planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 http://img.metro.co.uk/i/pix/2008/06/torresEPA290608_450x300.jpg ჯერარდის და კარაგერის მსგავსად ტორესმაც გააკეთა განცხადება რომ მოხარულია ახალი მწვრთნელის რანგში როი ჰოჯსონის მოსვლით და რომ ერთი სული აქვს როდის შეხვდება მას პირადად, რათა გაიგოს მისი გეგმები მომავალი სეზონისთვის…”მე ძალიან გამიხარდა რომ ახალი მენეჯერი როი ჰოჯსონი გახდა. ჯერ არ მისაუბრია მასთან თუმცა ვფიქრობ მალე შევხვდები და გავიგებ მის იდეებს და შეხედულებებს მომავალი სეზონისთვის” – აცხადებს ელ ნინიო “ახლა ჩემი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც მხოლოდ სამხრეთ აფრიკაშია. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის დროს შეუძლებელია უბრალოდ სხვა რამეზე იფიქრო… მუნდიალის შემდეგ კი საკმაოდ დიდი დრო გვაქვს რომ ვისაუბროთ ჩემს მომავალზე ლივერპულში” “როი ფულჰემში ძალიან კარგ შტთაბეჭდილებას ტოვებდა და ვფიქრობ რომ ლივერპულსაც დაეხმარება წარმატების მიღწევაში. მან თავისი მაღალი პროფესიონალიზმი უკვე არაერთ გუნდში დაამტკიცა… იმედი მაქვს როი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ლივერპულს ძველ დიდებას დაუბრუნებს.” ტორესი გეგმავს რომ რჩევები მიიღოს ჯერარდისგან და კარაგერისგან გერმანიის ნაკრებზე, რადგან გერმანიამ უკვე დიდი ანგარიშით დაამარცხა ინგლისელები და ლივერპულის ლიდერებს საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვთ მათთან თამაშისა. “ვფიქრობ თავად გერმანელებიც კი არ მოელოდნონ რომ მათი ქვეყნის ნაკრების ასე კარგად ითამაშებდა. გერმანია ყოველთვის არის ნახევარფინალში ან ფინალში და ამიტომ ჩემთვის არ ყოფილა მათი ასეთი თამაში სიურპრიზი. ძალიან ბევრ გერმანელ ფეხბურთელს ვიცნობ და ზოგადად გერმანული ფეხბურთის სტილი ძალიან მომწონს…” “ცოტა ხნის წინ ვესაუბრე სტივს და კარას. ამ დღეებში კვლავ დავურეკავ რათა მცირე რჩევები მივითო გერმანიასთან სათამაშოდ.” “სამწუხაროდ ამდენი ტრამვების და ოპერაციების შემდეგ არ ვარ საუკეთესო ფორმაში და ვერ ვაჩვენებ ისეთ თამაშს, როგორსაც გულშემატკივარი არის მიჩვეული. მაგრამ დღითიდღე ვიღდგენ ფიზიკურ ძალებს და ყველაფერს ვცდილობ რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდგე.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts