვდა და 2008 წელს რუსეთის სამხედრო აქციისადმი პროტესტის ნიშნად მოსკოვთან სამოქალაქო ბირთვულ თანამშრომლობაზე შეთანხმება გადადო.    

 

პრეზიდენტი ობამა პირიქით, სააკაშვილს არ შეხვდა და მაისში რუსეთთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის პროცესი წამოიწყო, მიმართა რა კონგრესს, რომ საქართველო „დაბრკოლებად აღარ უნდა ჩაითვალოს“. ამას კრიტიკის ტალღა მოჰყვა, რომ ობამამ რუსეთის მეზობლები გაწირა.

 

ამ ბრალდებებს კლინტონმა ორშაბათს უპასუხა, განაცხადა რა, რომ ამერიკის მთავრობა რუსეთზე ზეწოლას განაგრძობს, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და მისი არმია გაიყვანოს.

 

„ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთდროულად იაროს და საღეჭი რეზინიც ღეჭოს“, – განუცხადა მან ქალთა ლიდერების აუდიტორიას.  

 

თუმცა, კლინტონმა აღიარა, რომ საქართველოს დავის გადაწყვეტა რთულია. მისი ვარაუდით, ამ ორი სეპარატისტული რეგიონის (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის) დასაბრუნებლად ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გზა გაუმჯობესებული პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატით მოზიდვაა.

 

„ეს არის შენიშვნა (რუსეთის მიმართ), რომელზეც ვერავინ იდავებს“, – თქვა მან. მან გააფრთხილა საქართველო არ უპასუხოს პროვოკაციებს ძალადობით, და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს განაგრძობს.

 

სააკაშვილი კმაყოფილი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ობამა რუსეთის სამხედრო ქმედებებს „ინტერვენციას“ უწოდებს, და არა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

 

„საბოლოო ჯამში, თუკი გადატვირთვა შედეგად მოიტანს უფრო მოდერნიზებულ, უფრო გახსნილ რუსეთს, ეს ყველასთვის კარგი იქნება“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.    

 

რუსეთი უარყოფს, რომ მის არმიას ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი, აცხადებს რა, რომ ისინი დღეს დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, რომლებმაც რუსეთს იქ დარჩენა თავად სთხოვეს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მთავრობებმა, რომლებსაც ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს, ორშაბათს კლინტონის განცხადებაზე, რომ ისინი „ოკუპირებული“ ტერიტორიებია, პროტესტის ნიშნად ანალოგიური განცხადებებით უპასუხეს.

 

კლინტონის ოთდღიანი მოგზაურობა ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში აგებული იყო შაბათს დემოკრატიის შესახებ პოლონეთში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კოფერენციის ირგვლივ. მაგრამ ტურის მიზანი იყო ასევე ურთიერთობების განმტკიცება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ობამას ადმინისტრაციის პირობებში მარგინალიზაციის შიში გაუჩნდათ. მოგზაურობა მოიცავდა ასევე ვიზიტებს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

 

„ჩვენ უდიდესი ყურადღება დავუთმეთ რუსეთთან ურთიერთობებს. ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობებია“, – განაცხადა დევიდ კრამერმა, ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივინის თანაშემწემ. „მაგრამ ჩვენ ძალიან უმნიშვნელო ყურადღება დავუთმეთ ყველა ამ დანარჩენ ქვეყანას, და ვფიქრობ რომ ეს შეცდომა იყო“.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...