planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 7 ივლისს, 10.00 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში”, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისია სამუშაო შეხვედრას გამართავენ. 7 ივლისს, 10.00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგს ჩაუტარებენ.მის: გაზაფხულის ქ. #14საკონტაქტო პირი თამთა გერგედავა, ტელ.: 879 47 44 30; 899 47 44 30 7 ივლისს, 10.30 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის მეოთხე რეგიონული აკადემიური სამიტი და სემინარები დაიწყება.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის II კორპ, II სართ, ფიზიკის დიდი აუდიტორია 7 ივლისს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე საჯარო სკოლების 100-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.თემა: “ახალი სადამრიგებლო პროგრამა”.მის: უზნაძის ქ. №52 7 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო `რედისონში~, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, ღონისძიება გაიმართება, რომლის დროსაც საფერავის ყურძნისგან დამზადებული წვენის “ნატვიტის” პრეზენტაცია შედგება. 7 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტის გოგი ნანეიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. 7 ივლისს, 12.00 საათზე, ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს.მის: წერეთლის გამზ. #67ა 7 ივლისს, 13:00 საათზე, საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.მის: კოსტავას ქ. №77 (გამოცდების მედიაცენტრი) 7 ივლისს, 13.30 საათზე, საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის ფინანსური დახმარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.მის: რუსთავი, 9 აპრილის ქ. №9 7 ივლისს, 14:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდება.მის: კოსტავას ქ. #77 (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 7 ივლისს, 15:30 საათზე, ღვინის საერთაშორისო ფესტივალის _ `ვაზის საგალობელის~, მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართება.მის: ავლაბარი, ვახტნგ მეექვსის ქუჩა 7 ივლისს, 17.00 საათზე, კულტურის სამინისტროს დარბაზში დოკუმენტური ფილმის ~მუზეუმი ღია ცის ქვეშ~ ჩვენება გაიმართება.მის: სანაპიროს ქ. #4 7 ივლისს, 18:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდებიან.კომიტეტის სათათბირო ოთახი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts