planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და პირობას დებს, რომ არასოდეს მიატოვებს პარტნიორ საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების გზაზე - ამ და სხვა შინაარსის განცხადებები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 5 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა... გაზიარება[14:38 06-07-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDMHjUkHMfI/AAAAAAAAD5Y/kZo06B2bEX8/s200/tyuili.gif...თბილისში კიევის, ვარშავის, ბაქოსა და ერევნის გავლით ჩამოსული ჰილარი კლინტონი ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად წარდგა. გაიფანტა თუ არა 5 ივლისს ბოლო დროს გამწვავებული ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობათა ”გადატვირთვის პოლიტიკამ” შესაძლოა საქართველოს ინტერესები დაჩრდილოს? შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავისი გამოსვლა ვაშინგტონიდან თბილისში ჩამოტანილი გზავნილით დაიწყო და მთავარი აქცენტები მისი და პრეზიდენტ ობამას სახელით გაახმაურა: ”შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს გზავნილი პირდაპირ მივაწოდეთ ჩვენს რუს კოლეგებს ბოლოს, - ეს სულ ახლახან იყო, - როცა 24 ივნისს ვაშინგტონში ვხვდებოდით ერთმანეთს. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა მედვედევმა. ვალდებულებებში ვგულისხმობ ოკუპაციის დასრულებას და რუსეთის ჯარის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე ვაყენებთ ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობის საკითხს ამ ტერიტორიებისთვის და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, საერთაშორისო მექანიზმების და კონსტრუქციული, არაძალადობრივი არხების აღდგენის გზით.”ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე სხვადასხვანაირად განმარტა, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობათა გადატვირთვის პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე. გადატვირთვის პოლიტიკა, თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ახსენა და არ დამალა, რომ ვაშინგტონის ამ ინიციატივამ საქართველოში საწყის ეტაპზე არაერთი შეკითხვა თუ გარკვეული მღელვარება გამოიწვია, თუმცა ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ ამ ეტაპზე თბილისი იმედით უყურებს იმავე გადატვირთვის პოლიტიკას და მას რუსეთის ”გახსნისა და მოდერნიზების” პერსპექტივად აღიქვამს.სააკაშვილმა ასევე მადლიერებით გაუსვა ხაზი ამერიკის როლს აგვისტოს ომთან მიმართებით ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ტერმინების დამკვიდრების გზაზე. ითქვა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა: ”პრეზიდენტი ობამა პირველი იყო, ვინც სტატუსის პრობლემა დააყენა, რეალურად მან თქვა, რომ ეს იყო შემოჭრა, რადგან მანამდე, თუ გახსოვთ, გამოიყენებოდა ტერმინი ძალის არაპროპორციული გამოყენება. თითქოს შეიძლება არსებობდეს პროპორცია სხვა ქვეყნის ტერიტორიიის დაპყრობისას. პრზიდენტი ობამა იყო პირველი, ვინც ეს ტერმინი გამოიყენა. და მე ვფიქრობ, რომ ვაშინგტონიდან წამოსული განცხადებები გაცილებით უკეთესია. რაც უფრო მაღალია ვაშინგტონის გეგმები, მით უფრო აქტუალური ხდება საქართველოს საკითხი. მე ეს ძალიან მახარებს... და სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამის დასტურია.” პრეზიდენტ სააკაშვილის ამ სიტყვებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დასტურის ნიშნად უკრავდა თავს და პრესკონფერენციაზე თავად მანაც არაერთხელ გამოიყენა სიტყვები ”ინტერვენცია” და ”ოკუპაცია” რუსეთის ქმედებებთან მიმართებით. კერძოდ, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპაციამ ხელი ვერ უნდა შეუშალოს საქართველოს წინსვლასა და განვითარებას და რომ სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი, მიმართული რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებისკენ, მათ შორის - აფხაზებისა და ოსებისკენ. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატზეც, რომელიც, კლინტონის აზრით, მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მეტ ჩართულობასა და აქტიურობას მოითხოვს. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის ახალ შეთანხმებას, რასაც ბოლო რამდენიმე რაუნდია ასე ჯიუტად ითხოვენ კრემლისა და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების ლიდერები, შეერთებული შტატები ემხრობა საქართველოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ისედაც დევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში და რომ ახალი დოკუმენტის მიღება ”აუცილებელი არ არის”. ამ პოზიციის გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ”შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ სხვა ასეთი შეთანხმება შესაძლოა პოზიტიური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი იქნება მისი ნაწილი, დოკუმენტში ყველა მხარის ინტერესები იქნება ასახული, შემოგვთავაზებს განხორციელების მექანიზმებს და თავს აარიდებს სტატუსის საკითხების პოლიტიზირებას.”5 ივლისს საქართველომ ვაშინგტონისგან მიიღო კიდევ ერთი გულითადი მადლობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, რაც, ჰილარი კლინტონის შეფასებით, ადასტურებს საქართველოს ”გულმოდგინე სვლას ნატოსკენ”.შემდეგ საუბარი რეფორმებსაც შეეხო. ითქვა, რომ შეერთებულ შტატებს თავისი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს -განვითარების ხელშეწყობა მართებს, იქნება ეს მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარება. რეფორმების გზაზე ჰილარი კლინტონმა გამოყო საქართველოს მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ”მსოფლიოში ყველაზე სწრაფად რეფორმირებადი ეკონომიკის მშენებლობის” კუთხით. მისი მხრიდან გარკვეული კმაყოფილება გამოიხატა 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებითაც და პროცესი შეფასდა როგორც ეუთოსა და ევროსაბჭოს სტანდარტებისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ ბევრი რამ არის კიდევ გამოსასწორებელი: ”გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ვარდების რევოლუციის საქმის გაგრძელებისკენ და შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ჩვენი პარტნიორების დასახმარებლად საქართველოს მთავრობაში და მის გარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენ მოწოდებული ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, იმ ხალხის მხარდაჭერისთვის, ვისაც სურს ააშენოს მომავალი, რომელიც უფრო თავისუფალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული და უსაფრთხო იქნება. პირადად მე მოუთმენლად ველი ვიყო საქართველოს მდგრადი პროგრესის მოწმე.”შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისისთვის იმის უტყუარ გარანტიად აღიქმება, რომ ამერიკა ყოველთვის და ყველგან შეეცდება დაიცვას საქართველოს ინტერესები. თბილისს ვაშინგტონის მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორმხრივი ურთიერთობის მთავარ საფუძვლად 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებულ ქარტიას მიიჩნევს:”სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიამ მოგვცა საშუალება ორმხრივი ურთიერთობები დაგვეყენებინა იმისთანა ლიანდაგზე, რომელიც ყველა მიმართულებით (ენერგოუსაფრთხოება, საერთოდ უსაფრთხოება, ადამიანური კონტაქტები, განათლება, კულტურა, მედიის თავისუფლება, ეკონომიკური დახმარება და ასე შემდეგ) გადავიყვანოთ უფრო წინწაწეულ და პროგრესულ ეტაპზე. ეს ამ შეხვედრაზე მოხდა.”ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად მიიჩნევს ბათუ ქუთელიაც, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში. ის ამბობს, რომ პარტნიორობა დაფუძნებულია უცვლელ ფასეულობებზე, მუშაობა გააქტიურებულია ყველა მიმართულებით და მას ხელს ვერაფერი შეუშლის.რადიო "თავისუფლება"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts