planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 სულ ცოტა ხანში, სტარტს აიღებს სამ დღიანი შესვენების შემდეგ პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ურუგვაისა და ჰოლანდიას შორის. შეხვედრა რაღა თქმა უნდა ძალზე დიდ ინტერესს იჩენს და სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა პირველი ის გუნდი, რომელიც ითამაშებს ფინალში. ორივე გუნდში დანაკლისია, განსაკუთრებულ დანაკლისს კი სამხრეთ ამერიკელები განიცდიან. სუარესი, ფუჩილე, ლოდეირო, ეს ის ფეხბურთელები არიან რომლებიც დღეს თავიანთ ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. პირველ ორ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო ლოდეიროს კი ტრავმა აწუხებს. რაც შეეხებათ "ნარინისჯფერელებს" დღეს მათ ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლებათ, თუმცა როგორც გითხარით დანაკლისი მაინც აქვთ. ვან დერ ვილი და დე იონგი დისკვალიფიცირებულები არიან. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვედრიან და ერთმანეთთან თითო–თითო მოგება აქვთ. აქვე შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კეიპ ტაუნის Green Point Stadium–ზე გაიმართება და მატჩს უზკები რავშან ირმატოვი განსჯის. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts