planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებას ცინიკურს უწოდებს. გაზიარება[ 14:27 06-07-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDMEuNUyPAI/AAAAAAAAD5Q/CI53myx-TqY/s200/giga+bokeria.gifროგორც ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რუსეთი აცხადებს, თითქოს საქართველოსთან დაკავშირებით არაფერ შუაშია, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს."პუტინის განცხადება ჩვეულებრივი ცინიზმია. ეს დამატებით კომენტარს აღარ საჭიროებს. ნათელია, როცა რუსეთი ამბობს, რომ არაფერ შუაშია, ცდილობს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საქართველო მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისთვის, მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს. "როცა შეეგუება რუსეთი, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და შესაბამისად, ამას დეოკუპაცია მოყვება, გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვექნება", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდა. სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ამის შესახებ პუტინმა "პაკლონნაია გარაზე", დიდი სამამულო ომის მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა. "ვიღაც მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ვიღაცის აზრით კი - გათავისუფლებული. ურთიერთობების აღდგენა ქართველ და ოს ერებს შორის დიალოგის საგანია. საჭიროა დიალოგის წარმოება, მესამე ქვეყნის ჩარევის გარეშე. ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც დაიწყო. მათ მამაცობა უნდა გამოიჩინონ და გამოძებნონ გზა იმ ადამიანთა გულებისკენ, რომლებსაც ჭრილობა თავად მიაყენეს", - აღნიშნა პუტინმა კლინტონის თბილისური გამოსვლის კომენტირებისას."ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts