ვეფხვი Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 shamiliნამდვილი ყაჩაღების ქურდებს ყოველთვის ეშინოდათ, რადგან ყაჩაღი არასდროს ითვალისწინებდა მათ სტატუსს და ყაჩაღების და ქურდების დაპირისპირება უმეტეს შემთხვევაში ქურდების ფიზიკური ლიკვიდაციით მთავრდებოდა, ამიტომ ქურდები ყოველთვის მიეტოდნენ კაგებესთან ერთად სერიოზული და მოუხელთებელი ყაჩაღების ლიკვიდაციას ( ქურდები როგორც რუსულ მეშჩანთა კლასში ჩანერგილი მეფის რუსეთის ოხრანკის ნასეტკურა ყოველთვის ჯერ მეფის ოხრანკის ხოლო შემდგომ სტალინის მიერ ქურდების ნასეტკურის საბჭოთა სინამდვილეში გადმოტანის შემდგომ კაგებესთან ერთად მოქმედებდნენ, დღეს რუსეთის ფეესბესთან ერთად მოქმედებენ ).ეგ ისედაც ვიცით ჩვენ... Siknadmoმიუღებელი რომ ყოფილიყო არ იქნებოდა პოპულარული კომუნისტებმა გააზარმაცეს ქართული საზოგადოება... ხოდა ქურდული სამყაროც ამ გაზარმაცებული საზოგადოების ნამდვილი სახეა... რეალურად შავი გაგების ხალხი არის იმ კატეგორიის ქართველი რომელშიც ქართული მამაკაცების მებრძოლი გენი იყოაკუმულირებული ანუ, გადაგვარებული ვაჟკაცები არიან,ზოგიერთები კი მაგრამ არა უმეტესობა... აბა ერთი განსაჯე რომელი უფრო ადვილი და კონფორტაბელურია - იყო ქურდი თუ იყო ყაჩაღი??? მე უფრო გაზულუქებული და გადაგვარებული თავად-აზნაურების მორალურ-მენტალური შთამომავლები მგონიან ეგენი... shamiliყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით. გეთანხმები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 ყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით. ღღღმერრრრთთოოოო, რეეებს წერთ ხალხო, რეეეებს, ვაი, ვაი,ქურდული გაგება, რომელიც პირადად ჩემთვის მიუღებელია, ეს მე არ მიკარგავს ობიექტურობის შეგრძნებას, ქურდული გაგება ძალიან ეხმიანებოდა ქართულ მენტალიტეტს ადამიანებო,იმიტომაც გახდა ის მისაღები ქართველებისთვის,რაის ბეზპრდელი გაგიჟდით? პირიქით, ქართველი ადამიანი ყოველთვის ცდილობდა ჩამჯდარიყო გარკვეულ წესებში, ასეთებს პატივს სცემდნენ,ბეზპრდელი მხედირონი კი არავის არ ევასებოდა,თქვენ რომ ყაჩაღებზე საუბრობთ, მეფის რუსეთის დროს ტყეში გავარდნილ გლეხებს თუკი გულისხმობთ, თქვენ გგონიათ მაგათ გაგებაი არ ჰქონდათ და ბეზპრდელშჩიკები იყვნენ? მათ ქონდათ მორალი, კოდექსი, ნუ ძირითადად, იყვნენ ისეთებიც ვინც ყველას დარცვავდნენ, აი ასეთები იყვნენ ბეზპრდელშჩიკები და ეგენი როგორ შეიძლება მოგეწონოს ადამიანს, ხოლო თუკი ავიღებთ იმ ბეზპრდელს რაც რუსეთში ხდებოდა ეს იყო რაღაც აუტანელი რამ,ვინც კი ბეზპრედელშჩიკს წინ გადაეღობებოდა ყველა ბრიდავდნენ ეს როგორ შეიძლება მოგეწონოს ადამიანს კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 ქურდულმა გაგებამ შეითვისა ძალიან ბევრი ქართული,ყარაჩოღლური სულაც,ქართველმა ქურდებმა რუსულ ზონებში, სადაც მათ შეძლეს ეგ.წოდებული პალაჟენიის დამყარება აკრძალეს გაუპატიურება,პატიმრების უმოწყალოდ ცემა,ნამდვილი ჰუმანისტები იყვნენ იმ ბეზპრდელშჩიკებთან შედარებით რაც იქ რუსულ ზონებში ხდებოდა,ამიტომაც მოიპოვეს ავტორიტეტი როგორც სამართლიანებმა,არ მევასება შავები, მაგრამ რაც სიმართლეა უნდა ითქვას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 ლაგერებში კი ქურდები დასჭირდათ, რომ მრავლრიცხოვანი პატიმრების კონტროლი ყოფილიყო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქურდი ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა აბა რას ნიშნავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 აბა რას ნიშნავს? ქურდული და მენტური გაგება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან,ქურდისთვის ნომერ პირველი მტერი იყო ძაღლი და მერე ჩამშვები,თუმცა ისინი შეგუებულები იყვნენ იმას რომ ციხეში უნდა ეცხოვრათ და ციხე მათი სახლი იყო,ამიტომაც საჭირო იყო ჭკუა, რომ არც ადმინისტრაციას დაპირისპირებოდნენ და ციხეც ემართათ,მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირში გაჩნდა დიდი ლაგერები და ზონები,მისი მართვის უნარი მენტებს არ აღმოაჩნდათ, ამიტომაც მათ მიანიჭეს ქურდებს ერთგვარი ავტონომია,ხაზგასმით ვამბობ, ავტონომია,თუმცა მენტები ქურდებს მაინც არ ენდობოდნენ, ამიტომაც შიგა და შიგ აწყობდნენ მათ მიმართ ტერორს,ის რომ ქურდები იყო მათთვის აუცილებელი ბოროტება რასაც იძულებულნი იყვნენ შეგუებოდნენმეტყველებს ერთი ისტორიული ფაქტი, მეორე მსოფლიო ომის დროს წითელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობა მისცა პატიმრებს რომ მათ "სისხლით გამოესყიდათ თავისი დანაშაული" და წასულიყვნენ ომში, ფრონტზე, მიყავდათ წინა ხაზებზე,ხოდა ქურდების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა თანხმობა (შემდგომში ეწოდათ ავტომატჩიკები, პოლონელი ქურდები და სუკები),ხოლო მეროე ნაწილმა, ეგ. წ. ტრადიციონალისტებმა უარი თქვეს,ომის დასრულების შEმდეგ, ავტომატჩიკი ქურდების გარკვეულმა ნაწილმა კვლავ ჩაიდინა დანაშაული და დაბრუნდნენ ზონაზე, აი აქ ხდება ყვლეზე საინტერსო რამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 (edited) ადმინისტრაცია იბარებდა ომში ნამყოფ ქურდეს (ზოგი მათგანი საბჭოთა კავშირის გმირიც კი იყო) და სთავაზობდა თანამშრომლობას,რაც გამოიხატებოდა ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში და წითელი ძალაუფლების დამყარებაში,ხოდა, იბადება კითხვა თუკი ქურდები კონტროლდებოდნენ ადმინისტრაციის მიერ მაშინ რაღაში ჭირდებოდათ ამ ინსტიტუტის მოშლა?ახალი პოლიტიკის თანახმად ზონა უნდა გაწითლებულიყო, ხოლო ამის შემსრულებლები უნდა გამხდარიყვნენ ყოფილი ქურდები, ანუ სუკები, ხოდა დაიწყო დიდი ბრძოლა რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით სუჩაია ვაინა, აქ ერთმანეთს დააყარეს სუკებმა და კანონიერმა ქურდებმა, დღემდე უცნობია ამ ომს რამდნი ადამიანი შეეწირა, მაგრამ ომი დამთავრდა ტრადიციონალისტი ქურდების გამარჯვებით, ხოლო სუკების უდიდესი ნაწილი ამოხოცეს, ამის შემდეგ, ხრუშჩოვის მმართველობის ჟამს ჩატარდა ქურდების წინააღმდეგ უსასტიკესი ბრძოლა ოღონდ ეს გნახორციელა ადმინისტრაციამ, უამრავი ქურდი დახვრიტეს, ან იზოლატორში ჩაალპეს, თუმცა ხრუშჩოვის გარდაცვალების შემდეგ მათ ისევ მიენიჭათ თავისუფლებასაინტერესო ისაა რომ ეს ბრძოლები მიმდინარეობდა რუსეთის ტერიტორიაზე და საქართველოს არ შეხებია Edited February 26, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 Siknadmoქურდული და მენტური გაგება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან,ქურდისთვის ნომერ პირველი მტერი იყო ძაღლი და მერე ჩამშვებიგაგებაზე და კოდექსებზე არ ვლაპარაკობ. რეალობაში რა ხდებოდა მეთქი? სტალინის და ხრუშჩოვის დროზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აი შევარდნაძის პერიოდში რომ ქურდები და პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ეს მრავალჯერაა დადასტურებული ფაქტებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლაშა1978 Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 რა გჭირთ ხალხო, "ბეზპრიდელი" ნიშნავს ადამიანს, რომელიც არავითარ კანონს(დაწერილს თუ დაუწერელს) არ ემორჩილება და არ იცავს წესებს (მთავარი წესია და პრინციპი, ტრაკის თამაში ყველამ იცის). თვითონ სიტყვა გეუბნევა - "პრიდელი" ზღვარია და ეგეთ ადამიანს ზღვარი არ გააჩნია, თუ გინდა კანონიერი ქურდი იყოს, თუ გინდა ყაჩაღი და თუ გინდა მაღაზიის გამყიდველი. ტონი მონტანა ხოგაქვთ ნანახი? მაგის "პრიდელი" ბავშვები იყო(ანუ მკვლელი და ნარკობარონი ხოიყო, მარა რაღაც ადამიანური ნორმები მაინც ქონდა, რაღაც რადიუსში მოქმედებდა და იმის იქით მიუღებელი იყო გადასვლა), რომლებიც არ ააფეთქა და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის თავს. ანუ "ბეზპრიდელი" ადამიანი ხლისტი და ნაბოზარია ვინც არუნდა იყოს. დათა თუთაშხია და მაგისთანები სწორედ იმიტომ იყვნენ მაგარი ხალხი რო ეგეთ უწესოებს ებრძოდნენ("წესი წესია, ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე" - დათა ამ სიტყვებით ამბობს ყველაფერს). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 Saturnგაგებაზე და კოდექსებზე არ ვლაპარაკობ. რეალობაში რა ხდებოდა მეთქი? სტალინის და ხრუშჩოვის დროზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აი შევარდნაძის პერიოდში რომ ქურდები და პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ეს მრავალჯერაა დადასტურებული ფაქტებით. და რა სფეროში თანამრომლობდნენ? გარდა ამისა რომელ ეპოქას გულისხმობკომუნისტურ თუ პოსკომინისტურს,ჩემის აზრით პოსკომუნიტურ ეპოქაში ქურდების თარეში, რომელიც მხედრიონის მოსპობის შემდეგ დაიწყო საქართველოში უფრო პოლიციის სისუსტითა და კორუფციით იყო გამოწვეული ვიდრე მიზანდასახული პოლიტიკითდა უფრო პოლიციელები აღმოჩნდნენ ქურდების გავლენის ქვეშ ვიდრე პირიქით, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლაშა1978 Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 რეალობაშიც იყვნენ ადამიანები რომლებიც არ თანამშრომლობდნენ (ვასკა ბრილიანტი, ტატო ხუნდაძე...). თანამშრომლობაში გააჩნია რა იგულისხმება? ფულს უხდიდნენ მილიციას და მთავრობას რო არ დაეჭირათ ან კიდევ გავლენის სფეროებს იყოფდნენ, ხალხს კიარ უშვებდნენ. (თუმცა ეგეთებიც იყვნენ მარა არა უმეტესობა) ეგრე სხვა კრიმინალები რო ებეზღებინათ, ნახევარი ცხოვრება ციხეში არ იჯდებოდნენ. ან სადმე უეჭველი გაუსკდებოდათ და ავტორიტეტიც აღარ ექნებოდათ. მანდ მაღალ დონეზე მიდიოდა თანამშრომლობა(ფული გადაიხადე(დიდი ფული) და თვალებს დავხუჭავ პრინციპი). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 ლაშა1978კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლაშა1978 Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 ქურდების თარეშს რაც შეეხება, მანდ ქურდების გარდა საზოგადოებაა დამნაშავე, ცნობილი მოღვაწეები, მსახიობები, პოლიტიკოსები ამაყობდნენ რო ქურდების გვერძე დადიოდნენ და ნაცნობობდნენ, ყველა ნაბიჭვარს პრეტენზია ქონდა ძველბიჭობაზე, თუმცა ქურდული რაიყო საერთოდ აზზე არ იყვნენ და მოხდა დიდი დომხალი, ვისი ვისაში იყო ვეღარავინ არკვევდა... ეგარის ქართველების დიდი სირცხვილი რო ეგეთები ვართ, შეილება როგორც ძლიერ პიროვნებას სცემდე პატივს (სტალინიც მაგარი იყო), მაგრამ კრიმინალთან მეგობრობა არ უნდა იყოს საამაყო, მითუმეტეს პარლამენტარისთვის. ქურდებს და ბანდიტებს აგინებდნენ და საქმე საქმეზე რო მიდგებოდა ქალებიც კი ერთმანეთს ქურდი ნათესავი მყავსო ექადნებოდნენ და საქმის გასარჩევად მიჰყავდათ. მაგიტომაც მოხდა ჩემი აზრით ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2011 კაცმა, რომელიც იუსტიციის მინისტრი და სამხედრო პროკურორი იყო, საიდუმლოდ გამანდო: ვსესოიუზნი ქურდები კგბ-სთან, ხოლო რესპუბლიკური მასშტაბის კი მილიციასთან არიანო შეკრული. ისე კუდს ვინ გააქნევინებსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.