newstudio Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 Reuters გერმანელი ექსპერტების თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების გამოსვლა გერმანული ეკონომიკის ზრდის კატალიზატორი გახდება. მათი აზრით, გერმანიის ნაკრების გამარჯვება მომხმარებლის განწყობებს გააუმჯობესებს და მათ საკუთარი დანაზოგის დახარჯვასაც კი აიძულებს. ექსპერტები უკვე დღეს ამბობენ, რომ გერმანიის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ქვეყნის მშპ შესაძლოა 0,1–0,3 პროცენტით გაიზარდოს. „როცა გერმანელები კარგ განწყობაზე არიან, ისინი მეტს ხარჯავენ,“ – განაცხადა გერმანელმა ეკონომისტმა როლფ ბიურკელმა. ეკონომისტების პროგნოზები 2006 წლის მაჩვენებელს ეფუძნება, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ტარდებოდა. მის დაწყებამდე ხელისუფლება ეკონომიკის 1,6%–იან ზრდას ელოდნენ, თუმცა მსოფლიო მასშტაბის სპორტულმა ღონისძიებამ რეალურად 3,2 პროცენტიანი ზრდა გამოიწვია. 2006 წლის ჩემპიონატმა მომხმარებელზე გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინა და ინვესტიციებისა და ხარჯების ზრდა განაპირობა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=18479&ct=14 პ.ს. ჰაერივით გვჭირდება პატარ-პატარა გამარჯვებები, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ დაძლევს პესიმიზმს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 ეს შეიძლება გერმანიაში..მარაა..საქართველოში ფულის სახარჯავად კარგი და ცუდი ხასიათი არ არის საჭირო... ცუდ ხასიათზე თუა კაცი, წავა და ცაიხრჩობს თავს სასმელში და იმდენს დახარჯავს ერთი, 10 გერმანელს რომ არ დაესიმზრება... მარაააა..რაც არ გაქვს, რა უნდა დახარჯო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 machkatelaეს შეიძლება გერმანიაში..მარაა..საქართველოში ფულის სახარჯავად კარგი და ცუდი ხასიათი არ არის საჭირო... ცუდ ხასიათზე თუა კაცი, წავა და ცაიხრჩობს თავს სასმელში და იმდენს დახარჯავს ერთი, 10 გერმანელს რომ არ დაესიმზრება...რა შუაშია ხარჯვა...კარგ ხასიათზე საქმეებსაც ამაღლებულ განწყობაზე აკეთებ, ენერგიითაც დამუხტული ხარ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 newstudioპატარ-პატარა გამარჯვებები არ იქნება, თუ "მიშა გადადექი" იქნება მხოლოდ მიზანი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 გამარჯვებების მეტი რა გვაქვს? გუშინ კლინტონი იყო ჩამოსული თბილისში. იქამდე საქართველოზე ლაპარაკის დროს სიტყვა "ოკუპაცია" გამოიყენა. იქამდე კიდევ მიშა საფრანგეთში იყო და სარკოზის შეხვდა. ფსევდოიზოლაცია დასრულდა. არც ერთ სხვა ქალაქში ერთბაშად იმდენი სასტუმრო არ აშენებულა, რაც ახლა თბილისში და ბათუმში შენდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 asesino_141პატარ-პატარა გამარჯვებები არ იქნება, თუ "მიშა გადადექი" იქნება მხოლოდ მიზანი.სრულიად გეთანხმები McLarenგუშინ კლინტონი იყო ჩამოსული თბილისში. იქამდე საქართველოზე ლაპარაკის დროს სიტყვა "ოკუპაცია" გამოიყენა. იქამდე კიდევ მიშა საფრანგეთში იყო და სარკოზის შეხვდა. ფსევდოიზოლაცია დასრულდა. არც ერთ სხვა ქალაქში ერთბაშად იმდენი სასტუმრო არ აშენებულა, რაც ახლა თბილისში და ბათუმში შენდება.ზოგადად, ცინიზმიც ამოვიდა ყელში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted July 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 6, 2010 როცა გერმანელები კარგ განწყობაზე არიან, ისინი მეტს ხარჯავენამას რა დიდი ფილოსოფოსობა და ექსპერტობა სჭირდება? ეგ ბუნებრივია ადმიანი კარგ ხასიათზე რომ არის მეტსაც ხარჯავს და რავი ყველაფერი კარგადაა ეხლა საქართველო რომ იყოს გერმანიის ადგილას (ფეხბურთში) აქ იცით რა ამბავი იქნებოდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.