planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ტელეკომპანია „თრიალეთმა" 26 ივნისის შემდეგ ადგილობრივი პოლიციელები ზეწოლაში არაერთხელ დაადანაშაულა. 26 ივნისს გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით კამერა დააბრუნეს, მაგრამ გადაღებული მასალა წაშლილი აღმოჩნდა... გაზიარება[გოგა აფციაური, გორი. 22:21 06-07-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDN0HiXCnHI/AAAAAAAAD5g/iKcAhrJ8fac/s200/oppression.jpgკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ორი დღის წინ საპატრულო პოლიციის მიერ ზეწოლაზეც ამახვილებს ყურადღებას. Media.Ge-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 45 წუთის განმავლობაში უსაფუძვლოდ გააჩერა. იგი ჯერ სიმთვრალის ტესტზე შეამოწმეს, მას შემდეგ კი, რაც ნასვამი მდგომარეობა არ დადასტურდა, ეკიპაჟის წევრები ალთუნაშვილი და ასლანიშვილი ავტომანქანის საბუთებით დაინტერესდნენ. საპატრულო პოლიცია 45 წუთის განმავლობაში არკვევდა, იყო თუ არა ავტომანქანა მონაცემთა ბაზაში. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ნანეტაშვილი ამბობს პოლიციელები მას ცინიკურად და დამამცირებლად მიმართავდნენ. ცნობისათვის, ნანეტაშვილს "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომანქანა უკვე წლებია ჰყავს და აქამდე პრობლემა არ შექმნია.როგორც ბადრი ნანეტაშვილი ყვება, როცა გაირკვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, პატრულმა ტელეკომპანიის დამფუძნებელი უბოდიშოდ გაუშვა და აღნიშნა, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამ ქმედებას ნანეტაშვილი მასზე და ტელეეკომპანიაზე ზეწოლის მორიგ ფაქტად აფასებს, მისი აზრით, საპატრულო პოლიცია სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის დავალებას ასრულებს. ჯუღელთან დაპირისპირება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს 26 ივნისს , სტალინის მონუმენტის დემონტაჟის დროს დაეწყოთ. „თრიალეთის" ჟურნალისტის ლადო ბიჭაშვილის თქმით, მაშინ პოლიციელების მიერ წართმეული კამერა ჯუღელმა დააბრუნა.ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაზე ზეწოლა მას შემდეგ გძლიერდა, რაც „თრიალეთმა" ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემების რეტრანსლირება დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია: "სამართალდამცავებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ გამახვილებული „თრიალეთის" თანამშრომლებზე. ტელეკომპანიის შენობასთან მუდმივად დგანან სპეცსამსახურების ავტომანქანები, რაც ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე.ტელეკომპანია შეახსებს, რომ სამართალდამცავების მიერ მთზე პირველი ზეწოლის შემთხვევა 26 ივნისს სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს მოხდა, როცა ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორს იმედა გოგოლაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ვიდეოკამერა წაართვეს, გადაღებული მასალა წაუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ამ ფაქტის შემდეგ „თრიალეთმა" გორის საოლქო პროკურატურაში საჩივარი ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლის გამო შეიტანა, მაგრამ ამ დრომდე არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც გამოძიებაა დაწყებული."შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი კატეგორიულად უარყოფს „თრიალეთზე" ზეწოლის ფაქტს, Media.Ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიცია სრულიად სხვა სამსახურია, სხვა ხელმძღვანელით, რომელსაც ვერაფერს დაავალებს. ჯუღელი აცხადებს, რომ "თრიალეთის" მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მათი ბრალდება აბსურდულია. ჯუღელის თქმით, პირიქით, ტელეკომპანიის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი და მისი ჟურნალისტები საკუთარი მანქანით არაერთხელ წაუყვანია გადაღებაზე, რომ ადგილობრივ ტელევიზიასაც ჰქონოდა ის მასალები, რასაც სხვა დანარჩენი არხები იღებდნენ.განცხადების ბოლოს ტელეკომპანია „თრიალეთი" მხარდაჭერისთვის მიმართავს ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს." მოვითხოვთ მოგვეცეს საშუალება, რომ ობიექტურად და სამართლიანად შევასრულოთ საქმიანობა. გვინდა, რომ ჩვენი ტელევიზია ემსახურებოდეს თავისუფალ სიტყვას და სიმართლეს. მაგრამ მიგვაჩნია, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვართ დაუცველნი, რადგან გვებრძვის უზარმაზარი ძალა და არსებობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საშიშროება", - ნათქვამია განცხადებაში. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს , რომ მათ მიმართვას პირველ რიგში ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გამოეხმაურება, რომელსაც კომპანიისთვის თანადგომა არაერთხელ გამოუცხადებია.media.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts