planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე ტური ზუგდიდში ხმაურით დასრულდა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა 4 აბიტურიენტი და 5 ქალბატონი სცემეს.გაზიარება[ილია ჩაჩიბაია. 22:51 07-07-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDN64S4AY7I/AAAAAAAAD5o/na75aAIwtes/s200/mariam+qardava.gifპოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზი ლაშა ქარდავას ხმამაღალი საუბარი გახდა. ქარდავა დაბა ჯვარის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან გამოცდიდან გამოსულ ახლობელს ხმამაღლა დაუძახა „აქ ვდგავარო“. პოლიციის ყურადღებაც ამით მიიპყრო.როგორც ინციდენტის თვითმხილველმა მარიამ ქარდავამ გვიამბო: „იქვე პოლიციელები ქეიფობდნენ, არაყს სვამდნენ. ლაშას მისცვივდნენ და უყვირეს, რას ღრიალებო. ბიჭმა ხელები ასწია და იკითხა: არ შეიძლება, მეგობარს დავუძახოო? – სწორედ, ამ დროს ერთ–ერთი ფორმიანი მივიდა მასთან და საყელოში ხელი ჩაავლო. ლაშამ ითხოვა, მისთვის თავი დაენებებინათ. როდესაც ეს თქვა რაიონული პოლიციის თანამშრომლები მისცვივდნენ და დაუწყეს ცემა. გადაუგრიხეს ხელები და გადაათრიეს იქვე, სტადიონის ტერიტორიაზე. ლაშა ქარდავამ ცემისა და შიშისგან გონება დაკარგა. ამ დროს მათთან 10 სხვა პოლიციელიც მოვიდა და უკვე ერთობლივად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას“.მარიამ ქარდავა ძირს დაცემული ახალგაზრდის საშველად პოლიციელებს წინ გადაუდგა, ამ დროს გოგონას სამართალდამცავებმა ძლიერი მუშტი უთავაზეს და იარაღით დაემუქრნენ. მარიამს იქ მყოფმა რამოდენიმე ქალბატონმაც მიბაძა.„ვცდილობდით, ლაშა ხელიდან გამოგვეგლიჯა პოლიციელებისთვის, უკვე ბევრნი ვიყავით. მაგრამ ვერაფერი მოვახერხეთ. ძალოვანები მთვრალები იყვნენ. არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებს – ყველას სცემდნდნ. მეც გვარიანად მომხვდა. ნაცემები არიან: ხათუნა ციმინტია, ხათუნა შონია და კიდევ ერთი ქალბატონი გვარად ლაგვილავა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. სხვების ვინაობა არც მახსოვს. ერთ–ერთი პოლიციელი გონდაკარგული ლაშა ქარდავასთვის წიხლის ჩარტყმას აპირებდა. ვეხვეწებოდი, დაინდეთ, ასე ნუ მოიქცევით-მეთქი. მაგრამ მეც დამარტყა. წავიქეცი. სწორედ, ამ დროს გადამეფარა ერთი ჩემი ახლობელი და პოლიციელს უთხრა: გოგოს თავი დაანებეო... ლაშა ჩატენეს მანქანაში და პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს“, – იხსენებს მარიამ ქარდავა.შემთხვევას საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი ორასამდე მოქალაქე შეესწრო. „ახალი 7 დღე“ დაზარალებული ოჯახის ერთ–ერთ ახლობელს გაესაუბრა.ქეთი ქარდავა: „ბიჭს სტადიონის მიმართულებით მიათრევდნენ. ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა. მივხვდი, რომ სერიოზულ ფაქტთან გვქონდა საქმე. არც გამხსენებია რეგისტრაცია რომ მეწყებოდა და გავიქეცი ცენტრალური სტადიონის მიმართულებით. ლაშა ქარდავა გულწასული იყო, მას წიხლებს ურტყამდნენ ფორმიანები. მის გადარჩენას ვცდილობდით. უხეშად გვექცეოდნენ. დედაჩემიც წააქციეს. ჩემი მოგვარე ბავშვი სცემეს. იძახდნენ, გაათრიეთ ეს ბავშვებიო... შემდეგ მანქანაში ჩააგდეს ლაშა. როგორც ვიცი, კვლავ ურტყამდნენ.ამათ სამართალდამცავები ჰქვიათ?! თუ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა დაგვიცვან, მაშინ მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე ხალხნო! კიდევ 3 გამოცდა დამრჩა ჩასაბარებელი და კვლავ შიშში უნდა ვიყო, რომ ეს ადამიანები დაცვის მაგივრად, არ ვიცი, რა მდგომარეობაში ჩამაგდებენ.პოლიციელების სახეებიც მახსოვს. ზუსტად ვიცი, ერთ–ერთი მათგანი ლევან ქირია იყო. ალკოჰოლური ნივთიერებით ყველაზე მეტად ის გახლდათ მთვრალი“.ლაშა ქარდავას ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები მომხდართან დაკავშირებით საუბარს ერიდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა ქარდავას გათავისუფლება წუხელ გვიან ღამით სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას, ჩარევის შედეგად მოხერხდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ, მეგის ქარდავამ აუკრძალა ოჯახს ხმის ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოზარდისთვის ბრალის წაყენებით დაემუქრა.მომხდარი ფაქტით საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ სამეგრელო–ზემო სვანეთის ფილიალის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მოძრაობა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას აპირებს."ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts