planetanews Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg ქრისტოფერ შმიდტი თბილისი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს საქართველო კიდევ ერთხელ დაარწმუნა მტკიცე მხარდაჭერაში და რუსეთს მოუწოდა დაასრულოს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ოკუპაცია. „შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ ერთგულებს“ – განაცხადა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მისი ვიზიტისას თბილისში. კლინტონმა ასევე მოუწოდა მოსკოვს შეასრულოს საზავო შეთანხმება, რომელიც ითხოვს, მისი ჯარების დაუბრუნებას 2008 წლის ქართულ-რუსულ ომამდე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე. ეს ომი მეამბოხე რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო მოხდა. „ჩვენ ისევ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმების მოთხოვნები, მათ შორის ისიც, რომ დაასრულოს ოკუპაცია და გამოიყვანოს რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პრე-კონფლიქტურ პოზიციებზე“ – განაცხადა მან. მანამდე კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ გმობს რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მიუხედავად ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების გადაწყობისა, რამაც საქართველოში შეშფოთება გამოიწვია. „ჩვენ კვლავინდებურად ვაპროტესტებთ და ვაკრიტიკებთ რუსეთის იმ ქმედებებს, რომლებიც, ჩვენი რწმენით, არასწორია და ამ სიის თავში საქართველოში შემოჭრა და ოკუპაციაა“ – განაცხადა კლინტონმა ლიდერ ქალებთან წარმოთქმულ სიტყვაში. სააკაშვილის განაცხადებით, ის წახალისებულია იმით, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორების მიუხედავად, აშშ საქართველოს მხარს უჭერს. „არაა საიდუმლო, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი შეშფოთებული იყო იმით, თუ რას შეიძლებოდა ნიშნავდეს „გადაწყობა“ – განაცხადა მან. „ჩვენ დავინახეთ ყველაფერი სწორად კეთდება, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკაა და ამიტომ გვიყვარს ყველას ამერიკა… თუ გადაწყობა რუსეთის მოდერნიზაციას გამოიღებს შედეგად, ეს ჩვენთვის ყველასთვის მხოლოდ კარგია“. კლინტონმა ასევე მოუწოდა საქართველოს შემდგომი რეფორმებისკენ და განაცხადა ისინი გადამწყვეტია მეამბოხე ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. „უფრო ცოცხალი, უფრო ეფექტური დემოკრატიითა და ეკონომიკით, საქართველო შექმნის უფრო დიდ კონტრასტს სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის“ – განაცხადა მან თავის სიტყვაში. ეს იყო კლინტონის ბოლო გაჩერება მის მოგზაურობაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. ის აგრეთვე ეწვია უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯნს და სომხეთს. ის ასევე შეხვდა საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც სააკაშვილს ბრალი დასდეს იმაში, რომ 2003 წელს, პრო-დასავლური „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან უკან დაიხია დემოკრატიული რეფორმებისგან. „ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი დიალოგი ქართული დემოკრატიის ფუნდამენტური პრობლემების შესახებ“ – უთხრა AFP-ს ოპოზიციის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ. კლინტონმა ოპოზიციასთან შეხვედრიდან ცოტა ხანში დატოვა თბილისი და ვაშინგტონში გაემგზავრა. სააკაშვილს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა. ცნობილია, რომ ბუშმა 2005 წელს, თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანის თანდასწრებით ქვეყანას „თავისუფლების შუქურა“ უწოდა. საქართველომ მას შემდეგ აეროპორტიდან მომავალ მთავარ გზატკეცილს ბუშის სახელიც კი დაარქვა. მაგრამ პრეზიდენტ ობამას მმართველობისას ურთიერთობები გაცივდა მას შემდეგ, რას სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია შეილახა 2007 წელს ოპოზიციური პროტესტის დარბევისა და იმის გამო, თუ როგორ წარმართა 2008 წლის რუსულ-ქართული ომი. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი 2008 წლის ომის შემდეგ. ამ ომის დროს რუსული არმია შეიჭრა ქვეყანაში, რათა მოეგერიებინა ქართველთა თავდასხმა პრო-მოსკოვურ სამხრეთ ოსეთზე. ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რასაც მხოლოდ ერთი მუჭა სახელმწიფოებმა მიბაძა. მას შემდეგ რუსეთმა რეგიონში დააფუძნა მუდივმოქმედი სამხედრო ბაზები და აქ ასობით სამხედრო და მესაზღვრეები განათავსა. ორივე მეამბოხე რეგიონმა კლინტონის ვიზიტის შემდეგ უარყო, რომ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან და დაგმეს მისი ფრაზეოლოგია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts