planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif ვილიამ დანბარი აღმოსავლეთ-ევროპაში მოგზაურობის ბოლოს, გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. ის ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის შიშის გაქარწ####ბას, რომ მისი ინტერესები ამერიკის რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ სახელით არავის გაუწირავს კლინტონმა, რომელმაც ტერმინი „ოკუპაცია“ არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიებზე ყოფნის აღსაწერად, განაცხადა რომ ობამას ადმინისტრაცია „კატეგორიულად უარყოფს“ რუსეთის მოთხოვნას მის მეზობელ ქვეყნებში პრივილეგირებული გავლენის სფეროს შესახებ. „მე ჩამოვედი საქართველოში მკაფიო გზავნილით პრეზიდენტ ობამასგან და ჩემგან: შეერთებული შტატების დამოკიდებულება მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს აჯანყებული რეგიონების სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ათასობით რუსი სამხედრო დგას. ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლითაც ხუთდღიანი ომი დასრულდა და რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, „მათ შორის ოკუპაციის დასრულებისა და სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსეთის ჯარების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანისკენ“. საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად იყენებს სიტყვა „ოკუპაციას“, რითაც რეგიონში რუსეთის არმიის ყოფნას აღწერს და კლინტონის მხრიდან ანალოგიური ტერმინის გამოყენება, თბილისში უზარმაზარ გამარჯვებად აღიქვეს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ამ განცხადებას ასე უპასუხა – „ვიღაც მიიჩნევს რომ ის ოკუპირებულია, ვიღაცისთვის კი გათავისუფლებული“. ქალბატონი კლინტონის ვიზიტის მიზანი პრო-დასავლური ხელისუფლების იმაში დარწმუნება იყო, რომ ის არავის მიუტოვებია. თუმცა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისეთი თბილი აღარ არის, როგორც ეს ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო, როდესაც ქვეყანა „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადდა. შეკითხვაზე რომელიც ამერიკული შეიარაღების შეძენაზე საქართველოს პრობლემებს უკავშირდება, სააკაშვილმა უბრალოდ განაცხადა რომ „პოლიტიკის თვალსაზირისით“ არანაირი პრობლემები არ არსებობს. მან შეაქო აშშ-ს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა. „ჩვენ ამ პოლიტიკას მხარს ვუჭერთ, მას უკვე მოჰყვა შედეგები“ – განაცხადა მან – „ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სწორი პოლიტიკაა, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკაა და სწორედ ამის გამო გვიყვარს ყველას ამერიკა“. ქართველი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება სასარგებლო იყოს. „გადატვირთვის პოლიტიკის გამო რუსეთი ნაკლებად იზოლირებულია, უფრო ჩართული და მშვიდობიანია“ – The Independent-ს განუცხადა პროფესორმა ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა. ობამას ადმინისტრაციას თავის დაზღვევა სურს ნებისმიერი ისეთი ხანძრისგან, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, როდესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებამ „ცივი ომის შემდეგ“ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ორივე მხარე ცდილობს შეამციროს იმ მოვლენის მნიშვნელობა, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირას, როდესაც აშშ-ში სავარაუდო რუსული აგენტურული ქსელი ამხილეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts