Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კლინტონი რუსეთის მეზობლების დამშვიდებას ცდილობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

ელენ ბარი, სარა მარკუსი

 

მოსკოვი – სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, საკუთარი მოგზაურობის ბოლოს, რომლის მიზანიც რუსეთის მეზობლების იმაში დარწმუნება იყო, რომ ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე მათ არ ივიწყებს, ყველაზე მარტივი დიპლომატიური ფორმულირება გამოიყენა, განუცხადა რა ქართველებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია „ერთდროულად იაროს და საღეჭი რეზინიც ღეჭოს“

 

კლინტონი ამ არგუმენტს შელოცვასავით იმეორებდა მისი ხუთდღიანი ვიზიტის დროს უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, საუბრობდა რა იმაზე რომ „გადატვირთვა“ შეერთებულ შტატებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში საკუთარ გავლენასა და პოლიტიკაზე უარის თქმას ვერ აიძულებს.

 

თითქოს ამ აზრის ხაზგასასმელად, ორშაბათს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტის დროს, მან ყველაზე სასტიკი ფრაზებით დაგმო რუსული „ინტერვენცია და გახანგრძლივებული ოკუპაცია“ საქართველოში. ამაზე პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის რეაქცია ის იყო, რომ მან საქართველო იმის გამო გაკიცხა, რომ ის ვაშინგტონის მომხრობას ცდილობს იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ესაუბროს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს, რომლებიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ცენტრში აღმოჩნდნენ.

 

„არ არის საჭირო გადაწყვეტის გზების გარეთ ძიება“ – სთქვა პუტინმა, რომლის ციტირებასაც სააგენტო „ინტერფაქსი“ ახდენს. მან ასევე ეჭქვეშ დააყენა კლინტონის მიერ სამხრეთ-ოსეთზე ნათქვამი სიტყვები – „ვიღაც მიიჩნევს, რომ ის ოკუპირებულია, ვიღაცისთვის კი – გათავისუფლებული“.

 

ამ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მას შემდეგ მოხდა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა შარშან ივლისში, ერთ-ერთ დედაქალაქში გამოსვლისას იგივე გზავნილი გაახმოვანა.

 

პოლონეთის და რუსეთის ურთიერთობებში უპრეცედენტო დათბობაა პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და მთელი რიგი მაღალჩინოსანი მმართველები დაიღუპნენ. ახალი პრეზიდენტის პირობებში უკრაინამაც მკვეთრად შეცვალა მოსკოვისადმი დამოკიდებულება, ნაწილობრივ ფინანსური დახმარების მიღების იმედით. აზერბაიჯანის ლიდერები ობამას ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობაზე ჩივიან, რის გამოც სადაო ტერიტორიის მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლობის თხოვნით რუსეთს მიმართეს.

 

საქართველო ამ ქვეყნების რიგში ერთადერთია, რომლის ურთიერთობაც რუსეთთან კვლავ ცივია. ის სიფრთხილით აკვირდება  პრეზიდენტ მედვედევთან ობამას ურთიერთობას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების 24 ივნისის „ჰამბურგერების სამიტი“ უკომენტაროდ არ დატოვა.

 

„თუკი შენ სადმე, ცივილიზებულ ადგილას ამერიკის პრეზიდენტთან „ჰამბურგერების“ ჭამა გსურს, ეს იმას ნიშნავს რომ ცივილიზებულადაც უნდა იქცეოდე“ – განაცხადა სააკაშვილმა კლინტონის ვიზიტამდე საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას – „ეს იმასაც ნიშნავს, რომ შენ სხვა ქვეყნის ოკუპაცია არ უნდა მოახდინო“.

 

კლინტონი შეეცადა მისი გზავნილი ადრესატებამდე მიეტანა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს ამ რეგიონში დამკვიდრებას, პოლიტიკური პლიურალიზმის და ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის მოთხოვნას.

 

მართალია რკინის ფარდა უკვე აღარ არსებობს – განაცხადა მან კრაკოვში ვიზიტის დროს, თუმცა – „ჩვენ უნდა ვუფრთხოდეთ იმ რკინის მარწუხებს, რომელთა დახმარებით ბევრი სახელმწიფო ნელ-ნელა ანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანურ სულს“ – მოახვედრა რა ამ სიაში რუსეთი ზიმბაბვეს, კონგოს, ეთიოპიის, ეგვიპტეს და ჩინეთის გვერდით. კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა რომ ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია რაც მოსკოვს აღიზიანებს და პირობა დადო, რომ 2 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ ორგანიზაციების დასახმარებლად, რომლებიც წნეხის ქვეშ იმყოფებიან და იძულებით იმალებიან.

 

ეს ძალიან დროული განცხადებებია – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ენდრიუ ვილსონი. იმავდროულად ის აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რისკავს დაკარგოს აქტიური მებრძოლი-მქადაგებლის რეპუტაცია, თუკი ამ ქვეყანას შემდგომშიც განიხილავენ, როგორც „პროცესის მიღმა დარჩენილ“ სახელმწიფოს ეკონომიკური კრიზისის და დიპლომატიური ძვრების პერიოდში.

 

„ნახევრად ავტორიტარული კონსოლიდაცია მთელ რეგიონში ტენდენციად იქცა. ამის ნახვა შეიძლება უკრაინაშიც და საქართველოშიც“ – ამბობს ვილსონი – „შეერთებულ შტატებს აქვს კი საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ ეს ტენდენცია უკან დააბრუნოს? არსებობს რიტორიკული დაპირებები და ეს მეორე რაუნდია. ჯერ იყო ბაიდენის ტურნე, ახლა ეს კლინტონის ვიზიტია“.

 

კლინტონმა განსკუთრებული უკმაყოფილება აზერბაიჯანში იგრძნო, რომელიც ამერიკის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას განიცდის, რადგან აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის თანამდებობა თითქმის ერთი წელია რაც ვაკანტურია. გულგრილობის მეორე გამოხატულება გახდა ვაშინგტონში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. ადმინისტრაციამ ამაზე ყურადღების გაზრდით მოახდინა რეაგირება: ივნისში ბაქოში თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ობამასგან პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის პირადი გზავნილით ჩავიდა.

 

მაგრამ ყველაზე დელიკატური შრომა კლინტონს საქართველოში ელოდა, რომლის სამხედროებიც ძველებურად დგანან რუსული ძალების  პირისპირ საქართველოსგან  გამოყოფილი სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიების საზღვრებთან.

 

შარშან თბილისში ბაიდენის ვიზიტამდე, სააკაშვილმა განაცხადა რომ შეერთებულ შტატებს ახალი რუსული თავდასხმის მოგერიებისთვის საზენიტო და ანტი-სარაკეტო შეიარაღებას მოსთხოვდა, ხოლო საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სურდათ აშშ მათ თვითგამოცხადებული ანკლავების საზღვრების დაკვირვებაზე დახმარებოდნენ. ორივე თხოვნა უპასუხოდ დარჩა.

 

ორშაბათს საქართველო კეთილსინდისიერად დუმდა და მსგავსს არაფერს ითხოვდა. კლინტონმა საქართველო გააფრთხილა, რომ ის არ უნდა შეეცადოს გამოყოფილი ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, განაცხადა რა რომ „წარსულზე კონცენტრირება შეცდომაა“. კითხვაზე, სურს თუ არა საქართველოს ამერიკის დახმარება მისი შეიარაღებული ძალების განმტკიცების საქმეში, სააკაშვილმა განაცხადა რომ ეს საკითხი „თანმიმდევრულად“ გადაწყდება და მას ადმინისტრაციის პოზიციის მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვს.

 

„აქ არანაირი საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა ზოგიერთები შეშფოთებულები არიან იმით, თუ რას შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს“ – სთქვა მან – „თუკი გადატვირთვას რუსეთის მოდერნიზაცია მოჰყვება, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის კარგი იქნება“.

 

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის თქმით, კლინტონის მხრიდან სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

„ზოგჯერ სიტყვაც საქმეა“ – განაცხადა რონდელმა – „ბევრი ქვეყანა მსოფლიოში მზად არ არის რუსებს ოკუპანტები უწოდოს, მხოლოდ ქართველები და ახლა უკვე ამერიკელებიც“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...